cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ინტეგრირებული გაკვეთილი-გეოგრაფიული რუკა და შობა-ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში

by maia madzgarashvili — last modified 2011-01-09 01:24 Share

1. გაკვეთილის თემა

გეოგრაფიული რუკა და შობა-ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში.

2. სწავლების საფეხური და კლასი

X კლასი;

3. ინტეგრირებული საგნები 

მასწავლებლების სახელი, გვარი

საგნები

მასწავლებლ ( ებ ) ის სახელი, გვარი

გეოგრაფია;

ინგლისური ენა;

მათემატიკა

ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა

მაია მაძღარაშვილი, ტელ:  893 30 10 58 , ელ-ფოსტა: m.madzgarashvili@gmail.com

ნანა სოლოღაშვილი, ტელ:  855 47 64 24 

ნინო ბოცვაძე,ტელ: 8 99 14 4549,

ელ-ფოსტა: niniko_64@inbox.ru

4. მოსწავლეთა რაოდენობა

16 მოსწავლე

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

 

0

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

გეოგრაფია

 თემა: გეოგრაფიული რუკა

 მიზანები:

 

1. სასწავლო გეოგრაფიული რუკების და მათი საერთო მახასიათებლების განსაზღვრა. გეოგრაფიული რუკების კითხვის, ანალიზის, ინფორმაციის მოძიების და ინტერპრეტაციის, საკუთარი მოსაზრების უნარის განვითარება.

 

2.  მოსწაბლეებმა გამოიყენონ ინტერნეტში მოძიებული გეოგრაფიული თამაში  და მასში არსებული პოლიტიკური რუკის  მეშვეობით მოახდინონ ცოდნის მობილიზაცია სახელმწიფოთა გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

 

3.  „Google Earth”-ის  პროგრამის გამოყენებით მოახდინონ ინგლისურენოვანი სახელმწიფოების გეოგრაფიული კოორდინატების და სასაათო სარტყლების დადგენა.

 

4. რუკების, ინტერნეტის, სახელმძღვანელოს გამოყენებით მოახდინონ მონაცემთა ბაზისის შექმნა და ცხრილის სახით წარმოდგენა.

 

მისაღწევი შედეგები:

 

1. რუკების მახასიათებლების გაცნობის საფუძველზე მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  გრადუსთა ბადის, გეოგრაფიული კოორდინატების  და სასაათო სარტყლების გამოყენების უნარი.

 

2.   გეოგრაფიული თამაშის გამოყენებით მოსწავლეები გაიხსენებენ პოლიტიკურ რუკას. შედეგად მოახდენენ თავიანთი ცოდნის განმტკიცებას.

 

3. გეოგრაფიული კოორდინატებისა და სასაათო სარტყლების გამოყენებით მოსწავლეები მოახდენენ გეოგრაფიული ობიექტების ტერიტორიის განსაზღვრას და დაადგენენ ადგილობრივ დროს თითოეულ ქვეყანაში.

 

4. გეოგრაფიული საშუალებების (სახელმძღვანელო, პოლიტიკური და სასაათო სარტყლების რუკა, ელექტრონული რუკა) გამოყენებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის ცხრილის სახით გამოხატვის უნარ - ჩვევა.

 

 

ინგლისური ენა

 თემა: Merry Christmas

მიზნები:

 

1. მოსწავლეები სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას შობა - ახალი წლის ტრადიციების შესახებ რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაზე და მოახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას.

 

2. ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე საქართველოსა და რომელიმე ინგლისურენოვანი ქვეყნის შობა - ახალი წლის ტრადიციებთან დაკავშირებით შექმნიან ვენის დიაგრამას.

 

მისაღწევი შედეგები:

 

1. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის ანალიზის უნარის ჩამოყალიბება;დასკვნების გაკეთებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება.

 

2. ვენის დიაგრამის შექმნის საფუძველზე შედარებითი ანალიზის უნარ - ჩვევის განვითარება.

 

მათემატიკა

თემა: გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე

მიზანი:

გამოიყენონ ვენის დიაგრამები რეალური ვითარების, კერძოდ სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციების შედარებისას.

გეომეტრიული გარდაქმნების დახასიათება  და კოორდინატთა მეთოდის გამოყენების უნარების გამომუშავება.

გაკვეთილზე მოძიებული ინფორმაცია გეოგრაფიული კოორდინატებისა და სასაათო სარტყლების შესახებ დაუკავშირონ გეომეტრიულ გარდაქმნებს,კერძოდ მობრუნებას და ღერძულსიმეტრიას,გამოიყენონ მათემატიკური ელექტრონული საკოორდინატო სიბრტყე "გეოგებრა" და დაადგინონ საქართველოს დროით ახალი წლის დადაგომის დრო სხვადასხვა ქვეყნებში.

მისაღწევი შედეგები:

ვენის დიაგრამების გამოყენების უნარების გამომუშავება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.

გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების უნარის გამომუშავება, მობრუნების კუთხის ზომის ერთეულის წარმოდგენა და გამოყენება ბრუნვის შედეგად გადაადგილებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

გეო. X 1. განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებს და მიმართულებას.

ინდიკატორი: გეოგრაფიული კვლევისას განსაზღვრავს ადგილს, მოვლენებსა და პროცესებს შორის კავშირურთიერთობებს (ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე ბუნებრივ პირობებს, რესურსებს, მოსახლეობას, მეურნეობას და ეკოლოგიურ ვითარებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს).

გეო. X 3. გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად აანალიზებს და ამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას.

ინდიკატორი: იყენებს კვლევისათვის საჭირო მეთოდს (კარტოგრაფიული, სოციოლოგიური, მათემატიკური, სტატისტიკური, შედარებითი...), ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას.

ინდიკატორი: ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს გეოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზებს და იძლევა პროგნოზს.

გეო.  X  4. იყენებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად.

ინდიკატორი: იყენებს გეოგრაფიის საერთაშორისო ენას - რუკას - ინფორმაციის მოსაძიებლად და თავისი მოსაზრებების გამოსახატავად.

ინდიკატორი: საკვლევი მიზნის მიხედვით სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების  საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს.

უცხ. X.  6. მოსწავლე იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას და აქვს სათანადო გამოთქმა.

ინდიკატორი: გამოთქმით კითხულობს ტექსტებს.

უცხ. X.  26. მოსწავლე მართავს რესურსებს.

ინდიკატორი:

მოიძიებს ინფორმაციას როგორც სახლში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის / სოფლის / ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა).

ინდიკატორი: სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ახარისხებს და აჯგუფებს რესურსებში მოპოვებულ ინფორმაციას.

უცხ. X.  27. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან.

ინდიკატორი: კორექტულად აღნიშნავს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომას

ინდიკატორი: შეფასებისას იჩენს კორექტულობას.

მათ. X.8. იყენებს სასრული მათემატიკის ელემენტებს პრობლემის მოდელირებისა და ანალიზისთვის.

ინდიკატორი: ადეკვატურად იყენებს სიმრავლურ ელემენტებს და ვენის დიაგრამებს რეალური ვითარების მოდელირებისას.

მათ.X. 12. იკვლევს გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და იყენებს მათ გეომეტრიული პრობლემების გადაჭრისას.

ინდიკატორი: ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე, იყენებს კოორდინატებს გეომეტრიული გარდაქმნების შესრულებისა და გასახვისათვის.


ისტ-ი. საშუალო საფეხური, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები

ინდიკატორი:  იყენებს კლავიატურას, შეტანისა (თაგვი, დისტანციური მართვის პულტი და სხვა)და გამოტანის მოწყობილობებს (მონიტორი, პრინტერი), მათ შორის სხვადასხვა ტიპის ადაპტერებს (UშB) ისტ -ის წარმატებით ფუნქციონირებისა და ეფექტურად მოხმარებისთვის. (1)

ინდიკატორი:  ამოიცნობს და გამოჰყოფს თანამედროვე და მოწინავე ისტ-ის შესაძლებლობებს, მათი გამოყენების ფარგლებს, შეარჩევს ისტ-ის საშუალებებიდან შესაბიმისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირადი ან სასწავლო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე. (2)

8. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

    გაკვეთილი დაწყვილებულია და ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში.

     გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს პროვოცირებით, რათა მობილიზება გაუკეთოს მოსწავლეთა ცოდნას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამისთვის იყენებს რამდენიმე შეკითხვას კლასის მოსამზადებლად და მსჯელობის საჭირო მიმართულებით წარსამართად.

1.      რას ეწოდება რუკა?

2.      რომელი რუკები გამოიყენება ძირითადად სასწავლო პროცესში?

3.      ჩამოთვალეთ გეოგრაფიული რუკის მახასიათებლები.

კითხვა - პასუხის საფუძველზე დაფაზე პარალელურად იქმნება შემდეგი ცხრილი:

რუკების საერთო მახასიათებლები:

რისთვის გამოიყენება?

მასშტაბი

მანძილების გასაზომად

გრადუსთა ბადე

გეოგრაფიული კოორდინატების დასადგენად

პირობითი ნიშნები

რუკის შინაარსის წასაკითხად

გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი

სანაპირო ხაზის, მდინარეების და სხვათა დასადგენად

    დაფაზე ჩამოიწერება, აგრეთვე ის რუკები, რომლებიც გამოიყენება სასწავლო პროცესში. (მაგ. ზოგადგეოგრაფიული, თემატური, პოლიტიკური, ელექტრონული).

     შემდეგ მასწავლებელი ჩამოთვლილთაგან შემოხაზავს იმ ნაწილს, რომელიც გაკვეთილის პროცესში უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა და დაფაზე დაწერს გაკვეთილის სქემას:

      გრადუსთა ბადე გეოგრაფიული კოორდინატები სასაათო სარტყლების საზღვრები სახელმწიფოების გეოგრაფიული მდებარეობამათი სასაათო სარტყლების განსაზღვრათითოეული სახელმწიფოს ახალი წლის დადგომის დრო თბილისის დროითსაშობაო ტრადიციებიპრეზენტაცია.

I.(5 წთ.)

ინგლისურის მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გეოგრაფიულ ლექსიკონს (სახელმწიფოებს და გეოგრაფიულ ტერმინოლოგიას). პარალელურად გეოგრაფიის მასწავლებელი სლაიდებით მოსწავლეებს აჩვენებს ლექსიკონში გამოყენებულ თითოეულ გეოგრაფიულ მახასიათებელს. შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი მოსწავლეებს მიუთითებს ინტერნეტის მისამართს:

http://aolatschool.factmonster.com/p/brainpop/latitudeandlongitude.html ,

 რათა გაეცნონ ანიმაციურ ფილმს სახელწოდებით „გეოგრაგიული განედი და გრძედი“

                  გეოგრაფიული ლექსიკონი

•        Prime Meridian-საწყისი მერიდიანი

•        International Date Line-თარიღთა ცვლის მერიდიანი

•        East (E)-აღმოსავლეთი

•        West (W)-დასავლეთი

•        North (N)-ჩრდილოეთი

•        South (S)-სამხრეთი

•        Latitude-განედი

•        Longitude-გრძედი

•        Singapore-სინგაპური

•        South Africa-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

•        United Kingdom-გაერთიანებული სამეფო

•        Malta-მალტა

•        California-კალიფორნია

•        Alaska-ალასკა

•        New Zealand-ახალი ზელანდია

•        Malaysia-მალაიზია

II.(5 წთ.)

გეოგრაფიის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შევიდნენ ინტერნეტში მისამართით: http://kids.nationalgeographic.com/Games/GeographyGames/Geospy

მოიძიონ გეოგრაფიული თამაში და ივარჯიშონ პოლიტიკურ რუკაზე სახელმწიფოების გეოგრაფიული მდებარეობის გახსენების მიზნით.

III.(10 წთ.)

 შემდეგ წყვილებს ურიგებს ცხრილს, სადაც მითითებულია სასაათო სარტყლები და მათი საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები.

სასაათო სარტყელი

გეოგრაფიული კოორდინატი

0

დ.გ.7,50    ა.გ.7.50

I

ა.გ.7,50    ა.გ.22.50

II

ა.გ.22,50   ა.გ.37,50

III

ა.გ.37,50   ა.გ.52.50

IV

ა.გ.52.50   ა.გ.67,50

V

ა.გ.67,50   ა.გ.82,50

VI

ა.გ.82,50   ა.გ.97.50

VII

ა.გ.97,50   ა.გ.112,50

VIII

ა.გ.112,50   ა.გ.127,50

IX

ა.გ.127,50   ა.გ.142,50

X

ა.გ.142,50   ა.გ.157,50

XI

ა.გ.157.50   ა.გ.172,50

XII

ა.გ.172,50   დ.გ.172,50

XIII

 დ.გ.157.50   დ.გ.172,50

XIV

დ.გ.142,50   დ.გ.157,50

XV

დ.გ.127,50   დ.გ.142,50

XVI

დ.გ.112,50   დ.გ.127,50

XVII

დ.გ.97,50   დ.გ.112,50

XVIII

დ.გ.82,50   დ.გ.97.50

XIX

დ.გ.67,50   დ.გ.82,50

XX

დ.გ.52.50   დ.გ.67,50

XXI

დ.გ.37,50   დ.გ.52.50

XXII

დ.გ.22,50   დ.გ.37,50

XXIII

დ.გ.7,50    დ.გ.22.50

   მოსწავლეები ყურადღებით შეისწავლიან  რუკებს და მასწავლებლის მიერ მოცემულ სასაათო სარტყლების ცხრილს. შემდეგ  “Google Earth”-ის პროგრამის გამოყენებით განსაზღვრავენ ინგლისურენოვანი  ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას და დაადგენენ სასაათო სარტყლის ნომერს.

IV.(15 წთ.)

             მოცემული  მასალების საფუძველზე შექმნიან ცხრილს, რომელშიც მითითებულია შემდეგი მაჩვენებლები: ქვეყნის გეოგრაფიული კოორდინატები, სასაათო სარტყლის ნომერი და ახალი წლის დადგომის დრო თბილისის დროით.  

ქვეყანა, რეგიონი

გეოგრაფიული კოორდინატი

სასაათო სარტყელი

ახალი წლის დადგომის დრო თბილისის დროით

ახალი ზელანდია

ა.გ.1670 -ა.გ.177

XII

15სთ (31დეკ)

მალაიზია

ა.გ.100-ა.გ.119

VIII

19სთ (31დეკ)

სინგაპური

ა.გ.104

VII

20სთ (31დეკ)

საქართველო

ა.გ.40-ა.გ.46

III

24სთ

ს. ა. რ.

ა.გ.17-ა.გ.33

II

01სთ (1იანვ)

მალტა

ა.გ.15

I

02სთ (1იანვ)

გაერთიანებული სამეფო

დ.გ.8-ა.გ.2

0

03სთ (1იანვ)

კალიფორნიის შტატი(ა.შ.შ.)

დ.გ.118-დ.გ.130

XVI

11სთ (1იანვ)

ალასკა(ა.შ.შ.)

ა.გ.170-დ.გ.130

XV

12სთ (1იანვ)

V.(5 წთ.)

მათემატიკის მასწავლებელი ავალებს ბავშვებს გახსნან პროგრამა "გეოგებრა", ჩრ.პოლუსი განიხილონ, როგორც საკოორდინატო სიბრტყის ათვლის სათავე,  გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანი შეუსაბამონ  OX ღერძს,შემოხაზონ წრეწირი (პირობითად ეკვატორი) და განიხილონ მობრუნება ,რომელიც შეესაბამება საქართველოს საათობრივი სარტყლის საზღვრებს, განსაზღვრონ წინასწარ მოცემული ქვეყნების შესაბამისი წერტილები მობრუნების საშუალებით, საქართველოს საათობრივი სარტყლიდან განსაზღვრონ სხვადასხვა ქვეყნების შესაბამისი საათობრივი სარტყლების მობრუნებათა კუთხეები.მისცა დავალება " Google Earth”-ის პროგრამაში ჩრ.პოლუსი განიხილონ, როგორც საკოორდინატო სიბრტყის ათვლის სათავე,  გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანი შეუსაბამონ  OX ღერძს და გადმოიტანონ პროგრამა "გეოგებრაში" და მათ მიერ მონიშნული საათობრივი სარტყლები შეადარონ გეოგრაფიულ ელექტრონულ რუკას.

რისკ-ფაქტორი: შეიძლება ბოლო დავალება ბავშვებმა ვერ მოასწრონ გაკვეთილზე და ვაძლევთ საშუალებას დაასრულონ სახლში.

VI.(15 წთ.)

 ინგლისურის მასწავლებელი წყვილებს აძლევს დავალებას, ინტერნეტის გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია დაფაზე ჩამოწერილი რომელიმე სახელმწიფოს შობა-ახალი წლის ტრადიციების შესახებ.

VII.(10 წთ.)

 შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია და საუკეთესოს გამოყოფა და შეფასება.

  პრეზენტაციის დროს წყვილები ვენის დიაგრამის გამოყენებით ახდენენ შედარებას ინგლისურენოვან ქვეყანასა და საქართველოს შორის საერთო და განსხვავებული შობა-ახალი წლის ტრადიციების შესახებ.  ბავშვებმა იმსჯელეს მათემატიკასა და გეოგრაფიაში მიღებული კვლევის შედეგებზე და დაადგინეს,რომ სასაათო სარტყლების საზღვრები ყველგან მერიდიანებს არ ემთხვევა, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფოთა საღვრებისაკენ გადაიხრება.(იხილეთ ნიმუში )

VIII.(20 წთ.)

   შეფასებას ახდენენ წყვილები. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ წყვილს შეუძლია შეაფასოს ნებისმიერი ნამუშევარი საკუთარის გარდა.

I X.(5 წთ.)

9. შეფასება

 ინგლისური ენა

 

N.Z.

Sing.

Cali.

Malayz.

Alas.

 U.K.

S.A.

Malta

I წყვ.New Zealand

 

    +

  

    +

 

    +

 

 

II წყვ.Singapore

   +

 

 

 

    +

   +

 

 

IIIწყვ.California

   +

 

 

 

    +

   +

 

 

IVწყვ.Malaysia

 

    +

   + 

   

   +

 

 

 

Vწყვ.Alaska

   +

 

 

 

 

   +

 

    +

VIწყვ.U.K.

   +

 

   +

   

   

  

    +

 

VIIწყვ.South africa

 

    +

 

    +

 

    +

 

 

VIIIწყვ.Malta

   +

 

   +

   

 

    +

 

 

შეფასება ქულებით

10

9

9

8

9

10

7

7

 

1-3 ვერ კითხულობს ტექსტს. ვერ იძიებს ინფორმაციას სხვადასხვა რესურსებით და შესაბამისად ვერ ახდენს  დახარისხებას.

4-5 კითხულობს მარტივ ტექსტს ხარვეზებით.არ ყოფნის ლექსიკური მარაგი. ინფორმაციას მოიძიებს ნაწილობრივ, მაგრამ ვერ ახდენს მათ დახარისხებას.

6-7 კითხულობს საშუალო სირთულის ტექსტს, ლექსიკური მარაგი საშუალოა. ხარვეზებით ახდენს მოძიებულიმასალის დახარისხებას.

8-10 მოიძიებს და ინფორმაციას სხვადასხვა რესურსებით.იყენებს სათანადო ლექსიკას, გასაგებად და სწორად აყალიბებს აზრს უცხო ენაზე, საუბრობს გარკვევით. აქვს მსჯელობის და ლოგიკური აზროვნების უნარი.

გეოგრაფია

კრიტერიუმები

1-3

4-5

6-7

8-10

განსაზღვრავსსასწავლო გეოგრაფიულ რუკებს და მათ საერთო მახასიათებლებს.

სუსტად ფლობს რუკების გეოგრაფიულ მახასიათებლებს . არაადექვატურად იყენებს ცნებეს და მეცნიერულ ტერმინებს.

ფლობს რუკების გეოგრაფიულ მახასიათებლებს. სუსტად განსაზღვრავს ცნებებს და ტერმინენს.

ფლობს რუკების გეოგრაფიულ მახასიათებლებს. ნაწილობრივ განსაზღვრავს  ცნებებს და ტერმინებს, კარგად  წარმოადგენს საკითხს.

კარგად ფლობს რუკების გეოგრაფიულ მახასიათებლებს. ადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს, სრულყოფილად წაროადგენს საკითხს.

შეუძლია გეოგრაფიული კოორდინატების და საათოი სატყლების რუკის პრაქტიკაში გამოყენება

რუკაზე ვერ ახერხებს გეოგრაფიული კოორდინატებით გეეგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

შესაბამისად ვერ ახერხბეს მოცემული რეგიონის ადგილობირვი დროის დანსაზღვრას სასაათო სარტყლების რუკის მეშვეობით.

შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული კოორდინატებით გეოგრაფიული ობიექტის ადგილმდებარეობა, თუმცა ვერ ახერხებს სასაათო სარტყლების რუკასთან მის დაკავშირებას

უმეტესწილად ადეკვატყრად იყენებს თეორიულ ცოდნას და განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის კოორდინატებს და შესაბამისად შეუძლია ადგილობრივი დროის განსაზღვრა სასაათო სატყლების რუკის გამოყენებით.

ყოველთვის ადეკვატურად იყენებს თეორიულ ცოდნას და ზუსტად განსაზღვრავს გეოგრაფიულ კოორდინატებს და იყენებს სასაათო სარტყლების რუკას გეოგრაფიული ობიექტის ადგილობრივი დროის განსასაზღვრავად.

მათემატიკა:

1-3 არაადეკვატურად, ან ვერ იყენებს ვენის დიაგრამას და გეომეტრიულგარდაქმნებს პრობლემებისგადაჭრისას.

4-7 ადეკვატურად, მაგრამ ხარვეზებით იყენებს ვენის დიაგრამას. ნაწილობრივ ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს და ქმნის არასრულყოფილ ვიზუალურ პროდუქტს.

8-10 ადეკვატურად იყენებს ვენის დიაგრამებს რეალური ვითარების მოდელირებისას, ახდენს გეომეტრიულგარდაქმნებს ელექტრონულ საკოორდინატო სიბრტყეზე, ქმნის სრულყოფილ ვიზყალურ პროდუქტს პროგრამა გეოგებრაში. იკვლევს გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და იყენებს მათ პრობლემების გადაჭრისას.

10. საკლასო მენეჯმენტი _

საგანმანათლებლო რესურსები

http://www.parkroyalhotels.com/en/hotels/malaysia/penang/parkroyal/press_release/lighting_up

ტექნიკა და ინსტრუმენტები

8 კომპიუტერი, პროექტორი,ეკრანი, ცხრილი

 

ნაბეჭდი ლიტერატურა

1). ს.პ. კახიანი, ქ.მ. ბურძენიძე -“საკითხავი წიგნი ეკონომიკურ გეოგრაფიაში”-“A Reader in an Economic Geography”

2). I.A. Tenson, G.A.Voitova- “Habits And Ways”

3) ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი - ”შესავალი გეოგრაფიაში”.

4) Lia Goksadze, Tamar Pagava-New Wave.

 

  ქსეროასლერბი,ნახატები, ნაძერწი;

ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები

სლაიდები. ვებგვერდები:

http://kids.nationalgeographic.com/Games/GeographyGames/Geospy

http://mfeay.home.att.net/christmas86.htm

http://www.singaporepower.com.sg/publish/PR/Files/Approve/PR11_12254.html

http://aolatschool.factmonster.com/p/brainpop/latitudeandlongitude.html

 

http://images.google.ge/images?hl=kasa=3q=malaysia

http://images.google.ge/images?hl=kasa=3q=south+africa

http://images.google.ge/images?hl=kasa=3q=alaska

http://www.google.com/search?q=site:www.123newyear.com%20new%20year%20around%20world%20south%20africa


http://lemill.net/content/presentations/10d210d010d910d510d410d710d810da10d810e1-10d010db10e110d010ee10d510d410da10d8-10e110e310e010d010d710d410d110d8-1

Creative Commons License