cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

გაკვეთილის გეგმა-საკვირველი ამბები-"არიადნეს ძაფი"

by ოლღა კალანდაძე — last modified 2011-01-09 01:02 Share


1. გაკვეთილის თემა

საკვირველი ამბები-„არიადნეს ძაფი“

2. სწავლების საფეხური და კლასი

I საფეხური. III კლასი

3. ინტეგრირებული საგნები 

მასწავლებლების სახელი, გვარი

საგნები

მასწავლებლების სახელი, გვარი

ქართული ენა

მითოლოგია

ისტ-ი

ოლღა კალანდაძე

ნინო სიხარულიძე

ირინა კოჭლამაზაშვილი

4. მოსწავლეთა რაოდენობა

21

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

არცერთი

 

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

ქართული.

·        ჯ. ქარჩხაძის მოთხრობა ”არიადნეს ძაფის” გაცნობა; ნაწარმოების პერსონაჟების შედარება; საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მათი საქციელის მიმართ.

·          ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცება; სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;

·        პარალელის გავლება მოსმენილ ტექსტსა და პირად გამოცდილებას შორის;

·         მხატვრული გამოთქმის ”არიადნეს ძაფის” მნიშვნელობის გაგება;

·        განსხვავების პოვნა მითსა და ლიტერატურულ  ნაწარმოებს შორის.

მითოლოგია.

·        გაეცნობიან ბერძნულ მითს არიადნესა და თეზევსის შესახებ.

·        შეძლებენ მითოლოგიური სიუჟეტების დანახვასა და ამოცნობას  ხელოვნების ნიმუშებზე.(ლარნაკების მოხატულობა, ქანდაკება)

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართ. III. 2. მოსწავლე ისმენს ლიტერა ურულ ტექსტებს,იგებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.

·    ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;

·    ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და         პირად გამოცდილებას შორის.

·    მარტივი გამოთქმებით ( მომწონს/ არ მომწონს, საინტერესოა /უინტერესოა, ვეთანხმები/ არ ვეთანხმები, ერთგულია/ მოღალატეა, მამაცია/მხდალია, და ა.შ) .  აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას (არ  ვეთანხმები იმიტომ, რომ..., საინტერესოა იმით, რომ... და ა.შ)

ქართ. III. 4. მოსწავლე დამოუკიდებლად (ხმამაღლა/ჩუმად) კითხულობს და იგებს სხვადასხვა სახის ტექსტს მისთვის ნაცნობ თემებზე.

·         ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას.

ქართ. III.10. მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის მცირე ზომის ტექსტს;        გასაგებად აყალიბებს აზრს.

·    აღწერს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან.

8. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

I გაკვეთილი

 

I ეტაპი: პროვოცირება(10 წთ)

ბავშვები დგებიან წრეში. ერთი მოსწავლე დგას შუაში. მას ხელში უჭირავს ძაფის გორგალის ერთი ბოლო. ბავშვები იღებენ მითითებას, დაასახელონ მითებისა და ზღაპრების პერსონაჟები და მასწავლებლის დახმარებით გორგალი გადასცენ ერთმანეთს. შუაში მდგომი მოსწავლე აღმოჩნდება აბლაბუდაში.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას.

-მოიფიქრეთ, როგორ გამოვიდეს აბლაბუდაში გახვეული ბავშვი ისე, რომ არ გაწყვიტოს ძაფი.

ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს.

II ეტაპი: ასოციაციური რუკა (5 წთ)

მით. მასწავლებელი მაგნიტურ დაფაზე ხატავს ასოციაციურ რუკას და სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ მითოლოგიური გმირები.

 

კოპალა

ამირანი                                                       

პერსევსი    

 ჰერაკლე

 

მით. მასწავლებელი აცნობს კიდევ ერთ მითიურ გმირს - თეზევსს. (იხ.დან. 1)

Ш ეტაპი: გონებრივი იერიში. (5 წთ)

ქართ. მასწავლებელი სვამს კითხვებს.

1.  რომელი მითიდან გახსოვთ მეფე მინოსი?

2.  რა ააშენა დედალოსმა და სად?

(იხ. სურ. 1)

(იხ. სურ. 2)

3.  ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ვინ ითვლება პირველ არქიტექტორად?

IV ეტაპი: ნაწილ-ნაწილ კითხვა და ვარაუდების გამოთქმა. (30 წთ)

ტექსტი წინასწარ დაყოფილია ნაწილებად. მოსწავლეებს ურიგდებათ ტექსტის პირველი ნაწილი. ქართ. მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს:

თქვენ დაგირიგდათ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ”არიადნეს ძაფის”  I ნაწილი. ამ მოთხრობას საფუძვლად დაედო ბერძნული მითი.

მასწავლებელი იწყებს კითხვას, მოსწავლეები აყოლებენ თვალს.

პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ, რომელიც მთავრდება სიტყვებით: ,,...თეზევსს უყვარდა ურჩხულებთან ბრძოლა.”

ქართ. მასწავლებელი სვამს კითხვებს:

1.  რატომ იყო მეფე მინოსის სასახლე უცნაური?

2.  რით იყო გამორჩეული მეფე მინოსის ლაბირინთი?

3.  აღწერეთ მინოტავრი.

(იხ. სურ. 3)

(იხ. სურ. 4)

4.  საიდან მოჰყავდა ადამიანები მეფე მინოსს?

5.  რა შეუთვალა მინოსმა მეფე ეგეოსს?

6.  დაახასიათეთ თეზევსი.

7.  როგორ ფიქრობთ რა მოხდება შემდეგ?

8.  რატომ ფიქრობთ ასე?

შესვენება (5წთ)

II გაკვეთილი

მით. მასწავლებელი უამბობს ბავშვებს ,,ეგეოსის დარიგებას’’.

(იხ. დან. 2)

ბავშვებს ურიგდებათ ტექსტის მეორე ნაწილი, რომელიც მთავრდება სიტყვებით: ,,...არა, ასეთ ვაჟკაცს მინოტავრს სწორედაც რომ ვერ დავანებებო.’’

        ქართ. მასწავლებელი სვამს კითხვებს:

1.  გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი?

2.  რას შიშობდა თევზევსი?

3.  ვინ იყო მინოსის ქალიშვილი?

(იხ. სურ. 5)

4.  რა გრძნობა დაეუფლა არიადნეს თეზევსის მიმართ?

5.  რა გადაწყვიტა არიადნემ?

6.  როგორ ფიქრობთ რა მოხდება შემდეგ?

7.  რატომ ფიქრობთ ასე?

ბავშვებს ურიგდებათ ტექსტის მესამე ნაწილი:

წაკითხვის შემდეგ ქართ. მასწავლებელი სხვამს კითხვებს:

1.  გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი?

2.  რა სიზმარი ნახა არიადნემ?

3.მოძებნეთ ტექსტში და ამომიკითხეთ, რა დარიგება მისცა არიადნემ თეზევსს?

(იხ. სურ. 6)

3.  ვინ გაიმარჯვა ორთაბრძოლაში?

4.  მოძებნეთ და ამომიკითხეთ ტექსტიდან თეზევსისა და მინოტავრის ბრძოლის ეპიზოდი.

(იხ. სურ. 7)

(იხ. სურ. 8)

5.  როგორ დააღწია თავი თეზევსმა ლაბირინთს?

6.  საით გაემგზავრნენ თეზევსი და არიადნე?

მით. მასწავლებელი უამბობს ბავშვებს, რატომ ვერ შეასრულა თეზევსმა მამის თხოვნა:

(იხ. დან. 3)

კუნძული კრეტა, ათენი და ეგეოსის ზღვა

(იხ. სურ. 9)

 

V ეტაპი:   რეფლექსია (10წთ)

ქართ. მასწავლებელი სვამს კითხვებს:

1.  რა ჰქვია რუბრიკას სადაც მოთავსებულია თქვენს მიერ შესასწავლი ტექსტი?

2.  თქვენი აზრით რა არის ამ მოთხრობაში საკვირველი და დაუჯერებელი?

3.  რისი სიმბოლოა მინოტავრი?

4.  ქართულ მითებში რა არის ბოროტების სიმბოლო?

მით. მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას  დღეისთვის შემონახული მინოსის სასახლის ნანგრევების შესახებ და აჩვენებს სურათს.

(იხ. სურ. 10)

(იხ. სურ. 11)

მით. მასწავლებელი აჩვენებს თანამედროვე ლაბირინთს, რომელსაც ამჟამად გასართობი დანიშნულება აქვს.

(იხ. სურ. 12)

ქართ. მასწავლებელი ტექსტიდან კითხულობს ბოლო აბზაცს და სვამს კითხვას:

·        რა მნიშვნელობა შეიძინა გამოთქმამ ” არიადნეს ძაფი?”

VI ეტაპი: ჯგუფებში მუშაობა (12 წთ)

დანომრილი ფურცლების აღების შემდეგ, კლასი იყოფა ჯგუფებად.

ბავშვებს ურიგდებათ ფურცელზე დაბეჭდილი სახალისო სავარჯიშო ლაბირინთი და ეძლევათ დავალება, ფერადი ფანქრის საშუალებით გამოვიდნენ ლაბირინთის ცენტრიდან.

(იხ. სურ. 13)

        სავარჯიშოს შესრულების შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.

ქართ. მასწავლებელი სვამს კითხვას:

·        რას გაგონებთ ლაბირინთში თქვენ მიერ გავლებული ხაზები?

 VII ეტაპი: ხუთწუთიანი წერა (12წთ)

ბავშვებს ურიგდებათ ფურცლები.

ქართ. მასწავლებელი აძლევს დავალებას:

გაიხსენეთ, გქონიათ თუ არა გამოუვალი სიტუაცია და როგორ          გიპოვიათ გამოსავალი?

წერითი სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.

IX ეტაპი: საშინაო დავალება ( 3 წთ)

მით. მასწავლებელი სვამს კითხვას: გაინტერესებთ იქორწინეს თუ არა თეზევსმა და არიადნემ?

           ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნში     ”მითოლოგიური ლექსიკონი”. რომელიც შეგიძლიათ  ნახოთ სკოლის ბიბლიოთეკაში.

იხ.სურათები 

 

9. შეფასება

 X.შეფასება (3წთ)

ფასდება შემდეგი უნარები:

1.  გაკვეთილში ჩართულობა

2.  ჯგუფური მუშაობა

3.  ვარაუდების გამოთქმა

4.  წერითი ნამუშევრების პრეზენტაცია

5.  არასტანდარტული პასუხები

6.  შეფასების რუბრიკა

პირობითი ნიშნები:

1.  წითელი წრე - სუსტია, საჭიროებს დახმარებას

2.  ყვითელი წრე - დამაკმაყოფილებელია

3.  მწვანე წრე - კარგია

 

 

 

10.საკლასო მენეჯმენტი _

საგანმანათლებლო რესურსები

 

მაგნიტური დაფა, მარკერი, ფერადი ფანქრები, ძაფის გორგალი, პროექტორი, კომპიუტერი,

 ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე  ” ქართული მე-3 კლასი” (მოსწავლის წიგნი) გამომცემლობა ”ბაკურ სულაკაური”2008წ.

”ბერძნული მითები” გ.ქარჩხაძის გამომცემლობა.2004წ.

 

 

გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Word Document, Microsoft Office PowerPoint Presentation და სხვა.. ასევე გამოყენებულია ვებ-გვერდები: maiaragouveia.blogspot.com, phisalia.blogspot.com, pbase.com, panoramio.com, google.com, wikipedia…


არიადნეს ძაფი, საკვირველი ამბები, "ჯი-ელ-სი" სკოლა, გაკვეთილის გეგმა


Georgian

Creative Commons License