3.ინტეგრირებული საგნები მასწავლებლების სახელი და გვარი
1.ქართული ენა ( სწავლების მეორე ენა )მზევინარ თურქაძე 2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება , შრომითი სწავლება რიტა ამალიანი 3.საბუნებისმეტყველო მეცნიერება. რიტა ამალიანი.
4.მოსწავლეთა რაოდენობა
25
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენოსა და პროფილი
6.გაკვეთილის სასწავლი მიზნები(საგნების მიხედვით)
ძირითადი სამეტყველო უნარების ( წერა,კითხვა,მოსმენა,ლა პარაკი,გრამატიკა ) ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება და ყოფით სიტუაციებში გამოყენება. მოსწავლეთა ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდისა და წარმოსახვის უნარის განვითარება სამყაროს ადეკვატური აღქმის უნარის ჩამოყალიბება. ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა.
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
ქ-მ II.1 მოსწავლე ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს. ქ-მ II.2 იგებს და მიმიკა-ჟესტიკულაციით, იტმული მოძრაობებით განასახიერებს ლექსებს , გათვლებს , სიმღერებს... ქ-მ II.3. ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს , გამოტქმებს , ენობრივ ფორმულებს , და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციებთან ქ-მ II.4 ამოიცნობს საგანს , პერსონაჟს მოცემული ნიშან თვისებების მიხედვით - მაღალი,დაბალი,მსუქანი და სუსტი ქ-მ II.5. ამოიცნობს პერსონაჟებს და მოქმედებათა ადგილს. მოქმედებათა თანმიმდევრულობის მიხედვით განალაგებს სურათებს. მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას. ქ-მ II.7. ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს ქ-მ II.11. თავისუფლად ამოიცნობს ასოებს , მარცვლებს, ნაცნობ სიტყვებს და სამ - ოთხ სიტყვიან წინადადებებს ქ-მ II.13. მოსწავლე ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან გადაწერს სიტყვებს , ასოებს და მიუხატავს შესაბამის ილუსტრაციას . გამოწერს ანბანის ასოს , იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს . ქ-მ II.12. მოსწავლე ამოიცნობს და ცდილობს გამოიყენოს ზოგიერთი გრამატიკული ფორმა ს-გ II.2. მოსწავლე მიმათავს სხვადასხვა მასალას ნამუშევრების შექმნისას. ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას , თოჯინებს , მარტივ გეომეტრიულ ფორმებს და კონსტრუკციებს . ს-გ II.10. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო გამოფენებში. ს-გ II.7. სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევრებთან დაკავშირებით უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს. ბუნ II 1.მოსწავლე აღწერს მცენარისა და ცხოველის ძირითად გარეგან ნაწერებს ბუნ II 5. მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში, ბუნ II 8. მოსწავლე აკვირდება, ახასიათებს და აღწერს ამინდის კომპონენტებს სეზონების მიხედვით.
8.თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
გაკვეთილი იწყება წინა გაკვეთილებზე ათვისებული მასალის გამეორებით დიალოგის, თამაშისა და ინსცენირების გზით ყოველ გაკვეთილზე მოსწავლეთა როლები იცვლება. მისალმება მოსწავლეების მიერ - მ.მრევლისშვილის სიმღერის ,,დილა მშვიდობისა'' - შესრულება. მგელუჩას და წითელქუდას შეხვედრა - მისალმება, გაცნობა, დიალოგის წარმართვა. (სად სწავლობს, სად ცხოვრობს...) კლასში სტუმრობა და მოსწავლეებისაგან (სათამასო მიკროფონის გამოყენებით) ინტერვიულების აღება. ნაცნობი თემების ირგვლივ დიალოგის წარმართვა და დასახელებულ საგანთა, ფერთა... საკლასო ოთახთან ადაპტირება. დიდაქტიკური თამაში ჯგუფებში გასათამაშებლად. ლანგარზე დალაგებულ საგანთა მიხედვით (გუნდა, აყვავებული ტოტი, ყვითელი ტოტი, მზე) წელიწადის დროებისა და შესაბამისი თვეების დასახელება. კლიმატური პირობების აღწერა და შესაფერისი ტანსაცმელის დასახელება. პასუხების ასახვა დაფაზე. გრძნობათა გამომსახველი ფერადი ქაღალდისაგან დამზადებული ,, მზის'' გადაცემა. ცნობილი მოთხრობის ,,თალგამი'' შესწავლა. მოსწავლეების მიერ ვარაუდების გამოთქმა, შესაძლო პერსონაჟების, მოქმედების ადგილ-მდებარეობის დასახელება. მასწავლებლის მიერ მოთხრობის შესტიკულაციის გამოყენებით წაკითხვა. ცალკეული ფრაზების რამდენჯერმე განმეორება დაფაზე არეულად განლაგებული კომიკსის ნახატების შესაბამისი თანმივდებრობით დალაგება. მარტივი ტიპის თეჯირის, სათითე და ხელის თოჯინების გამოყენებით მოთხრობის მასწავლებლის ავტორობით ინსცენირება. თამაში “აბა გამოიცანი“ : გამოცანის პირობა - პატარაზე დიდი, დიდზე უფრო დიდი, დიდზე უფრო პატარა, პატარაზე პატარა. მასწავლებლის მცდელობა შესტიკულაციას გამოყენებით პასუხის ამოცნობაზე. თითების მოძრაობა,შეხება, თვლა, როგოც წინ ისე უკუთვლით, სხვა სხეულის ნაწილების დასახელება,ჩვენება ხელით შეხება, მოსწავლის წიგნში დახატული კომიქსების მიხედვით გოგონისა და ქალბატონის შედარება (თმის,თვალების ფერის,სიგრძის, ზომის... და სხვათა მიხედვით) კლასში მეგობრებზე დაკვირვება და ცისფერთვალება და მოკლეთმიანი ბიჭისა და ყავისფერთვალება გრძელთმიანი გოგონას სახელების დასახელება. ვარჯიში მასწავლებელი ამბობს, ჟესტიკულაციით აჩვენებს მოსწავლეები იმეორებენ მეორე სტრიქონს და ასრულებენ შესაბამის მოქმედებებს. დამიკარი თავი თავი,თავი,თავი ჩამიკარი თვალი თვალი,თვალი,თვალი დამიქნიე ხელი ხელი, ხელი, ხელი ააყოლე ტანი ტანი,ტანი,ტანი ტაში, ტაში, ტაში მასწავლებლის მიერ წინასწარ ფერადი ქაღალდებისაგან დამზადებული გეომეტრიული ფიგურებით ადამიანის კონსტრუქციის აგება. მიმართულება კითხვა ამ უნარ-ჩვევის გასავითარებლად მოსწავლეების მიერ ცალკეული სიტყვების, მარცვლების, ასოების ამოცნობა კითხვა არა ასოდან სიტყვისაკენ, არამედ სიტყვიდან ასოსაკენ. ადამიანის სხეულის ნაწილების ამსახველი სურათების ქვეშ მიწერილია შესაბამისი სიტყვები ნაცნობი ელემენტების უცნობი ელემენტების ამოცნობა. აღნიშვნული სიტყვების განლაგება და მოსწავლეთა მიერ სიტყვების შესაბამის ილუსტრაციასთან წრფის გავლებით დაკავშირება მოსწავლის წიგნი “შევისწავლოთ ქართული ენა“ გვ 23 მოსწავლის წიგნიში გვ 24 წარმოდგენილ სიტყვებში ჯერ ასო ,,თ“-ს გაფერადება წითლად ხოლო შემდეგ ასო ,,ხ“ გაფერადება მწვანედ. ფოტოგრაფირება - ბარათზე დიდი ასოებით დაწერილი სიტყვის ,,ცხვირი“ კლასსზე რამდენიმე წამის განმავლობაში ჩვენება მოსწავლეების მიერ სიტყვისა ამოცნობა. ამოცნობის შემთხვევაში განმარტება იმის შესახებ თუ რა ნიშნით გამოიცნო. ვერ ამოცნობის შემთხვევაში დაფიქრება და შეცდომის თავად აღმოჩენა წერა ასო ,,ხ“-ს ტრაფარეტის მოხაზვა ასო ,,ხ“-ს მავთულით, პლასტელინით, ძაფით, ზონრით გამოსახვა ჯგუფების მიხედვით წინა გაკვეთილზე გამზადებული ასოებისაგან საჭირო სიტყვების შედგენა.სიტყვებისაგა მარტივი სამ სიტყვიანი წინადადების შედგენა. ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპის დაცვით ასო ,,ხ“-ს გამოწერა მოსწავლის რვეული გვ19 ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრიციპის დაცვით. მოსწავლის რვეულში გვ19 მოცემული სიტყვების გადმოხატვა გადმოწერა. გრამატიკა,გრამატიკის სწავლება მიმდინარეობს კონტექსტში სწავლებით. მოსწავლეები გრამატიკულ კონსტრუქციებს ენობრივი ნიმუშების დამახსოვრებასთან ერთად სპონტანურად გაანალიზების გარეშე აითვისებენ. რაც აღნიშვნული გაკვეთილის მსვლელობისას გათვალისწინება.
9.შეფასება
შეფასების ხერხი - დაკვირვება დონის მიხედვით 1) შეთვისებული 2) ნაწილობრივად შეთვისებული 3) ჯერ კიდევ აუთვისებელი მასწავლებელი სწავლის პროცესში აკვირდება ცალკეული მოსწავლის წინსვლასა და წარუმატებლობას და ამის მიხედვით განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. მასწავლებელი მშობლებს მიაწოდებს ინფორმაციას სიმესტრის ბოლოს ცალკეული მოსწავლის მიღწევებს.
10.საკლასო მენეჯმენტი
-
საგანმანათლებლო რესურსები
თეატრალური თეჯირი, სათითე და ხელის თოჯინები,პროექტორი, წებო მავთული , პლასტელინი, ძაფი, ფერადი ფურცლები
ინტერნეტი, თემატური სახელმძღვანელოები. მოსწავლის წიგნი ,,შევისწავლოთ ქართული ენა“ მოსწავლის რვეული