cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

,,ხმელი წიფელი''-გაკვეთილის გეგმა

by სოფო ძაგნიძე — last modified 2011-12-03 08:27 Share

გაკვეთილის მთავარი თემა

ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი’’

სწავლის საფეხური

VII კლასი

მოსწავლეთა პროფილი

26

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

შეუძლიათ ტექსტის გაგება-გაანალიზება (მწერლის სათქმელის ამოცნობა, საუბარი ნაწარმოების თემასა და იდეაზე, მსჯელობა ალეგორიულ სახეებზე, დიალექტური ფორმებისა და მხატვრული სახეების ამოცნობა);საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მწერლისა და ნაწარმოების მიმართ.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.

 

ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.                              

 

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

 

     

წინასწარი ცოდნა

მწერლის ბიოგრაფია; ტექსტის შინაარსი;ნაწარმოების თემის, იდეის,  მხატვრული ხერხების, ფრაზეოლოგიური გამონათქვამების ამოცნობა .

შეფასების საგანი და პროცედურები

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა; კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა; გამართული და სწორი მეტყველება; საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა; სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება, კამათის წესების დაცვა.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო (ქართული ენა და ლიტერატურა, ვ.როდონაია), რვეული, კალამი, კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა

2 წთ – მისალმება;

5 წთ – მწერლის ბიოგრაფიული მონაცემების გახსენება.

 კითხვების მეშვეობით გამოვიკითხავ ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიას. მოსწავლეები გაიხსენებენ, თუ სად და როდის დაიბადა ვაჟა–ფშაველა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, რა იყო მისი ნამდვილი სახელი და გვარი, ვინ იყვნენ ვაჟას  და–ძმები, რომელ სასწავლებლებში სწავლობდა და მიიღო თუ არა უმაღლესი განათლება, საქართველოს  რომელ  სოფლებში ეწეოდა  პე დაგოგიურ  საქმიანობას, ვინ იყო ვაჟას მეუღლე და რამდენი  შვილი ჰყავდა, რომელ ჟურნალებში იბეჭდებოდა ვაჟას შემოქმედების ნიმუშები,რომელ დიალექტს იყენებდა მწერალი, სად და როდის  გარდაიცვალა ვაჟა–ფშაველა, რა ინატრა სიკვდილის   წინ,  სად დაკრძალეს, რომელი ნაწარმოებები შეისწავლეს წინა კლასებში.(პარალელურად ხდება სლაიდების ჩვენება, სადაც თავმოყრილია ვაჟას, მისი სახლ – მუზეუმის სურათები). 

8 წთ – ტექსტის შინაარსის გახსენება.

 პასუხების მოსმენის შემდეგ გადავალ გაკვეთილის მთავარ თემაზე და ტექსტის შინაარსის ცოდნის შესამოწმებლად დავსვამ კითხვებს. მაგ: მწერლის ბუნებისადმი რა დამოკიდებულება ჩანს მოთხრობის დასაწყისში?   რაზე ფიქრს შეუპყრია მწერლის გრძნობა–გონება? რა ადასტურებს, რომ ხმელ წიფელს ზოგჯერ შველი და ირემი სტუმრობს? რა მიგვანიშნებს, რომ ხმელ წიფელს წასვლია,, სიცოცხლის ნიშანწყალი''?  როდის ამჩნევენ  სხვა ხეები ხმელ წიფელს? რით ემსგავსებიან სხვა ხეები ხმელ წიფელს? რა არის ,,ადგილის დედა''? რა ხდება მაშინ,როცა ,,ადგილის დედა'' ბუნების შვილებს ზღაპარს უყვება?  რატომ უწოდებს მწერალი ხმელ წიფელს ,,საბრალოს''? როგორ მოიხსენიებენ სოფელში ხმელ წიფელს? რა სტუმრობს ღამით ხმელ წიფელს? ზამთრობით რა სტუმრობს ხმელ წიფელს? რაზე ფიქრობს ხმელი წიფელი? რა არის ხმელი წიფლის ნუგეში?  

30 წთ – ტექსტის განხილვა.

ამის შემდეგ დრო დაეთმობა ტექსტის ანალიზს და მოსწავლეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: 1 .ნაწარმოების თემა და იდეა – 10 წთ. ( რა არის მწერლის მთავარი სათქმელი, რომელი აფორიზმითაა ჩამოყალიბებული მოთხრობის იდეა, რა არის ზოგადად ამქვეყნიური ცხოვრება და ა.შ.)  2. ბუნების შვილები  – 10  წთ. (მხატვრულ – ალეგორიული სახეები, რისი სიმბოლოა ხმელი წიფელი, ხეები; რით ჰგავს ხმელი წიფელი ადამიანს და ა.შ )  3. მწერლის ენა  – 5 წთ. (დიალექტური ფორმებისა და ფრაზეოლოგიური გამონათქვამების განმარტება, მხატვრული გამოსახვის საშუალებების ამოცნობა:ეპითეტი, შედარება...)  

5 წთ – გაკვეთილის შეჯამება, მოსწავლეთა შეფასება ( შეფასების რუბრიკა)   

აქტივობები: გონებრივი იერიში, კითხვებზე პასუხების გაცემა,პრეზენტაცია.

 

 

 


Georgian

Creative Commons License