cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ტეხილი, მრავალკუთხედი, სამკუთხედი, კვებითი ჯაჭვის რიცხვითი პირამიდა

by tamila natsvlishvili — last modified 2011-01-09 01:25 Share

1. გაკვეთილის თემა
ტეხილი, მრავალკუთხედი, სამკუთხედი.
კვებითი ჯაჭვის რიცხვითი პირამიდა.
2. სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო საფეხური,   VII კლასი
3. ინტეგრირებული საგნები
  საგნები         მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
 
  მათემატიკა           მანანა იაკობიშვილი
  ბიოლოგია            მაკა კაპანაძე
  ისტ             თამილა ნაცვლიშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
18
5. განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა და პროფილი
0
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
   გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები:

      მათემატიკა - შეძლებენ მარტივი და შეკრული ტეხილების გარჩევას, მისი მდგენების დასახელებას, ტეხილის სიგრძის გამოთვლას. შეკრული ტეხილებიდან ამოზნექილი მრავალკუთხედების ამოცნობას, მისი ელემენტების დასახელებას, სამკუთხედების კლასიფიკაციას გვერდებისა და კუთხეების მიხედვით, შესაბამისი ნახაზების შესრულებას, პერიმეტრების გამოთვლას, არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ნაცნობი ფიგურების ან მათი ნაწილების დასახელებას.

     ბუნებისმცოდნეობა - გაიგებენ ეკოსისტემაში არსებულ კვებით კავშირებს, შეექმნებათ წარმოდგენა რიცხვით პირამიდაში კვებითი ჯაჭვების შესახებ.


7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
მათ. VII. 9.მოსწავლე ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, ადარებს მათ სახეობებს და ახდენს კლასიფიცირებას.
    არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს, ან მათ ნაწილებს.
    აყალიბებს მიმართებებს(მაგ. ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს შორის.
 მათ. VII. 10. მოსწავლე წარმოადგენს გეომეტრიულ ობიექტებს ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
      აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს.
        ბუნებისმცოდნეობა -
 ისტ.VII.1 ახდენს ისტ-ის საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემოსტრირებას.
     იყენებს კლავიატურას, შეტანისა(თაგვი, დისტანციური მართვის პულტი და სხვა) და გამოტანის მოწყობილობებს(მონიტორი, პრინტერი), მათ შორის სხვადასხვა ტიპის ადაპტერებს(usb) ისტ-ის წარმატებით ფუნქციონირებისა და ეფექტურად მოხმარებისთვის.
8.თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
     საშინაო დავალების ანალიზი -5 წთ.
   კითხვების მეშვეობით მოსწავლეები გაიხსენებენ გეომეტრიის ძირითადი ცნებებს (წერტილი,წრფე, სიბრტყე), მონაკვეთის განმარტებას, დაფაზე დახაზავენ ტეხილს, მასწავლებელი მიუთითებს ტეხილის მდგენებსა და წვეროებს. მოხდება შეკრული ტეხილის განხილვა და ახალი ცნებების - მრავალკუთხედის, ამოზნექილი მრავალკუთხედის შემოტანა,  მრავალკუთხედიდან  სამკუთხედზე გადასვლა, სამკუთხედის ელემენტების გაცნობა, სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. 15წთ
   მომდევნო აქტივობა დაეთმობა საუბარს კლასგარეშე ლიტერატურიდან სამკუთხა რიცხვების შესახებ,  სამკუთხედების გამოყენებაზე არქიტექტურული ძეგლების, ხიდების კონსტრუქციების, შენობების დიზაინისა და მდგრადობისათვის. მოსწავლეები ისტ-ის გამოყენებით ნახავენ მსოფლიოში ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებსა და ხიდებს.  მოახდენენ ხელნაკეთი ფიგურების საშუალებით სამკუთხედის მდგრადობისა და სიმტკიცის დადგენას.(იხ. ელ. რესურსი საკ. მენეჯმენტში).(22 წთ.)
    ბიოლოგია:
     გაკვეთილზე კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად,   თვითონვე ახდენენ ჯგუფის ლიდერის გამოვლენას, რომელსაც აქვს იმ გჯუფის ყველა პასუხისმგებლობა, რათა ერთმანეთთან მოახდინონ კითხვების გაცვლა, უპასუხონ და იმსჯელონ განვლილ მასალაზე. (3წთ.)
   მასწავლებელი  ხსნის ახალ თემას და პროექტორის საშუალებით აჩვენებს კვებითი ჯაჭვის რიცხვით პირამიდას.(იხ.ელ. რესურსი საკ. მენეჯმენტში). მოსწავლეები მსჯელობენ ახალი მასალის ირგვლივ.(7 წთ).
   საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის კრიტერიუმით, შესწავლილ საკითხებზე ვარაუდის გამოთქმა, ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა, კითხვების დასმა, პასუხის გაცემა და დასაბუთება.(3წთ).
 მათემატიკა - სიტყვიერი შეფასება წახალისების მიზნით და ინდივიდუალური. (5წთ)
  


9. შეფასება
   საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის კრიტერიუმით შესწავლილ საკითხებზე ვარაუდის გამოთქმა, გჯუფურ მუშაობაში მონაწილეობა, კითხვების დასმა, პასუხის გაცემა და დასაბუთება (3წთ)
  მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასება წახალისების მიზნით.
    იხ. დანართი №
10. საკლასო მენეჯმენტი

 საგანმანათლებლო რესურსები
რვეულები, კალმები, კომპიუტერი, პროექტორი, ცარცი, დაფა, სახაზავი, პირამიდა, ხელნაკეთი სამკუთხა და ოთხკუთხა ფიგურები, ფორმატზე დახაზული ფიგურები.
 მათემატიკა VII კლ. I ნაწ. ნ. ჯაფარიძე, მ. წილოსანი, ნ. წულაია.  გამომცემლობა “საქართველოს მაცნე“ თბილისი 2006.
  “მათემატიკა. სერიოზული და სახალისო“ ა. ბენდუქიძე
გამომცემლობა “ნაკადული“, 1988წ.

 რ.გოხელაშვილი, ნ. ლაღიძე  -  ბიოლოგია  VIIკლასი გამომცემლობა “ბუნება პრინტი“  2008წ.
   ელექტრონული რესურსები:
http://lemill.net/content/webpages/10ee10d810d310d410d110d8-10de10d810e010d010db10d810d310d410d110d8/view
http://lemill.net/content/webpages/10d910d510d410d110d810d710d8-10ef10d010ed10d510d810e1-10e010d810ea10ee10d510d810d710d8-10de10d810e010d010db10d810d310d0/view
   ვებ.გვერდები:
  www.google.ge
  


ტეხილი, მრავალკუთხედი, სამკუთხედი, კვებითი ჯაჭვის რიცხვითი პირამიდა


Georgian

Creative Commons License