cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

გაკვეთილის გეგმა - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”

by ლია ყიფიანი — last modified 2011-01-09 01:20
group: ქუთაისის 27-ე საჯარო სკოლა
Share

 1.გაკვეთილის თემა

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია

(ნ. დუმბაძის თხზულება “ბოშები”). 

 2 სწავლების საფეხური და კლასი   II საფეხური VIII კლასი 
 3 ინტეგრირებული საგნები.
მასწავლებლის სახელი გვარი

ქართული ენა-ლიტერატურა
ისტორია-გეოგრაფია 

ელისო კუბლაშვილი, ნათია კალანდაძე 

 4 მოსწავლეთა რაოდენობა   22 
 5 განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
 
6 გაკვეთილის სასაწავლო მიზნები
1
ქართული ენა და ლიტერატურა 1. მასწავლებელი ქმნის საგაკვეთილო განწყობას.
2. კითხვებზე დამოუკიდებლად გაცემის უნარის ჩამოყალიბება.
3. ნაწარმოებში აღწერილი ადგილის დროის, კულტურულ-სოციალური გარემოს აღწერისა და დახასიათების უნარის გამომუშავება.
4. ინფორმაციის მოძიებისა და დახასიათების უნარის ჩამოყალიბება.
5. პერსონაჟებზე დაკვირვების, მათი ხასითის ამოცნობის, მსჯელობისა და ადეკვატური დასკვნების უნარის გამომუშავება.
6. ამოიცნონ ნაწარმოებში დასმული პრობლემა და იმსჯელონ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
7. შემოქმედებითი უნარის გამომუშავება-გამოყენება.
8. ამოიცნოს და გამოიყენოს ზეპირი მსჯელობისათვის ძირითადი ენობრივი საშუალებები.
9. იუმორისტული ნაწარმოების შექმნის უნარის ჩამოყალიბება.
 2
ისტორია-გეოგრაფია 1. კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
2. კონფლიქტთა გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, ეთნოსთან დაკავშირებით მსჯელობის, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის უნარის ჩამოყალიბება.
3. საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საჭირო პირობების შექმნის შესახებ მჯელობის უნარის გამომუშავება. 
 7 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები /ინდიკატორები/  1
ქართული ენა და ლიტერატურა 1-VIII.1. სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურიდან და ა.შ.) და ისმენს სხვის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით
2-VIII.1. მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
3-VIII.1. მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.
4-VIII.6. მოსწავლე მსჯელობს რა საშუალებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის განწყობას.
5-VIII.7. მოსწავლე მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს კულტურულ-სოციალურ გარემოს, აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან.
6-VIII.1. ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (როლური თამაშით) საშულებით წარუდგენს აუდიტორიას.
7-VIII.1. ნაწარმოებს შემოქმედებითი (ცეკვა, ფილმი) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.
8-VIII.5. ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ნაწარმოებში.
9-VIII.5. არკვევს ტექსტში  დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.
10-VIII.5. პოულობს მსგავსებასა და განსხვავებას სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას
11-VIII.5. გამოხატავს საკუთარ  დამოკიდებულებას ზნეობრივ-ეთნიკური პრობლემის მიმართ.
12-VIII.8. ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს და ხსნის მათ დანიშნულებას.
13-VIII.8. ამოიცნობს ავტორის მიერ ზნეობრივად გამოყენებულ ლექსიკას (დიალექტები, რუსული სიტყვები, უტაქტო დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები) და საუბრობს მათ დანიშნულებაზე.
 2
ისტორია-გეოგრაფია 1-VIII.1. მოიპოვებს ინფორმაციას (ისტორიული რუკების, სახელმძღვანელოსა და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) სხვადასხვა ცნობილი მიგრაციული ნაკადების შესახებ და კლასში ჯგუფური მუშაობისას კონკრეტულ რუკაზე ამ მიგრაციების მარშუტებს.
2-VIII.1. განმარტავს ფოტოების, გრაფიკების ცხრილების, დიაგრამებისა და რუკების სახით წარმოდგენილ ისტორიულ და გეოგრაფიულ ინფორმაციას.
3-VIII.3. მსჯელობს ადამიანის მიგრაციის შესაძლო მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები; ვარაუდობს მიგრაციის შესაძლო შედეგებზე ინდივიდისა (რომელიც ჩართულია ამ პროცეში) და ქვეყნებისთვის.
4-VIII.8. იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და მსჯელობს ბოშათა რიგ მახასიათებლებზე (მაგ: დემოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება).
5-VIII.8. მიღებული ინფორმაციის გამოყენებით აღწერს ბოშათა ტრადიციულ საქმიანობას.
6-VIII.11. მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის (მაგ: წესრიგი, პატიოსანი ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანობა და სხვა) და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები საკუთარი დაკვირვებიდან და ისტორიიდან.
7-VIII.13. მოჰყავს მაგალითი მხატვრული ლიტერატურიდან, სადაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა.
8-VIII.13. ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომელთა პატივისცემა აუცილებელია ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამინების მშვიდობიანი თანაცხოვრების (მაგ: განსხვავებული რასის ეროვნების ან სარწმუნოების) მისთვის ცნობილ მაგალითებს. 
8 თანმიმდევორა 1
ქართული ენა და ლიტერატურა აქტივობები
1. მოსწავლეთა თხოვნით ცეკვა “ბოშური” - 1 წთ
2. გონებრივი იერიში ინდივიდუალურად - 4 წთ
3. მოსწავლეები თავს მოუყრიან შესაბამის დეტალებს ნაწარმოებიდან, გუნდური მუშაობით - 5 წთ
4.  
ა) ინფორმაციის ინდივიდუალური მოძიება - 4 წთ
ბ) პრეზენტაცია (+სქემა) ინდივიდუალურად - 3 წთ
გ) ფრაგმენტის ჩვენება ფილმიდან - 3 წთ
5.
ა) გუნდური მუშაობა - 4 წთ
ბ) აზრობრვივი რუკის შედგენა  გუნდურად - 2 წთ
6.
ა) დაკვირვება ტექსტზე - კლასი - 2 წთ
ბ) დისკუსია - კლასი - 5 წთ
7.
ა) მუსიკა - 2 წთ
ბ) როლური თამაში - 4 წთ
8. დაკვირვება, ძიება, დახასიათება - ჯგუფური -  2 წთ
9. წერითი დავალება გუნდურად - 4 წთ
 2
ისტორია-გეოგრაფია აქტივობები
1. მოსწავლეები თავს მოუყრიან შესაბამის დეტალებს მასწავლებლის მიერ გაკეთებული მოკლე ექსკურსის შემდეგ და გამართავენ დისკუსიას გონებრივი იერიშით - 2 წთ
1) ნაწარმოებიდან გამომდინარე, რა ცნობებს იძლევა ავტორი ბოშების შესახებ?
2. გუნდური მუშაობა - 3 წთ
1) თქვენი აზრით, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა რომ ასეთ მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან ბოშები, ხშირია მათი მიგრაცია და რატომ აქვს მათ კომფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან?
3.
ა) დაკვირვება მოძიებულ მასალაზე - 2წთ
ბ) დისკუსია - 3 წთ
1) არის თუ არა ამ ხალხისთვის დევიზი შემდეგი სიტყვები: “ბრძოლა გადარჩენისათვის!”, თუ დიახ, რატომ? თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ, როგორც განსახილველი, ასევე სხვა ნაწარმოებიდან მოტანილი არგუმენტებით.  
 9 შეფასება   1. გამართული და სწორი მეტყველება
2. სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
3. კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
4. აქტიური მონაწილეობა
5. საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
6. სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება 

10 საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
 

სახელმძღვანელო - VIII კლასი - ვ. როდონაია, ა. არაბული, ბ. ხუციშვილი.
ვაჟა-ფშაველას პოემები - “სტუმარ-მასპინძელი”, “ალუდა ქეთელაური”.
ტელევიზორი, ვიდეო მაგნიტოფონი, ფირზე ჩაწერილი ფილმი, კომპიუტერი, რუკა, ფორმატი, მარკერი, დაფა, ცარცი, სურათები, თეატრალური რეკვიზიტები. 


გაკვეთილის გეგმა, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია


Georgian

Creative Commons License