cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ''ფიქრი მტკვრის პირას"

by nana zarkhozashvili — last modified 2011-01-09 01:56 Share

<!--
@page { size: 8.5in 11in; margin: 0.79in }
P { margin-bottom: 0.08in }
-->

1.გაკვეთილის თემა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,ფიქნრი მტკვრის პირას”

2.სწავლების საფეხური და

კლასი

საბაზო, VIII კლასი

3.საგნის დასახელება

მასწავლებლის სახელი და

გვარი

ქართული ლიტერატურა

ნანი ზარხოზაშვილი

4.მოსწავლეთა რაოდენობა

26

5.განსაკუთრებული

მიდგომების

საჭიროების მქონე

მოსწავლთა

რაოდენობა და პროფილი

_______








6.გაკვეთილის სასწავლო

მიზნები




. მოსწავლეები სათანადო არგუმენტების მოხმობით

იმსჯელებენ და ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას

წუთისოფლის რაობის შესახებ.

. მსჯელობიდან გამოიტანენ სათანადო დასკვნებს.

. იპოვნიან მსგავსებასა და განსხვავებას სხვადასხვა

ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც

შეიცავს მსგავს პრობლემას.

. ჩამოაყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში

ასახულ ზნეობრივ–ეთიკური ნორმების მიმართ.

. მოსწავლეები ამოიცნობენ ავტორის მიერ მიზნობრივად

გამოყენებულ ლექსიკას და ისაუბრებენ მათ

დანიშნულებაზე. (არქაიზმები)

. წერილობით გადმოცემენ საკუთარ თვალსაზრისს

კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.


7.მისაღწევი

შედეგი/ინდიკატორები

ქართ. VIII. 1. მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ

საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს

აუდიტორიის წინაშე.

. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით და

თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას; . მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;

ქართ. VIII . 5.მოსწავლე კითხულობს ტექსტებს, რომლებიც

შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას

კონკრეტულ საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ

დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ.

. პოულობს მსგავსებასა და განსხვავებას სხვადასხვა ავტორის

მიერ შექმნილ ისეტ ტექსტებში , რომლებიც შეიცავს ერთსა

და იმავე ან მსგავს პრობლემას;

. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული

ზნეობრივ–ეთიკურ პრობლემის მიმართ.

VIII. 8. მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის ასახსნელად.

. ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ

ლექსიკას




















8. თანმიმდევრობა

(აქტივობა, დრო)


























აქტივობა 1. გონებრივი იერიში.

მიზანი: აუმაღლოს მოსწავლეებს მოტივაცია. განუვითაროს

შემოქმედებითი აზროვნება და ჩამოუყალიბოს

განსხვავებული აზრის პატივისცემა.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს

ახსნან თუ როგორ ესმით სიტყვა ,,წუთისოფელი”.

მასწავლებელი ყველა მოსწავლის მოსაზრებას აფიქსირებს

მარკერით ფორმატზე. ამის შემდეგ მოხდება მათი

რანგირება და ყველაზე ღირებული მოსაზრების

მიმოხილვა.

დრო 5 წუთი.

აქტივობა 2. კითხვა–პასუხი

მიზანი: ლექსში დასმული პრობლემის ირგვლივ

განსჯითი ატმოსფეროს შექმნა

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი უსვამს კითხვებს

მოსწავლეებს მოცემული თემის ირგვლივ.

მოსწავლეები პასუხობენ სათანადო არგუმენტების

მიხედვით.

დრო 10 წუთი.

აქტივობა 3. წყვილებში მუშაობა.

მიზანი: მოსწავლეები ვახტანგ VI ლექსს ,, შეგონება”

ადარებენ ბარათაშვილის ლექსს, მსჯელობენ მსგავსება–

განსხვავებაზე.

აქტივობის აღწერა: მონიტორზე ჩნდება ვახტანგ VI ლექსი

,,შეგონება”, რათა უკეთ მოახდინონ შედარება.

მოსწავლეებს ეძლევათ წერითი დავალება

შეასრულონ წყვილებში ლექსში დასმული პრობლემის

ირგვლილვ.

სამუშაოს დასრულების შემდეგ კლასის წინ პრეზენტაციას

აკეთებს ერთი წყვილი.

მოსწავლეები ადარებენ საკუთარ ნამუშევრებს და

სრულყოფენ პასუხებს. განსხვავებული პასუხების

შემთხვევაში ხდება მათი მოსმენაც.

დრო 10 წუთი.

აქტივობა 4. პრაქტიკული სამუშაო.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მოძებნონ ტექსტში ავტორის

მიერ მიზნობრივად გამოყენებული ლექსიკისათვის

დამახასიათებელი არქაიზმები.

აქტივობის აღწერა: ისტ–ის გამოყენებით მონიტორზე

ჩნდება ბარათაშვილის ლექსი, მოსწავლეები

დააკვირდებიან და შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს

და მოძებნიან არქაიზმებს .

დრო 10 წუთი.











აქტივობა 5. წერითი დავალება ფერად ბარათებზე.

მიზანი: მოახდინონ მიცემული თემის გაანალიზება და

წერილობით მისი გადმოცემა.

აღწერა: ლექსის ანალიზის შედეგად მოსწავლეები

აყალიბებენ საკუთარ დამოკიდებულებას ადამიანის

დანიშნულების შესახებ და წერენ მოკლე თზისების სახით,

რომელსაც აკრავენ წინასწარ მომზადებულ ფორმატზე.

დრო 5 წუთი.

აქტივობა 6. საშინაო დავალება

მიზანი:წერილობით გადმოსცენ საკუთარი თვალსაზრისი

თემაზე ,, არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა

ემსგავსოს”. წერის დროს დაიცვან სალიტერატურო

ენის ნორმებს.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აძლევევს მოსწავლეებს

წერით დავალებას და მითითებებს, მოსწავლეები

ინიშნავენ დავალებას.

დრო 2 წუთი

აქტივობა 7. შეფასება.

მიზანი: მუშაობის შედეგების შეჯამება და ცოდნის შეფასება.

აღწერა: მასწავლებელი დაკვირვების საფუძველზე.

მოსწავლეებს აფასებს ერთი კომპონენტით–საგაკვეთილო

პროცესში ჩართულობა.

განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად აკეთებს

განმავითარებელ კომენტარებს.

დრო 3. წუთი.


9. შეფასება

შეფასების ფორმა–დაკვირვება

ტიპი – განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

შეფასება განხორციელდება ერთი კომპონენტით

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით


10. საკლასო მენენჯმენტი

საგანმანათებლო

რესურსები


ტექნიკა: პროექტორი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.


ფორმატი, მარკერი, ფერადი ბარათები.

ინფორმაციის წყაროები VIII კლ. სახელმძღვანელო ქართული ენა ლიტერატურა (როდონაია)

ნ. გრიგალაშვილი ,, სკოლაში შესასწავლი მწერლები.



http://

Creative Commons Attribution-ShareAlike License