cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

სერგო კლდიაშვილის ,,ორბი"

by რუსო წაქაძე — last modified 2011-01-09 02:00 Share

გაკვეთილის მთავარი თემა

სერგო კლდიაშვილი ორბი

სწავლების საფეხური

Iსაფეხური IV - კლასი

მოსწავლეთა პროფილი

14-მოსწავლე.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობ

  • გაკვეთილი აქტუალური იქნება იმით,რომ ბავშვები მეტ ინფორმაციას მიიღებენ სვანეთის შესახებ,გაიხსენებენ და დაასახელებენ საქართველოს სხავადასხვა კუთხეებს,ისაუბრებენ მათ თავისებურებებზე,ასევე ისწავლიან ბუნების დაცვას და კანონზომიერად გამოყენებას
  • შეძლებენ მოთხრობის გაგრძელებას
  • გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხზე

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი

კითხვის და წერის მარტივი სტრატეგიების დაუფლება

ილუსტრაციის მიხედვით ვარაუდის გამოთქმა ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ

კითხვა გამომეტყველებით და სათანადო ინტონაციით

შეძლონ ადეკვატურად უპასუხონ ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს

მოთხრობის გაგრძელებაზე მუშაობა

საკუთარ დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ(მომწონს,არ მომწონს,კარგად მოიქცა,კეთილია,გონიერია და ა.შ )

უცნობი სიტყვების განმარტება კონტექსტის მიხედვით

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეების მიერ ტექსტის კითხვა და ანალიზი

შეფასების საგანი და პროცედურები

განმავითარებელი.

პრეზენტაცია (ბმული) ყურადღება მიექცევა გაკვეთილში ჩართულობას,კითხვის ტექნოლოგიას,პირ მეტყველებას( ბმული)

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

გაკვეთილი მსვლელობა

მოსწაველებისათვის განწყობის შექმნა, მოტივაციის ამაღლება.

პროექტორით ვუჩვენებ სვანეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებს. აკეთებენ მოკლე მიმოხილვას სვანეთზე.იხსენებენ ლექსებს.(ბმული)

აქტივობა-1: სვანეთის ისტორიული წარსულის მოკლე მიმოხილვა მოძიებული იქნა მოსწავლეთა მიერ.(5 წუთი)

I-მოსწავლე: სვანეთი ქართული ეთნიკური სამყაროს, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.

სვანეთი ჯერ შეადგენდა კოლხეთის ავტონომიურ ნაწილს, შემდეგ ლაზთა სამეფოს ნაწილს და ბოლოს შედიოდა აფხაზთა სახელმწიფოში. როდესაც აფხაზეთი და საქართველო გაერთიანდა ბაგრატ მესამის უფლების ქვეშ 980 წელს, სვანეთიც საქართველოს ნაწილი გახდა. აქედან იწყება მჭიდრო კავშირი სვანეთისა და მთლიან საქართველოსთან. ეტყობა, საქართველოს მეფენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ სვანეთს. იფარის ეკლესია დავით აღმაშენებლის მხატვრის მიერ არის ფრესკებით მოხატული, ალბათ მეფისავე ბრძანებით.

II-მოსწავლე: საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კუთხე _ სვანეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ კალთებზე და კავკასიონის პარალელური სვანეთის ქედის ორივე კალთაზე.

III-მოსწავლე:სვანეთის ერთი ნაწილი _ ზემო სვანეთი _ გაშლილია მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან

სვანეთის მეორე ნაწილი _ ქვემო სვანეთი _ გაშლილია მდინარე ცხენის-წყლის ხეობაში,

ზემო და ქვემო სვანეთს ერთმანეთისაგან ყოფს სვანეთის ქედი.

მდინარე ცხენისწყლის ხეობას (ქვემო სვანეთს) ეწოდებოდა სადადიანო სვანეთი.

აქტივობა- 2:ლექსისი მხატვრული კითხვა . მოძიებული იქნა მოსწავლეთა მიერ.(3 წუთი)

,,მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან

მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...

შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,

რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ

მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად

ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით

მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?!

დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა-

ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში-

ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?

არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,

მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...

შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,

რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

აქტივონა -3.გონებრივი იერიშის რუკა.ვაჩვენებ პროექტორით (2 წუთი)

აქტივობა -4. გამოწვევა-მარცვლის ჩაგდება ( 3 წუთი)

კითხვა: ვინ ან რა მიგაჩნიათ ბუნების მტრაბად?

პასუხი: დათვი,მელა,მგელი,ტურა,გველი,ადამიანი....

კითხვა: თუ დაასახელებთ შემთხვევას-,,ადამიანი ბუნების მტერი

პასუხი: ადამიანის მიერ ტყის გაჩეხვა დაუდევრად, ფრინველ-ნადირის განადგურება, მდინარეების დაბინძურება........

კითხვა: როგორია თქვენი დამოკიდებულება ბუნების მტრების მიმართ და თუ გიზრუნავთ ბუნების დაცვაზე?

პასუხი: მოვაწყვეთ აქცია და შევიმუშავეთ სხვადასხვა სტრატეგიები:

,,დავიცვათ მდინარე ,,კორისწყალი დაბინძურებისაგან , ,,რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი , ,,ცოცხალი ბუნება საკლასო ოთახში

აქტივობა -5.პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ,,წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებს და მცენარეებს.( 3 წუთი)

აქტივობა -6.მოსწავლეები აკვირდებიან წიგნში მოცემული ილუსტრაციას და გამოთქვამენ ვარაუდს ტექსტის შინაარსის შსახებ. ( 4 წუთი)

აქტივობა-7. ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას სერგო კლდიაშვილის,,ორბი და ვაცნობ მოკლე ინფორმაციას ავტორის შესახებ:( 3 წუთი)

სერგო დავითის ძე კლდიაშვილი დაიბადა თერჯოლისრსიონ სოფ. სიმონეთში 1893 წელს.დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია,სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ პაკულტეტზე,მამასთან ერთად(ცნობილ მწერალ დავით კლდიაშვილთან) ერთად ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში,საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს.მისი პირველი პროზაული ნაწარმოები დაიბეჭდა 1911 წელს თბილისის გაზეთ ,,სინათლეში1916 წლიდან ,,ცისფერყანწელთა დამაარსებელი და აქტიური წევრია.მწერალი ნოველის ჟანრის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ოსტატია.მას ეკუთვნის მთელი ციკლი სვანური მოთხრობებისა.აქტიურად მუშაობდა დრამატურგიაშიც, მისი პიესები:

( ,,გმირთა თაობა,,ირმის ხევი ,,დაბრუნება ......)წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე.მწერალი გარდაიცვალა 1986 წელს.

აქტივობა -8. ტექსტის მხატვრული კითხვა (6 წუთი).

მოსწავლეთა მიერ ტექსტის ნაწილნაწილ კითხვა და უცნობი კითხვების ახსნა.

ცისკარი-განთიადი

ხრიოკი-მოტიტვლებული ადგილი, სადაც მცენარე არ ხარობს

გარინდება-გაჩუმება

კლდის ნიში-გამოღრმავებული ადგილი კლდეში

კლდის შვერილი-კლდიდან გამოშვერილი ადგილი

აქტივობა -9. ტექსტის გაგება, გააზრება და შეფასება. ფიქრიფიქრზე (7 წუთი)

კითხვა:საქართველოს რომელი კუთხეა ნაწარმოებში აღწერილი?

პასუხი: ნაწარმოებში აღწერილია სვანეთი

კითხვა:როგორ აღწერს მწერალი საქართველოს მთიან მხარეს და განსაკუთრებით რა ხიბლავს მას ამ კუთხეში?

პასუხი: ვისაც საქართველოს მთიან ადგილებში თუნდაც რამდენიმე დღე უცხოვრია,სამუდამოდ ჩარჩება ხსოვნაში იქ გატარებული დრო.წარმტაცია ჩვენი ქვეყნის ბუნება ამ მხარეში,მაგრამ უფრო მეტად აქ შობილი და გაზრდილი ადამიანები მხიბლავენ. რაინდული სული,კეთილშობილება და სხვა მრავალი კეთილი თვისება ახასიათებთ მათ. როცა შენ სვანის სტუმარი ხარ,მშვიდი ძილი გქონდეს -დარწმუნებული იყავი,რომ მთელი ოჯახის გული და თვალები შენკენაა მოპყრობილი და ყველას ერთი საზრუნავი აქვს-როგორმე შენ გასიამოვნოს.

კითხვა: რატომ ელოდა მწერალი დიდი სიამოვნებით სანადიროდ წასვლას?

პასუხი:დარწმუნებული იყო:,, ჯიხვზე და დათვზე მოვინადირებ და შინ გამარჯვებული დავბრუნდებიო.ასევე ლამაზი მთების ნახვის სურვილით იყო შეპყრობილი.

კითხვა:რამ გაუცრუა მონადირეს იმედი?

პასუხი: მონადირე რასაც ელოდა ის აღარ დაუხვდა.აღარსად იყო შეგულებული ტყე,აღარც ჟოლოს ბუჩქები.მოტიტვლებული ქვიანი ხრიოკის მეტი აღარაფერი იყო.

კითხვა:რა იყო ამის მიზეზი?

პასუხი:ეს ყველაფერი ადამიანის ხელმა გაანადგურა.დიდი ნებისყოფა აქვს ბუნებას-ბევრჯერ პატიობს ადამიანს დანაშაულს, მეტიც, ასწორებს ხოლმე მისგან მიყენებულ ტკივილს და ჭრილობასაც ლამაზად იშუშებს, ისე, რომ დამნაშავეს შეარცხვენს და მოანანინებს.

კითხვა: ადამიანის რა თვისება ჩანს აქ?

პასუხი:დაუნობლობა ბუნებისადმი.საკუთარი სიამოვნების გამო არავის და არაფერს ანგარიშს არ უწევს. ეს კარგად არის აღწერილი რ. ინანიშვილის მოთხრობაში მუხა. ამ მოთხრობაში მუხა არის უკვე ბებერი, დაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული, რომელიც აღარც ჩრდილს იფენს და აღარც რკოს ისხამს. იშვიათად ეწვევა ვინმე. იშვიათად კოდალა მოინახულებს, შემოირბენს, ერთიორჯერ დაჰკრავს ნისკარტს და გაფრინდება. სწორედ ამ მუხას მიაყენა ზიანი ადამიანმა, თავის გასართობად შემთვრალმა მონადირეებმა, აყაყანებულებმა, გადაწყვიტეს სროლაში გაჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დადგეს, ზოგი ფეხმორთხმული ისროდა და ზოგი წაწოლილი. სიცილით გასროლილი ტყვიები ესობოდა მუხას და ფლეთდა მის გულს.მონადირეების წასვლის შემდეგ ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოავსო და მოახდინა სასწაული. ადამიანს შეცდომის გამოსწორებაში დაეხმარა, ჭრილობაში ახალმა სიცოცხლემ იფეთქა და მასში ბუჩქად ამოსული ია ააყვავილა.

როგორ გაიგო ეს ამბავი ადამიანმა? შემთხვევით. ალბათ მოენატრა ახალგაზრდობაში გავლილი და უკვე მოხუცი მონადირე რომელმაც ასანთის კოლოფი დასვა მუხაზე, ერთ გაზაფხულზე შვილიშვილთან ერთად მოხვდა ამ ადგილებში. მუხის ჭრილობა რომელიც დაუდევარმა ახალგაზრდებმა მიაყენეს მას, ლამაზად შეხორცებულიყო მასში ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა მონადირის შვილიშვილმა, სილამაზით აღტაცებულმა გოგონამ ჩაიმუხლა, მუხას მოეხვია და მიეხუტა. შერცხვა თვით დამნაშავეს მიხვდა, ბუნება დაეხმარა და ტკივილში სიმშვენიერე ააფეთქა, ამიტომ ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა მასავით ბებერი ხის წინ.

კითხვა:როგორ აღწერს მწერალი დაჭრილ ორბთან ორთაბრძოლას?

პასუხი:როცა მან ბარტყები ამოიყვანა ბუდიდან გამწარებული ორბები გარშემო წრეს ავლებდნენ,თავდასხმას აპირებდნენ,მაგრამ ამ დროს იგრიალა თოფმა და ორბი მოწყვეტით დაეშვა კლდის შვერილზე,მან აფრენა სცადა,მაგრამ მხოლოდ ცალი ფრთის გაშლა შეძლო,მეორეს მიწაზე მიათრევდა და სისიხლი სდიოდა.მოტეხილი ფრთით ხვეტდა მიწას და გააფრთრებული მწერლის საკორტნელად იწევდა.

კითხვა:როგორ დააღწიათავი დაჭრილ ორბს?

პასუხი: ბარტყები გადაისროლა თავგამეტებული ფრინველისკენ და კლდიდან ჩამოცოცდა.

კითხვა: რა იყო მასპინძლის უკმაყოფილების მიზეზი?

პასუხი:მასპინძელი ინანიებს ბუნების მიმართ დაუნდობლობას და სტუმრის შეცდომის განმეორებას,რაც ორბთან მიმართებაში მოხდა.

აქტივობა -10. პარალელების გავლება ნასწავლ მასალასთან

გაიხსენეთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი ლექსი.(5 წუთი) ვაჟა-ფშაველას ,,არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა.

ცალ მხარს მიწაზე მიითრავს,

გულისპირს სისიხლი სცხებოდა.

-ვაჰ,დედას თქვენსა,ყოვებო,

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს

გაშლილს,გაფანტულს ველადა.

კითხვა:რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავთ ამ ორ ნაწაროებს შორის?

პასუხი: ს.კლდიაშვილმა ,,ორბში დაგვანახა,რომ ბუნების განადგურებით სამშობლო იღუპება,ხოლო ვაჟა-ფშაველამ დაჭრილი არწივი,მტრებთან დამარცხებულ გმირად წარმოგვიდგინა, ბუნებას დავიცავთ თუ შემოსეული მტრისგან სამშობლოს-ორივე ერთი გრძნობაა,სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულია.

აქტივობა -11. მოძებნეთ ტექსტში მხოლობით და მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელები (წიგნზე მუშაობა) (2 წთ)

აქტივობა -13. საშინაო დავალება-ტექსტის შინაარსით თხრობა. მოიძიონ ინფორმაცია სვანეთზე.(2 წუთი)

სასწავლო მასალები და ტექნიკური რესურსები:

სახელმძღვანელო- ქარტული ენა და ლიტერატურა (ნ.მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი) კომპიუტერი, პროექტორი,MIKROSOFT WORD,POWER POINT,INTERNET.


Georgian

Creative Commons License