რიცხვები 1-დან 100-მდე
|
მთავარი თემა |
რიცხვები 1-დან 100-მდე |
|
მნიშვნელობა /აქტუალობა |
ისწავლიან: რიცხვებს,მათზე მოქმედებებს,თვლას წინ/უკან,ანგარიშს. |
|
მიზნები და შედეგები |
მათ. I.1 . მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები. მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორისდამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
|
|
თემატური ელემენტები |
1)რიცხვების დასახელება; 2)ბიჯით თვლა; 3)რიცხვების შეკრება/გამოკლება; 4)რიცხვების შედარება; 5)გამოცანების/რებუსების მოხმარება, (საგანთა შორის კავშირის დამყარება); 6)თემის შეჯამება; 7)საშ.დავალება. |
|
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ. |
რიცხვების ცნობადობის,მათი გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;ვიზუალურ-სივრცითი შესაძლებლობების გამოვლენა. |
|
შეფასების საგანი და პროცედურები. |
შეფასება ხდება,როგორც ინდივიდუალურად,ისე ჯგუფურად,განმსაზღვრელი და განმავითარებელი კომპონენტების შესაბამისად.ყოველი აქტივობის ბოლოს შეფასება + ნიშნითა და კომენტარებით ხდება,ინდივიდუალური შეფასება კი ათსართულიანი კორპუსის (პლაკატი)გამოყენებით. პირველი,მე-2,მე-3 სართული ---- სუსტი; მე-4,მე-5 სართული ---- დამაკმაყოფილებელი; მე-6,მე-7 სართული ---- საშუალო; მე-8,მე-9,მე10 სართული ---- მაღალი; ყურადღება ექცევა: 1.გაკვეთილზე ჩართულობას; 2.სათქმელის დამაჯერებლად გადმოცემას; 3.აქტივობების მართებულად შესრულებასა და ადეკვატურად გამოყენებას; 4.ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. |
|
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო. |
იფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;დაფა,ცარცი,თვალსაჩინო მასალა,წიგნი,რვეული,თაბახის ფურცლები,კალამი,მარკერი. |
|
გაკვეთილის მსვლელობა. |
გაკვეთილს ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებით(2წთ);ჯგუფებს ვაჩვენებ თვალსაჩინო მასალას და მისი გამოყენებით ვთხოვ დაასახელონ ჩემს მიერ ნაჩვენები რიცხვები,დაითვალონ წინ/უკან 4-ის ბიჯით,6-ის ბიჯით,ფურცელზე დაწერონ მათემატიკური კარნახი(12წთ);მონიტორით ვაჩვენებ მასალას:“ რიცხვებისა და მათზე მოქმედებების შედარებას „და ვთხოვ დასვან უტოლობის/ტოლობის ნიშნები(6წთ);ვამუშავებ დაფაზე შეკრება/გამოკლების მაგალითებზე(9წთ); ჩემს მიერ შექმნილი თვალსაჩინოების საფუძველზე ჯგუფებს ვაჩვენებ რებუს-ნახატებს,რომლის შინაარსი კავშირში იქნება ქართულ ანდაზებთან(5წთ);ცხრილებისა და სქემების გამოყენებით ვხსნით სახალისო ამოცანებს(5წთ);ვაჯამებთ გაკვეთილს(4წთ); ვაძლევ საშ.დავალებას(2წთ) |
|
დიფერენცირებული სწავლება. |
მყავს 2 მოსწავლე.მათი შესაძლებლობისა და ესგ-ის გათვალისწინებით ხდება მასალისა მიცემა,საგაკვეთილო პროცესში ჩაბმა-კლასთან ინტეგრირება. |
Georgian

