cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ენერგეტიკული რესურსები და ენერგოეფექტურობა საქართველოში

by naira maxaraze — last modified 2009-12-23 16:22 Share

1. გაკვეთილის თემა
 ენერგეტიკული რესურსები და ენერგოეფექტურობა საქართველოში
2.  სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური  X კლასი
3. მოსწავლეთა რაოდენობა
      30
4. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
      1
5.  ინტეგრირებული საგნები
  •    ფიზიკა
  •     ქიმია
  •    ბიოლოგია
  •    გეოგრაფია

მასწავლებლის სახელი, გვარი
 
ნაირა მახარაძე
ნუნუ კასრელიშვილი
ნინო კვინიკაძე
ზიზი მამულაშვილი

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
  •     გეოგრაფია
  •    ფიზიკა
  •     ქიმია
  •     ბიოლოგია

კომუნიკაციის უნარის განვითარება
კლასიფიკაციისა და მონაცემების ანტერპრეტაციის უნარების განვითარება
მსჯელობის უნარის განვითარება
განჭვრეტის /ჰიპოთეზის გამოთქმის უნარის განვითარება

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
შედეგი . ინდიკატორი
  •     გეოგრაფია
გეო.X .4 მოსწავლე იყენებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად.
.იყენებს გეოგრაფიის საერთაშორისო ენას_რუკას_ინფორმაციის მოსაძიებლად და თავისი მოსაზრებების გამოსახატად
  •     ფიზიკა
ბუნ. X. 12 მოსწავლე მსჯელობს ყოვეიდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების შესახებ და სახავს
მისი დაზოგვის გზებს.
.მოიპოვებს ინფორმაციას ენერგიის მიღების ალტერნატიული გზების შესახებ,განარჩევს განახლებად და არაგანახლებად წყაროებს,აფასებს მათ დაშედეგებს წარმოადგენს საქართველოს მაგალითზე.
  •     ქიმია
ბუნ.X.14 მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს მის გარშემო და ბუნებაში მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნებს.
.აგროვებს ინფორმაციას ტოქსიკური ნივთიერებების შესახებ, მსჯელობს მათი მოქმედების მოსალოდნელ შედეგებზე.
  •     ბიოლოგია

ბუნ.X.7 მოსწავლე იკვლევს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ ურთიერთკავშირს.
.მოიპოვებს მასალას ლოკალურ გარემოში დროთა განმავლობაშიმომხდარი ცვლილების გამოსავლენად,ვარაუდობს ცვლილების მიზეზებს და ახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას.
  •     ისტის გამოყენება

შედეგი 5. იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისათვის.
 .სისტემატურად და ეფექტურად იყენებს ელექტრონულ რესურსებს საგანმანათლებლო დანიშნულების მასალის კვლევის, გადმოცემის,კომუნიკაციისათვის

8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
ინფორმაციის დამუშავება_15 წთ
დისკუსია_10 წთ ბარათებზე მუშაობა-7 წთ. დისკუსია_10 წთ 
საშინაო დავალება- 3 წთ


კლასი დაყოფილია ჯგუფებად.ტიტოეულ ჯგუფს საშინაო დავალებად  მიცემული ჰქონდათ,სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან საქარტველოს ენერგეტიკული რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
 მასწავლებელი მიმართავს ჯგუფებს, გააცნონ კლასს მოძიებული ინფორმაცია საქართველოს წიაღისეული რესურსების, ჰიდრორესურსების, მზის ენერგიის, გეოთერმული წყლების,ბიოგაზის შესახებ. თითოეული მომხსნებელი იყენებს გეოგრაფიის გაკვეთილებიდან მიღებულ ცოდნას და საქართველოს რუკაზე მიუთითებს იმ რეგიონებს,რაიონებს და სოფლებს, სადაც მოიპოვებენ ამ რესურსებს. საჭიროების შემთხვევაში მსწავლებელი ავსებს დამატებითი ინფორმაციით მოსწავლეების მიერ მოძიებულს, კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით უჩვენებს მათ ენერგორესურსების ამსახველ ფოტოებს, რუბრიკებს და სქემებს. მოსწავლეებს ექმნებათ ნათელი წარმოდგენა საქართველოს ენერგორესურსებზე

  დისკუსიაში მონაწილეობს მთელი კლასი. მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს დაფაზე ცხრილის სახით დააჯგუფონ ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები და იმსჯელონ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
 დისკუსიის შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ მსჯელობისა და კლასიფიცირების უნარები.
  მასწავლებელი სვამს კითხვას: რა არის ენერგოეფექტუროვბა? მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს ამის შესახებ. მასწავლებელი პროექტორით უჩვენებს დაფაზე სწორ პასუხს. კლასი წარსდგება პრობლემის წინაშე: ენერგიეს სხვადასხვა წყაროებიდან შეარჩიონ საქართველოს პირობებში ეკონომიურად უფრო ხელსაყრელი და ეკოლოგიურად სუფთა წყარო.
პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ჯგუფებს ურიგდებათ კითხვარები ბარათების სახით.
1.       გამოიყენონ ქიმიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და უპასუხონ, რა მავნე აირები გამოიყოფა ორგანული სათბობის წვის შედეგად.
2.       რა ზემოქმედებას ახდენს ეკოსისტემაზე სათბობის წვის შედეგად გამოყოფილი აირები.
3.       რა უარყოფით შედეგებს იწვევს ჰიდრორესურსების გამოყენება და მძლავრი ჰესების აგება.
4.       ამოხსენით ამოცანა, ფიზიკის სახელმძღ. გვ.84.
5.       აღწერეთ სურ. 89 და 90 X კლასის ფიზიკის სახ.
6.       მოცემული სვეტოვანი დიაგრამა ასახავს საქართველოს ენერგო ბალანსს. ააგეთ შესაბამისი სექტორული დიაგრამა.
მასწავლებელი თხოვს თითოეულ ჯგუფს წაიკითხონ შესრულებული დავალება. კლასში იმართება დისკუსია იმის შესახებ თუ საქართველოს პირობებში რომელი ენერგორესურსების მოპოვება და გამოყენებაა ეკონომიურად უფრო ხელსაყრელი და ნაკლები ზიანი მოაქვს ბუნებისათვის. რა იგულისხმება თითოეული ჩვენგანის ქცევაში და ა.შ.  მასწავლებელი ეკრანზე უჩვენებს სლაიდებს ენერგიის დაზოგვის შესახებ.
ამგვარად ენერგოდამზოგველი ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზება და ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეფექტური გამოყენება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა და ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი წინა პირობაა.
სახელმძღვანელოდან პარაგრ. 4.4 “სინათლის წყაროები და მათი ეფექტურობა”
 ინფორმაციის მოძიება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ

9. შეფასება
  •    შეფასების ფორმა_დაკვირვება

  •     შეფასების ტიპი_განმსაზღვრელი, განმავითარებელი

  •     მასწავლებელი აკვირდება ჯგუფებს, აძლევს მათ პოზიტიურ კომენტარებს და რჩევებს.

  •     მასწავლებელი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს და ინდივიდუალურად აძლევს განმსაზღვრელ შეფასებას.

  •     მასწავლებელი  ადგენს, ინიშნავს, მიღწეულია თუ არა გაკვეთილის მიზანი.

10. საგანმანათლებლო რესურსები



 
ინფორმაციის წყაროები
სახელმძღვანელო, საქართველოს ფიზიკური რუკა, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი.



www.bioenergy.ge
www.eecgeo.org
www.solar.ge
www.aarhus.ge




Georgian

Creative Commons License