cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ტრაპეციის ფართობი

by ninobasilaia — last modified 2011-10-09 10:50 Share

გაკვეთილის მთავარი თემა

ტრაპეციის ფართობი                                     

სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი

VIII კლასი   _   15 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

 შეძლოს  ყოველდღიურ  საურთიერთო ცხოვრებაში მათემატიკური ობიექტების შემჩნევა, ფიგურის ამოცნობა და  შესაბამისად მისი ფართის განსაზღვრა. ხაზვაში,სამშენებლო საქმეში პარალელურობის თვისების ცოდნის გამოყენება.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ფორმულის გამოყენებით შეძლონ  ტრაპეციის ფართობის გამოთვლა. განასხვაონ სხვა გეომეტრიული ფიგურებისგან.განავითარონ კრიტიკული აზროვნების , წარმოდგენისა და მსჯელობის უნარი.მიღებული ცოდნა გამოიყენონ ამოცანების ამოხსნის დროს.

მათ.VIII.9

1.იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს.

2.პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან/მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.

წინასწარი   ცოდნა       

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სამკუთხედის ფართობის ფორმულა.ტრაპეციის შუახაზი,სიმაღლე,პარალელური და არაპარარელური წრფეები,ოთკუთხედები,მათი საახეები.თითოეულის განმარტება,ფართობის თვისებები და ერთეულები.

შეფასების  საგანი  და  პროცედურები  

ზეპირი პრეზენტაციის,წერითი სამუშაოებისა და ჯგუფური მუშაობის  შეფასებას ვახდენ წინასწარ  შემუშავებული სქემის მიხედვით.

სასწავლო  მასალა / ტექნიკური რესურსები

დაფა,ცარცი,რვეული,სახელმძღვანელო,სახაზავი,წინასწარ მომზადებული ბარათები და კომპიუტერული პროგრამა_სადაც ვაჩვენებ შესაბამის ნახაზებს.

გაკვეთილის მსვლელობა

Aფაზა: --  გამოწვევა  5—7წუთი

მოსწავლეებთან ერთად გონებრივი იერიშის მეთოდით  ვახდენ  ასოციაცური რუკის შედგენას. ასოცირება „სიბრტყის ფიგურებ“-ზე.

შემდეგ კითხვის დასმით კონცენტრირებას ვახდენ ოთხკუთხედებზე.

კითხვა:ჩამოთვალეთ ოთკუთხედის სახეები?

პასუხი:მართკუთხედი,პარალელოგრამი,კვადრატი,რომბი, ტრაპეცია.

 

B ფაზა:––შინაარსის რეალიზება

 

აქტივობა–1. კითხვა –პასუხი   3–5 წუთი

კითხვა:რით განსხვავდება ტრაპეცია სხვა ჩამოთვლილი ფიგურებისგან?

პასუხი:ტრაპეციას მხოლოდ ორი გვერდი აქვს პარალელური,სხვა დანარჩენს კი  მოპირდაპირე ორ–ორი.

კითხვა:რა ეწოდება ტრაპეციის  მოპირდაპირე პარალელურ  და მოპირდაპირე არაპარალელურ გვერდებს?

პასუხი: პარალელურს ფუძეები  და არაპარალელურს კი ფერდები.

 

აქტივობა–2  ფერადი ბარათები წარწერებით 15 –20 წუთი

 

ამის შემდეგ კლას ვურიგებ წინასწარ მომზადებულ ბარათებს, ვყოფ  ჯგუფებად და ვაძლევ ბარათის სახელწოდების შესაბამის დავალებას: i „მართკუთხა ტრპეცია“, ii„ტოლფერდა ტრაპეცია „  iii„სხვადასხვა ტრაპეცია“.  გააკეთონ შესაბამისი ნახაზი, მოახდინონ  მარტივ  ,ცნობილ ფიგურებად დანაწევრება,თითოეული მარტივი ფიგურისთვის განზომილებების გაზომვა(სმ.)შესაბამისად ფართობის გამოთვლა და მათი შეკრება.

ამ მუშაობის დროს ვაკვირდები ჯგუფში მოსწავლეთა ჩართულობას,ურთიერთმოსმენას,აზრთა გაზიერაბას,კომუნიკაციის უნარს.თემიდან გადახვევის შემთხვევაში ვაძლევ მიმართულებას.ვიცავთ დროის ლიმიტს.შემდეგ თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი ახდენს თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციას.

მოსწავლეები უსმენენ ყურადღებით,ინიშნავენ და ადარებენ  მათთვის განსხვავებულ და საინტერესო მოსაზრებას.

 

აქტივობა–3 პრეზენტაცია  5–7 წუთი

 

აქტივობა  ვიზუალური  თვალსაჩინოების გამოყენება

    5–7 წუთი

ამის შემდეგ ეპიდიასკოპის საშუალებით ვახდენ სამივე სახის ტრაპეციის ვიზუალიზაციას,ცოდნის კონცეტრირებას და დავხვეწთ ტრაპეციის ფ ა რ თ ო ბ ი ს გამოსათვლელ ფორმულას:

 

C-ფაზა    რეფლექსია   3–5 წუთი

ახალი მასალის განმტკიცების მიზნით ვასრულებთ პრაქტიკულ სამუშაოებს.ვახდენთ  სინთეზს,გამთლიანებას.ბოლოს კი ვაფასებ მოწავლეების ჩართულობას,პრეზენტაციის უნარს და შესრულებულ სამუშაოს წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით.

ვაძლევ და ვუთითებ დავალებას.  


Georgian

Creative Commons License