cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

პარალელოგრამი გაკვეთილის გეგმა

by dalifetelava — last modified 2011-11-13 12:01 Share

 

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

პარალელოგრამი

სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი

VII კლასი.10მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

პარალელოგრამის ცოდნა საფუძველია მართკუთხედის,რომბის,კვადრატის განსაზღვრებეში.ზემოთ აღნიშნული ფიგურების ფართობები გამოითვლება 1 ხერხით.ეს ფიგურები გამოიყენება

 ყოფა–ცხოვრებაში,მშენებლობაში ესთეტიკური სილამაზის მისაცემად.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

იპოვონ ფორმულის გამოყენებით პარალელოგრამის ფართობი.განივითარონ კრიტიკული აზროვნების,წარმოდგენისა და მსჯელობის უნარი.ჩამოაყალიბონ მიმართება (ზოგადობა–კერძოობა)ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის.იპოვონ  ფიგურის ფართობი მარტივ   ფიგურებად დაყოფის ან/და მარტივ ფიგურებამდე შევსების ხერხით.

მათ.VIII.8.

იყენებს ფიგურათა თვისებებს ფიგურათა სახეობების შედარებისა და კლასიფიცირებისთვის.

მათ.VIII.9.

პოულობს ფიგურის ან/და მისი ელემენტების ზომებს.

წინასწარი ცოდნა

იცოდნენ ოთკუთხედისა და პარალელური წრფეების, მოპირდაპირე კუთხეების, ოთკუთხედის შიგა კუთხეების ცნება.ფართობის საზომი ერთეულები და მათ შორის თანაფარდობანი.კუთხის გრადუსული ზომების ჩაწერა. პარალელური და არა პარალელური წრფეები,დიაგონალები,სიმაღლე,პერიმეტრი,სამკუთხედის ტოლობის ნიშნები,პარალელურ წრფეთა თვისებები.

 

შეფასების საგანი და პროცედურები

ზეპირი პრეზენტაცია,მსჯელიბა,წერითი სამუშაო.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

წიგნი,ცარცი,დაფა,სახაზავი,ნახაზები,ტრანსპორტირი. წინასწარ მომზადებული ბარათები და კომპიუტერი,ინტერნეტი.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

A-ფაზა.გამოწვევა.10წუთი.მოსწავლეებთან ერთად ვახდენ გონივრული იერიშის მეთოდით ასოციაციური რუკის შედგენას.

მაქვს რამოდენიმე სახის ოთკუთხედი.1.რომლებსაც პარალელური გვერდების 2 წყვილი აქვს.2.ოთკუთხედები,რომლებსაც პარალელური გვერდების 1 წყვილი აქვს და ოთკუთხედები,რომლებსაც პარალელური გვერდები არა აქვთ.

B-ფაზა..შინაარსის რეალიზება.

აქტივობა 1.8–წუთი.

მინი–ლექცია ,,პარალელოგრამი“

ვეუბნები,რომ გვჭირდება მეორე სახის ოთკუთხედები,რომლებსაც პარალელური გვერდის 2 წყვილი აქვს.ასეთი სახის ოთკუთხედებს პარალელოგრამი ჰქვია.პარალელოგრამის მოპირდაპირე  გვერდები და კუთხეები ტოლია.

აქტივობა 2.5– წუთი.კითხვა–პასუხი:

კითხვა:პარალელოგრამის ნახაზის მიხედვით დაწერონ რომელი გვერდებია პარალელური და არა პარალელური?რომელი გვერდები და კუთხეებია ტოლი და არა ტოლი.?

აქტივობა.3.10–წუთი.კლასს ვყოფ 2 ჯგუფად.

პირველ  ჯგუფს ვაძლევ 2დავალებას:1.პარალელოგრამის ფორმის ბარათზე გავლებულია დიაგონალი.დიაგონალზე ბარათი გადაკეცონ.რა შედეგს მიიღებენ?2.იგივე ფორმის ბარათს ვაძლევ კვლავ და სამკუთხედის ტოლობისა და პარალელურ წრფეთა თვისების საფუძველზე დაამტკიცონ იგივე შედეგი.მეორე ჯგუფსაც ვაძლევ 2 დავალებას.

1.ვაძლევ პარალელოგრამის ფორმის ბარათს,სადაც გავლებულია დიაგონალები.გადავკეცოთ ბარათი ჯერ ერთ,შემდეგ მეორე დიაგონალზე.დიაგონალის გადაკვეთის წერტილიდან გადავზომოთ მანძილები პარალელოგრამის წვეროებამდე.2.იგივე შედეგი აჩვენონ სამკუთხედის ტოლობისა და პარალელურ წრფეთა თვისების საფუძველზე. პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოს ჯგუფის ლიდერმა.

აქტივობა .4.10წუთი..ინდივიდუალურად შეასრულონ შემდეგი სახის დავალება.დაწერონ რვეულებში პარალელოგრამის გვერდების მონაცემის მიხედვით პარალელოგრამის პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულა.და გამოთვალონ ის კერძო შემღხვევაში.

C-ფაზა.რეფლექსი.2–წუთი.

 შევაფასებ ჯგუფებისა და ინდივიდუალურ ნამუშევრებს  .შევაჯამებ გაკვეთილს და ვაძლევ დავალებას.

 

ენა.ქართული.


Greenlandic

Creative Commons License