cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

სივრცული გეომეტრიული ფიგურები–გაკვეთილის გეგმა

by marinetotladze — last modified 2011-05-12 11:07 Share

გაკვეთილის თემა

ზოგიერთი სივრცული ფიგურა

სწავლების საფეხური/დისციპლინა

I საფეხური,   V კლასი,     მათემატიკა

მოსწავლეთა რაოდენობა

5

მოსწავლეთა პროფილი

კლასში განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

მოსწავლეებმა შეძლონ ზოგიერთი სივრცული ფიგურის ამოცნობა;  მისი ელემენტების დასახელება, აღწერა, რაოდენობის დადგენა; სივრცული ფიგურების წახნაგების შემცველი სიბრტყეების, წიბოების შემცველი წრფეების ურთიერთგანლაგების აღწერა; სივრცული ფიგურების შლილების ამოცნობა, შლილით ფიგურის აღდგენა;  განივითარონ სივრცის აღქმის უნარი, შეძლონ საჭირო გაზომვების ჩატარება და მისი პრაქტიკული გამოყენება

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა.

მათ.V.7

ამოიცნობს, აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს

           შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოაწავლე:

     ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს; მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას.

მათ.V.8

ადგენს მიმართებებს ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის

            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

        სივრცული ფიგურის მოდელზე უთითებს პარალელურ და ურთიერთთანამკვეთ წახნაგებს, მსჯელობს გადაიკვეთება, თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის შემდეგ.

აუცილებელი წინა ცოდნა

ბრტყელი ფიგურები:  სამკუთხედი, მართკუთხედი, კვადრატი, გადამკვეთი წრფეები, პარალელური წრფეები

თანმიმდევრობა და დრო, საკლასო მენეჯმენტი

კლასის ორგანიზება, მოსწავლეების მზაობა გაკვეთილის დაწყებისთვის, “ამინდის“ შექმნა            1 წთ

  წინა დღის დავალებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა  5 წთ

 

   მასწავლებლის მაგიდაზე განლაგებულია სივრცული ფიგურები: პრიზმები(სამკუთხა,  ოთხკუთხა, ექვსკუთხა), პირამიდები(სამკუთხა, ოთხკუთხა, ექვსკუთხა), მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი.

   მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევისთვის ვუსვამ კითხვას:

––ამ ფიგურებიდან რომელი გეცნობათ?

––დაასახელეთ თქვენთვის ნაცნობი  საგნები, რომელთაც ასეთი ფორმა აქვთ?

(ასანთის კოლოფი, აგური, კამათელი, ეგვიპტის პირამიდები)

––საკლასო ოთახში კიდევ სად ხედავთ ასეთ ფიგურებს?

(სავარაუდოდ მოსწავლეები ასახელებენ კედელზე განთავსებულ თვალსაჩინოების პლაკატს და  სახელმძღვანელოში წარმოდგენილ სურათებს)

––რომელი ბრყელი ფიგურებია მათი ზედაპირი?

(სავარაუდოდ ასახელებენ სამკუთხედს, მართკუთხედს, კვადრატს).

      შემდეგ გადავდივარ პრიზმების აღწერაზე––ვასახელებ პრიზმის ფუძეებს(ეს წახნაგები ტოლი მრავალკუთხედებია და მათი შემცველი სიბრტყეები პარალელურია, არ იკვეთება).ყურადღებას ვაქცევ, რომ

1)ამ მრავალკუთხედების გვერდების ოდენობისგან წარმოდგება პრიზმის სახელი;

2)ფუძეებისგან განსხვავებული წახნაგები გვერდითი წახნაგებია.

    გამოვყოფ ორ კერძო სახის პრიზმას:

ა)მართკუთხა პარალელეპიპედს(მისი ყველა წახნაგი მართკუთხედია);

ბ)კუბს(მისი ყველა წახნაგი კვადრატია).

   მოსწავლეებთან ერთად ვასახელებ წვეროების რაოდენობას, წიბოების რაოდენობას, წახნაგების რაოდენობას.

   შემდეგ გადავდივარ მომდევნო სამ  პირამიდაზე.

  დამხმარე კითხვებით ვთხოვ მოსწავკეებს აღწერონ პირამიდები:

–––რამდენი ფუძე აქვს პირამიდას? პრიზმას?

–––რა ფიგურებია პრიზმის ფუძეები?

–––რა სახელები აქვთ ამ პრიზმებს?

–––რამდენი გვერდითი წახნაგი აქვთ თითოეულ მათგანს?

–––რა ფიგურებია პრიზმის გვერდითი წახნაგები?

–––რა ფიგურებია პირამიდის გვერდითი წახნაგები?

     ყურადღებას გავამახვილებ, რომ პირამიდისა და პრიზმის გვერდითი წახნაგების ოდენობა ფუძის გვერდების ოდენობის ტოლია.ერთად ვაფიქსირებთ მათ(პრიზმისა და პირამიდის) საერთო და განსხვავებულ ნიშნებს.

      შემდეგ გადავგივართ მართკუთხა პარალელეპიპედის ელემენტების აღწერაზე––წვეროები.წიბოები,წახნაგები.

  მოსწავლეები ასახელებენ პარალელურ, გადამკვეთ წახვაგებს და მათ საერთო წიბოებს, მეზობელი წიბოების საერთო წერტილებს.

   ანალოგიურად, ასახელებენ პირამიდის ელემენტებს.უნდა ავღნიშნოთ, რომ პირამიდას არ აქვს პარალელური წახნაგები.

    ახალი მასალის გაგების ხარისხის დადგენის მიზნით ვთხოვ მოსწავლეებს აღწერონ დაფაზე დახაზული მართკუთხა პარალელეპიპედისა და პირამიდის ელემენტები.

 

                                                                                                                                                                    15 წთ

    შემდეგ ცოდნის გაფართოების მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ფიგურების შლილებს(წინასწარ მომზადებულ თაბახის ფურცლისგან ან მუყაოსგან გამოჭრილ კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის და პირამიდის შლილებს, თითოს თითო მერხზე) და ვთხოვ გაარკვიონ რომელ სივრცულ ფიგურას მიიღებენ, თუ გადაკეცავენ წყვეტილ ხაზებზე და გამოიყენებენ სკოჩს.წავახალისებ შექებით იმ წყვილს, ვინც პირველი შეასრულებს დავალებას, გავითვალისწინებ ხარისხსაც.

5 წთ

 სამუშაოს დასრულების შემდეგ , თავიანთი მოდელების პრეზენტაციის დროს, ვთხოვ აჩვენონ იმ ფიგურის ელემენტებიც.

2 წთ

   შემდეგ გადავდივართ კომპიუტერებთან(სკოლაში 3 კომპიუტერია; ორ–ორი   2 კომპიუტერთან, ერთი–ცალკე)––ახალი მასალის განმტკიცების მიზნით დავალება უნდა შეასრულონ კომპიუტერში––ცხრილების შევსება.

კომპიუტერში მომზადებულია შემდეგი ცხრილები:

 

                   ცხრილი  1

            

ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები

სივრცული გეომეტრიული ფიგურები

 

 

 

 

                 ცხრილი  2

ფიგურა

დასახელება

წვეროების რაოდენობა

წახნაგების რაოდენობა

წიბოების რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

         ამ აქტივობაზე გათვალისწინებულია  15 წთ

  მოსწავლეები ავსებენ ცხრილებს 1  და  2.  მონიტორზე გამოტანილია გამზადებული შესავსები ცხრილები.სავარაუდოდ მოსწავლეები წარმატებულად შეასრულებენ ამ დავალებას.

       გაკვეთილის შემაჯამებელ ნაწილში მოსწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას კომენტარებით ––1 წთ.

 

შეფასება

შეფასება და შთაბეჭდილებების გაზიარება, რა მოგვეწონა გაკვეთილზე და რა  გაგვიჭირდა.გავაცნობ მომავალი გაკვეთილის გეგმას                                                                                                                                         ––1 წთ

შეფასება მთელი კლასის და ინდივიდუალურად კითხვა–პასუხის დროს;

                 წყვილებში–––პრეზენტაციის დროს და კომპიუტერთან მუშაობისას.

საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რასურსები

   1)სახელმძღვანელო  გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე    მათემატიკა  5 კლასი

   2)სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელები:პრიზმები(სამკუთხა, ოთხკუთხა, ექვსკუთხა)პირამიდები (სამკუთხა, ოთხკუთხა, ექვსკუთხა), მათ შორის მართკუთხა პარალელეპიპედი და კუბი;

  3)კომპიუტერები (1 წყვილზე –1 კომპიუტერი);

  4)მუყაოსგან გამოჭრილი შლილები––მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის და პირამიდის(1  მერხზე––1 ცალი);

  5)მაკრატელი და სკოჩი;

  6)კომპიუტერებში მომზადებული შესავსები ცხრილები 1 და 2(კომპიუტერში ორ–ორი ცხრილი);

  7)სახაზავი, რვეულები, კალამი, ფანქარი, დაფა,ცარცი.

  8)ვიყენებ პრეზენტაციას "სივრცული გეომეტრიული ფიგურები".

 

 

 


Georgian

Creative Commons License