cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ეგვიპტის პირამიდები და მათემეტიკური რიცხვები 1-დან 1000-მდე

by თინიკო კობიაშვილი — last modified 2009-12-23 17:22 Share


1. გაკვეთილის თემა

ეგვიპტის პირამიდები და მათემატიკური რიცხვები 1-დან 1000-მდე

2. სწავლების საფეხური და კლასი

I საფეხური
III კლასი

3. ინტეგრირებული საგნები მასწავლებლების სახელი, გვარი

მათემატიკა, ბუნება, ისტ
ხათუნა ენუქიძე __ მათემატიკა, ბუნება
თინიკო კობიაშვილი __ ისტ მენეჯერი

4. მოსწავლეთა რაოდენობა

23 მოსწავლე

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

0

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)

მიზანი: მოსწავლეებმა განავითარონ ნატურალური რიცხვების გამოსახვის, შედარების და დალაგების უნარ-ჩვევები, პოზიციური სისტემის გამოყენებით. მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი, შეიტანონ მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში და გამოხატონ ინტერესი მათემატიკისადმი.
კვლევა ძიება:

  • მოეთხოვებათ ჯგუფებს მოიძიონ მასწავლებლის მიერ მითითებულ საინფორმაციო საშუალებებში ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული იქნება პირამიდებთან, გაამახვილონ ყურადღება მათემატიკურ მხარესთან.

  • მიაქციონ ყურადღება ტერიტორიის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, სადაც პირამიდებია განლაგებული.

  • ჯგუფებმა მოძიებული მასალები შეადარონ ერთმანეთს, რათა არ მოხდეს საკითხების განმეორება.

  • შეადგინონ ცხრილი, რომელშიც აღნიშნული იქნება მსგავსება და განსხვავება პირამიდებს შორის.

  • შეძლონ არა მხოლოდ რიცხვების შეკრება, გამოკლება და მათი შედარება, არამედ შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება.

  • შეძლონ გეომეტრიული ფიგურების შექმნა და ამოცნობა, მოახდინონ გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაცია, სწორად დაასახელონ გეომეტრიული ფიგურების ელემენტები.

ჩატარებული აქტივობის შედეგად მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეს შემდეგი სახის უნარ-ჩვევები, რომლებიც იქნება სპეციფიკური ზემოთ აღნიშნული საგნებისა.
მათემატიკა:

  • გამოთქვან ვარაუდი და მოახდინონ კვლევა კერძო მაგალითზე;

  • შეძლონ გამონაკლისი შემთხვევის აღნიშვნა;

  • შეძლონ სხვისი ნააზრევის გააზრება და გაანალიზება;

  • შეძლონ პრობლემის დანახვა და მისი გადაჭრა მათ მიერ მოძიებული ფაქტებისა და მასალების საშუალებით;

  • სამუშაოს შესრულებისას იყვნენ კორექტულები მასწავლებლებთან და მეგობრებთან.
    ბუნება:

  • შეძლონ დაკვირვება და აღწერა;

  • მოახდინონ კლასიფიკაცია;

  • გაუჩნდეთ ინტერესი კვლევისა და სიახლეების მიმართ;

  • იფიქრონ გარემოს დაცვაზე.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

მათემატიკა

მათ.III.1 მოსწავლე გამოსახავს, ადარებს და ალაგებს ნატურალურ რიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.

მათ.III. 8 . მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;

  • ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში.

  • განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს, მათი დასახელებისას ( მაგ: წვერო, წახნაგი, წიბო)

მათ.III. 11 . მოსწავლე აგროვებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • კითხულობს მოკლე ტექსტს ( ორი-სამი წინადადება) და ამოკრებს მითითებული ობიექტის შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს.

  • ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა) და იყენებს მას.

მათ.III.12 . მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს დისკრეტულ რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აჯგუფებს მონაცემებს არაუმეტეს ორი ნიშნით და ასახელებს ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც მოახდინა დაჯგუფება.

ბუნება:

ბუნ.III.12 . მოსწავლე იცავს გარემოზე ზრუნვის ელემენტერულ წესებს;

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

  • იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს ადამიანის ზემოქმედებით გამომწვევ ცვლილებებს ხანმოკლე დროის პერიოდში:

ბუნ.III.8. მოსწავლე მარტივად აღწერს მზის სისტემას;

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ხატავს პლანეტებს და თხზავს ისტორიას თემაზე;

  • აღწერს სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც გამოიყენება კოსმოსში სამოგზაუროდ;


ბუნ.III.7. მოსწავლე ორიენტირებს ლოკალურ გარემოში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იძიებს ინფორმაციას (მაგ. ისტორიული ფაქტი, ოჯახური ტრადიცია, თქმულება) ოჯახის უფროსი წევრებისაგან ლოკალური გარემოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოადგენს წერილობით ან ნახატის სახით;

  • ქმნის მარტივ პირობით ნიშნებს ერთ-ერთზე შესატყვისობით და ადგენს ლოკალური გარემოს სქემატურ ნახატს;

ბუნ.III.2. მოსწავლე განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ.სახლი) და აღწერს მისი აგების თავისებურებებს და დანიშნულებას.

ისტ

  • ახდენს ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

  • იყენებს ისტ-ის ინფორმაციულ რესურსებს (მაგ. ვიზუალური მასალა, საგანმანათლებლო თამაშები ) ამოცანის ამოხსნის, ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით.

  • იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას.

  • ისტ-ის საშუალებების გამოყენებისას ჯგუფში თანამშრომლობს, როგორც თანაკლასელებთან, ასევე მშობლებთან და მასწავლებლებთან საკლასო ოთახის გარეთ.

  • ახდენს ისტ-ის საშუალებების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა).

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

  • ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს, თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

8. თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)

გაკვეთილის ფორმა შემაჯამებელია, მოსწავლეებს უწევთ აღნიშნული გაკვეთილის ჩატარება ჯგუფებში.


კლასს წინასწარ ვამზადებ ჯგუფური მუშაობისათვის. ჯგუფში აქტივობად ვიყენებთ აქტივობის ერთ-ერთ ფორმას ე. წ. ფორუმს, რომლის მიხედვითაც ლიდერები და ჯგუფები წინასწარ მყავს შერჩეული:
I ჯგუფი __ '' მეცნიერების ცენტრი''
ჯგუფს დავალებული ჰქონდა მოეძიათ საინტერესო ინფორმაცია ძველი ეგვიპტის შესახებ. (იხილეთ დავალება)
ა) ეგვიპტის ადგილმდებარეობა;
ბ) პირამიდების ეპოქა; (რატომ იყო მნიშვნელოვანი)
გ) ფოტოსურათები;
დ) შეედგინათ ცხრილი და აღმოეჩინათ პირამიდებს შორის მსგავსება განსხვავების შესახებ;
ჯგუფს დაურიგდათ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ჟურნალი.
II ჯგუფი __ ''ხელოვნების ცენტრი''
მათ დავალებული ჰქონდათ: (იხილეთ დავალება)

ა) შეესრულებინათ ნახატი ან აპლიკაცია, სადაც ასახული იქნებოდა ძველი ეგვიპტელების ცხოვრება. (დიდგვაროვნები, მონები და ა.შ);
ბ) შეექმნათ ცხრილი მათ ცხოვრებაში მსგავსებასა და განსხვავების შესახებ;

გ) შეედგინათ კროსვორდი, რომლის პასუხია “ეგვიპტე”.
III ჯგუფი __ "მათემატიკური ცენტრი''
ჯგუფის წევრებს დავალებული ჰქონდათ, ძველ ეგვიპტურ ნუმერაციაზე მუშაობა. (იხილეთ დავალება)
ა) ძველი ეგვიპტური ნუმერაცია;
ბ) სავარჯიშოები ეგვიპტური ნუმერაციის გამოყენებით;
გ) კროსვორდი, რომლის პასუხია "პირამიდა".


თანმიმდევრობა:
დაფაზე წინასწარ ვაკრავ გაკვეთილის თემას და მიზანს, ჯგუფში მუშაობის წესებს , აგრეთვე შეფასების რუბრიკას , რომლის მიხედვითაც შეფასდება თითოეული ჯგუფი. ეს სქემები აგრეთვე დარიგებული აქვთ ჯგუფებს.
ჩემი მითითებები გაკვეთილის მსვლელობისათვის (2 წუთი):
კლასს ვახსენებ ცნობილ გამონათქვამს: “ადამიანებს დროის ეშინიათ, დრო კი პირამიდებს უფრთხის” და ვეუბნები, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვემზადებოდით დღევანდელი გაკვეთილისათვის, თქვენ დახმარება უნდა გეთხოვათ მშობლებისათვის და გამოგეყენებინათ სხვადასხვა საინფორმაციო წყარო. გთხოვთ გადახედოთ თქვენს ნამუშევრებს და მოახდინოთ პრეზენტაცია, აქვე ვუნიშნებ დროს პრეზენტაციისათვის (3 წუთი).
თითოეული ჯგუფის ლიდერი ახდენს დავალების პრეზენტაციას. ამ დავალების დასრულების შემდეგ ვახდენთ შეფასებას. თითოეული ჯგუფი აფასებს თავის თავს და დანარჩენ ორს (2 წუთი) და აქვე ხდება ჩემი შეფასებაც.
ვაგრძელებთ მუშაობას: I. ჯგუფებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ სახალისო მათემატიკურ სავარჯიშოებს, რომელიც ორიენტირებულია რიცხვების 1-დან 1000-მდენ პოზიციური სისტემით დალაგებაზე; II.ჯგუფებს ვთხოვ გადაუცვალონ მათ მიერ წინასწარ შედგენილი და მომზადებული კროსვორდები ერთმანეთს და შეეცადონ ამოხსნან (5 წუთი).
დავალების დასრულებისას მე და ჯგუფები ვახდენთ შეფასებას შემდეგი კრიტერიუმით: "ყველაზე სწორი და ორიგინალური პასუხები" (3 წუთი).
შემდეგი სამუშაოსათვის ჯგუფებს ვურიგებ გლობუსებს, რომელზედაც მიკრულია სტიკერები, რათა ბავშვებმა ადვილად გაიგონ ქვეყნის, ზღვის, ოკეანის სახელწოდება და ვუხსნი, რომ შეადგინონ რუკა ტურისტებისათვის მარშრუტით "საქართველო -- ეგვიპტე".
I ჯგუფი __ "მოგზაურობა" კოსმოსით;
II ჯგუფი __ "მოგზაურობა" თვითმფრინავით;
III ჯგუფი __ "მოგზაურობა" ავტობუსით.
"მოგზაურობისათვის" ჯგუფებს ეძლევათ 8 წუთი. "მოგზაურობის" დასრულელების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. (იხილეთ ჯგუფების მიერ შექმნილი რუკები I ჯგუფი , II ჯგუფი , III ჯგუფი ). პრეზენტაციისათვის 2-2 წუთი.

"მოგზაურობის" შეფასებას მე და ჯგუფები ვახდენთ შემდეგი კრიტერიუმით: “მარშრუტი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს” (2 წუთი).
სანამ გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი ვაკეთებ ჩატარებული გაკვეთილის ანალიზს და ვაძლევ საშინაო დავალებას (2 წუთი).
საშინაო დავალება: გთხოვთ, მოიძიოთ მასალა, რომელიც შეგაქმნევინებთ თვალსაჩინოებას, რაც უშუალოდ დაკავშირებული იქნება საქართველოს იმ კუთხეებთან, რომელიც მდიდარია პირამიდის მსგავსი ნაგებობებით. მინიშნება: სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი. შემდეგი გაკვეთილისათვის დაგვჭირდება თქვენს მიერ მოძიებული ფოტო--მასალა, რომლითაც შექმნით ფოტოგალერიის კომპიუტერულ ვერსიას პროგრამაში "პრეზენტაციები".
გაკვეთილის ბოლოს ჯგუფები ითვლიან მიღებულ ქულებს და აჯამებენ. გამოვლინდა I, II, III ადგილის მფლობელი ჯგუფი და ვაჯილდოვებთ შესაბამისად (6 წუთი).

9. შეფასება

შეფასებას ვახდენ შეფასების სქემის მიხედვით, რომელიც წინასწარ გვაქვს გამზადებული და მოსწავლეებთან შეთანხმებული. ამ შეფასებას ვახდენთ ყოველი დავალების შესრულების შემდეგ. ეს სქემები დარიგებული აქვთ სამივე ჯგუფს, ერთი ეგზემპლარი კი ჩემთანაა.

I ჯგუფის მიერ შევსებული შეფასების რუბრიკა;

II ჯგუფის მიერ შევსებული შეფასების რუბრიკა;

III ჯგუფის მიერ შევსებული შეფასების რუბრიკა;

მასწავლებლის მიერ შევსებული შეფასების რუბრიკა.

მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს თვითონ შეაჯამეს ჯგუფის მიერ მიღებული ქულები და დაუმატეს ჩემს მიერ შეფასებული ქულა (იხილეთ შეფასების რუბრიკის საბოლოო დაჯამებული ქულების ცხრილი) .
I ჯგუფი __ "მეცნიერების ცენტრი" __ 116 ქულა (I ადგილი)
II ჯგუფი __ "ხელოვნების ცენტრი" __ 102 ქულა (III ადგილი)
III ჯგუფი __ "მათემატიკური ცენტრი" __ 104 ქულა (II ადგილი)

გამარჯვებულ ჯგუფს წილად ხვდა მშობლების მიერ სიურპრიზად მომზადებული პირამიდის ფორმის ტორტი, რომელზედაც მოიპატიჟეს დანარჩენი ორი ჯგუფი და დაიწყეს მსჯელობა მასწავლებელთან ერთად შესასრულებელ საშინაო დავალებაზე.

10. საკლასო მენეჯმენტი _საგანმანათლებლო რესურსები

კომპიუტერული ლაბორატორია (გამოყენებული საოფისე პროგრამები: ტექსტის რედაქტორი და პრეზენტაციები), პროექტორი, ვიდეო კამერა, ფოტოაპარატი, სკანერი, პრინტერი, ფერადი პირამიდები შეფასებისათვის, ცარცი, დაფა, ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სახაზავი, საათი.

ნაბეჭდი წყარო:

  1. III კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო _ ი. რუხაძე

  2. ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედია

  3. მსოფლიოს საოცრებანი

  4. ეროვნული სასწავლო გეგმა 2008-2009 წელი

  5. გლობუსი

მასალა ვებ-გვერდიდან: www.usborne-quicklinks.com

www.rambler.ru

www.mail.ru







http://lemill.net/methods/10d410d210d510d810de10e210d810e1-10de10d810e010d010db10d810d310d410d110d8-10d310d0-10db10d010d710d410db10d410e210d810d910e310e010d8-10e010d810ea10ee10d510d410d110d8-1-10d310d010dc-1000-10db10d310d4/base_view


ხათუნა ენუქიძე, რიცხვები, ბუნება, 76 სკოლა, მათემატიკა, პირამიდები, თინიკო კობიაშვილი


Georgian

Creative Commons License