cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ტყის მცველი ფრინველები(გაკვეთილის გეგმა)

by ლეილა ხმიადაშვილი — last modified 2011-01-09 01:27 Share

გაკვეთილი თემა ი. გოგებაშვილი  ,,ტყის მცველი ფრინველები“
სწავლების საფეხური და კლასი Iსაფეხური/III კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი  ქართული, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა, ისტ/მარინე გოგნაძე, ლეილა ხმიადაშვილი
 მოსწავლეთა რაოდენობა  29
 განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა და პროფილი  
 გაკვეთილის საწავლო  მიზნები(საგნების მიხედვით)  ქართული

 ა) ზეპირმეტყველების  უნარის  განვითარება.  სათაურისა და ტექსტის  შინაარსის ურთიერთმიმართებაზე მსჯელობა.

 ბ) ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება. ტექსტის დაყოფა აბზაცებად და გაანალიზება.

 გ)  კითხვის უნარის გავარჯიშება:  ტექსტის წაკითხვა და გაგება.

  ტექსტის ლექსიკური დამუშავება. 

 ბუნება  

 ა) გამოუმუშავდეთ მოსწავლეებს ბუნების უსაზღვრო სიყვარული, მისი მოვლის და გაფრთხილების უნარ-ჩვევა.   

 ბ) მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მავნე მწერების მოსპობით ფრინველებს დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის.

 გ) გაიაზრონ, რომ თვითოეული მოკლული ფრინველი ან          განადგურებული ბუდე ნიშნავს, რომ გადარჩება ათასი მწერი, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს სოფლის მეურნეობას. 

ხელოვნება

ა) ამოიცნონ ძირითადი და შედგენილი ფერები.

ბ) შექმნან შესაბამისი ნახატი.

გ) ნახატში განავითარონ ფანტაზიის უნარი. 

 მუსიკა  

შეექმნათ  მუსიკით გამოწვეული ემოცია. 

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები  ქართული III.1.  

1) სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.

2) ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ  ფაქტებს, პერსონაჟებს. ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის.

 III. 3

3)   ამოიცნობს, განსაზღვრავს საუბრის თემას

4)   საუბრის თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს.

3)  მართებულად სვამს კითხვებს: ვინ? რა? როგორი? რომელი? და კითხვით წინადადებაში მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე.

4)  სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში.

5)  კითხულობს მცირე ზომის მოთხრობებს,  ლექსებს. 

   III. 5.

9) გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.   

ბუნება  

 III.2

1) ილუსტრაციაზე, ბუნებაში ამოცნობის და ახასიათებს სხვადასხვა საარსებო გარემოში (წყალი, ჰაერი, ხმელეთი, ტყე) მობინადრე ორგანიზმებს.

2) ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ: სორო, ბუდე, სახლი) და აღწერს მისი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას.

 4)  III. 12

ადარებს ბუნებრივ და ხელოვნურ  საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებურებებზე. 

 ხელოვნება

1)  III.1. ადგენს ფერის ბორბალს და ამოიცნობს კონტრასტულ ფერებს (წითელი-მწვანე,  ყვითელი-იასამნისფერი, ლურჯი-ნარინჯისფერი)

 2) III. 2 ხატავს ფანქრით, ფლომასტერით.

 3) III.3  ნახატში გადმოსცემს გარემოზე დაკვირვების შედეგად წარმოშობილ ასოციაციებს.

 4)III.5  ღებულობს მონაწილეობას საკლასო ოთახის, ეზოს დასუფთავება-გალამაზებაში.

10)  III.7  ამბობს, რა მოსწონს ნამუშევარში და რა-არა.

11)  უსმენს მასწავლებლისა და თანაკლასელის აზრს.

12)  აღწერს ნაწარმოების შინაარსს.

13)  სვამს და პასუხობს კითხვებს ნამუშევრის წარდგინების  დროს.

14)  წარმოადგენს ნამუშევრებს ფართო აუდიტორიის წინაშე.

15)  ს.გ. III 8  საუბრობს ნამუშევრით აღძრულ  შთაბეჭდილებებზე.

მუსიკა  

1. მუს. 111.  8.  ამოიცნობს და ასახელებს ნაცნობ მელოდიას, მუსიკალურ თემას.

2. მუსიკით გამოწვეულ განწყობილებას, ემოციას გადმოსცემს ნახატში.

3.  მუს 111.  12. საუბრობს იმაზე, რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები.

ისტ.

1. იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის გასაუმჯობესებლად;

2. ამოიცნობს და ასახელებს ისყ-ს საშუალებებს დამატზე საუბრისას ასაკის შესაბამისად იყებებს სწორ ტერმინოლოგიას;

3. ისტ-ს სასუალებების გამოყენებისასჯგუფში ტანამშრომლობს როგორც თანაკლასელებთან, ასევე მასწავლებელთან და მშობლებთან საკლასო ოთახის გარეთ.

 თანმიმდევრობა(აქტივობა და დრო)  გაკვეთილი იწყება მისალმებით.

მოგესალმებით ბავშვებო!  კოლეგებო!  მშობლებო!  ყველას მოგეფერებით. მე კი ვთხოვ ჩემს მოსწავლეებს  მოეფერონ ჩვენს სამშობლოს-საქართველოს. (რამდენიმე მოსწავლე მოეფერა საქართველოს). ახლა მოვისმინოთ, როგორ ეფერებოდა ანა კალანდაძე საქართველოს. მოვასმენინებ ანა  კალანდაძის ტექსტზე ,,ცისფერი ტრიოს“ მიერ შესრულებულ სიმღერას ,,სხვა საქართველო სად არი?“

 მასწ.-მართლაც საქართველოსნაირი ლამაზი, ხვავიან-ბარაქიანი  ქვეყანა მე არსად მეგულება.

რა გვქონდა ქართულ ენაში გაკვეთილად?

პასუხი:უნდა მოგვეძია ინფორმაცია ა. კალანდაძეზე და გვესწავლა მის მიერ დაწერილი ლექსი ,,ბეთანიის გზაზე“.

(პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ა. კალანდაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სურათებს, მის სახლს ჩოხატაურის რნ-ის სოფ ხიდისთავში, მის დაკრძალვას და ა. შ.)

ბავშვებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია, რომ ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წ. ჩოხატაურის რნ-ის სოფელ ხიდისთავში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ 22 წლისამ გამოაქვეყნა ლექსების I კრებული,  მის ლექსებში დიდი განცდებით არის გადმოცემული სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული. მისი პოეტური კრებულები რამდენჯერმეა გამოცემული. გარდაიცვალა  2008 წელს.

ამის შემდეგ მე ვეუბნები, რომ ანა კალანდაძე დასვენებულ იქნა სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქმა მას გადაუხადა სამოქალაქო პანაშვიდი, რათა მთელ ერს პატივი მიეგო მისი ხსოვნისადმი.

 თუ გალაქტიონ ტაბიძე XXს-ის პოეზიის მეფეა, ის XX-ის პოეზიის დედოფალია.

ერთ-ერთმა მოსწავლემ შემომთავაზა ა. კალანდაძის ლექსი, „ ბეთანია,“ რომელიც

ა. კალანდაძემ დაწერა 1962 წელს.

„ ბევრი წყარო და ბევრი ხევიაბეთანიამდე, 

სადაც სანთელი მარადისობის  იწვის ნიადაგ,

სად დიდებული მეფეთ-მეფე დგას ხელაპყრობილი,

რომ ქართველობას ისევ მაღალი აზრი მოჰფინოს-

კვლავ სამშობლოსთვის მთხოვნელი არი  შუქმირიადი

ბევრი წყარო და ბევრი ხევია  ბეთანიამდე. 

ლექსს „ ბეთანიის გზაზე“ იტყვის ორი მოსწავლე.  

1) მასწ.   სად მდებარეობს ბეთანიის ტაძარი?

- თბილისის სამხრ. დასავლეთით, 16 კმ-ში ვერეს ტყის ხეობაში, მდ. ვერის მარჯვენა ნაპირზე.

2)  მასწ.   რომელ საუკუნეში და რომელი მეფის მიერაა იგი აგებული?

-  XII – XIII ს-ში თამარ მეფის დროს.

3)  მასწ.  წელიწადის რომელ დროს  უმგზავრია პოეტს ბეთანიის გზაზე?

შემოდგომით.

4)  მასწ .  ნათქვამი დამისაბუთეთ  ლექსიდან.

- „მივდივართ, მივდივართ ცივი

   სექტემბრის ქარები ქრიან.“

5)  მასწ.   რა ფერები აქვს ამ დროს ბუნებას? 

-  წითელი, ყვითელი, მწვანე.

6)  მასწ.  წითელი, ყვითელი და მწვანე როგორი ფერებია? 

-  წითელი და ყვითელი ძირითადი ფერებია. მწვანე კი შედგენილი ფერია. მიიღება ლურჯი და ყვითელი ფერით.  

7)  მასწ.   რომელი ბუჩქები ენაცვლება  გზადაგზა? 

-  ასკილის, მოცხარის, მოცვის, კუნელის.

8)  მასწ. როგორი ბუჩქებია ასკილი, მოცხარი, მოცვი, კუნელი?

- სამკურნალო.  

9)  მასწ.   რომელი ხეების ფოთლებს დაუფარავს გზა?

- წაბლის, იფნის, მუხის.

10)   მასწ .  როგორ აღწერა პოეტმა გზის გასწვრივ აღმართული მთები?

 ლამაზი მხრები, გაშალეს  ლამაზმა მთებმა.

11)   მასწ .  რა ხერხს მიმართა ანა კალანდაძემ ამ სტრიქონის დაწერის დროს?

- გაასულიერა მთები.

12)   მასწ . კიდევ რომელი მწერალი მიმართავდა ხშირად გასულიერების ხერხს?

- ვაჟა- ფშაველა, აკაკი წერეთელი და სხვ. 

  მასწ .   წელიწადის დროთაგან ვარჩევ ადრე გაზაფხულს, გვიან შემოდგომას. მაინც ქებას  ვიტყვი გაზაფხულისას, რადგან დიდი სინათლე მოდის  დედამიწიაზე, სინათლე და მასთან - იმედი.

 მიყვარს ამომავალი და ჩამავალი მზის ფერები, ძოწისფერი, მეწამული.

მიყვარს ტყე შემოდგომით - წერდა ა. კალანდაძე.

ვსვამ კითხვას: რა ვიცით ტყის შესახებ?

პროექტორის საშუალებით ვაჩვენებთ ტყის სურათებს.

  1. ს. პ. - ტყე წვიმის წყალს იფარავს მზისაგან და ქარისაგან.
  2. ს. პ. - ხეებიდან წვიმის წყალი მიწაში ჩადის, გროვდება და საბოლოოდ წყაროებსა და მდინარეებს აჩენს.
  3.  სადაც ბევრი ტყეა, იქ წყალიც უხვად არის. უტყეო ადგილას მცხოვრებთ კი წყალი ძალიან ცოტა აქვთ და გვალვაც მოსავალს უნადგურებს.
  4. ტყე ადამიანის ჯანმრთელობისათვისაც ძალზე  სასარგებლოა. ტყის ფოთოლი თუ წიწვი ჰაერს წმენდს, აჯანსაღებს.
  5. ტყის ახლოს მცხოვრები ადამიანები უფრო ჯანმრთელნი არიან.
  6. ტყე გვაძლევს შეშას, საამშენებლო მასალას. მისგან მზადდება იატაკი, კარ-ფანჯარა, ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.

კითხვა:

1)ადამიანები  თუ უფრთხილდებიან ტყეს?

 ს.პ. პასუხი:

 ზოგჯერ არ უფრთხილდებიან, ჭრიან ხეებს, ანაგვიანებენ ტყეს, ტყეში ტოვებენ ანთებულ კოცონს, რამაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.

დიახ ბავშვებო, ოდნავ მბჟუტავმა ნაკვერჩხალმაც კი შეიძლება დიდი ხანძარი გააჩინოს. 1 ხისაგან 3 მილიონი ასანთი შეიძლება დამზადდეს. 1 ასანთით კი მილიონობით ხე დაიწვას. ტყის მოვლა მარტო მეტყევეების საქმე კი არაა, არამედ ყველა ადამიანის, თვითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა.

მართლაც ტყე ბუნების განსაკუთრებული ფენომენია. აქ ყველა პოულობს სულიერ საზრდოს. მეცნიერი ახალ-ახალი გამოცანების წინაშე დგება, მხატვარს აოცებს ფერთა უსასრულო გამა, მუსიკის ბგერები, სკულფტორს ფორმათა სრულყოფა, ბუნების რიგით მოყვარულს კი ბუნების უსაზღვრო მრავალფეროვნება.

ტყე უთვალავი სასარგებლო პროდუქტის მომცემია. ის ხომ უამრავი ძვირფასბეწვიანი ცხოველია, სოკოები და ველური ხილი, მედიკამენტები და თაფლოვანი  ყვავილია, ნიადაგში ტყის რეჟიმის შენარჩუნებულია.

თუ ადამიანები ტყეს სათანადოდ არ უფრთხილდებიან, სამაგიეროდ  ფრინველები უწევენ მას დიდ სამსახურს. 

 უჩვენოდ წყარო დაშრება,

 ვერ იბიბინებს ეს ყანა,

 ლამაზ ფრინველებს თუ მოვსპობთ,

 მწერებს დარჩებათ ქვეყანა.

  თუ მოგვთხრით, თქვენც მოითხრებით,

  ზვავი გვყავს ფეხით დაბმული

  ფესვის ბრჭყალებით გვიჭირავს,

  ბერმუხებს  მთელი მამული.                                                                        

 მასწავლებელი: რა სარგებლობა მოაქვთ ფრინველებს ტყისთვის?

-სავარაუდო პასუხი: ფრინველები მწერებით იკვებებიან, მავნე მწერების მოსპობით მათ დიდი სარგებლობა მოაქვთ ტყისთვის.

  1. მასწავლებელი: ხომ ვერ დამისახელებთ ტყის მცველ ფრინველებს?

-სავარაუდო პასუხი: მერცხალი, წიწკანა, ტარბი, წივწივა, ოფოფი, გუგული, კოდალა, ტოროლა და სხვა.

პროექტორით ვაჩვენებ ფრინველების სურათებს. მათგან გამოვყოფ გუგულს და კოდალას.

ვსვავ კითხვას: რა ვიცი მათ შესახებ?

სავარაუდო პასუხები:

კოდალა- გარეული ფრინველია, აქვს გრძელი ნისკარტი, ცხოვრობს ხის ფუღუროში, მიირთმევს მწერებს, ეძახიან „ტყის სანიტარს“.

გუგული- გარეული ფრინველია, ხმით გამოსცემს თავის სახელს, მიირთმევს მწერებს.

მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ წიგნები. I, III, V ჯგუფის მოსწავლეებმა წაიკითხონ იაკობ გოგებაშვილის „ტყის მცველი ფრინველების“ I და II აბზაცი და გაუგებაერ სიტყვებს ფანქრით გაუსვან ქვეშ ხაზი. II და IV ჯგუფის მოსწავლეებმა კი II და IV აბზაცი. ჩუმი კიხვის შემდეგ ვსვავ კითხვებს:

1)  როგორ იჭერს კოდალა მატლებს?

2) რითი არის გუგული სხვა ფრინველებისგან გამორჩეული?

ჯგუფებს ვურიგებ ირაკლი აბაშიძის ლექსებს კოდალასა და გუგულზე. მოსწავლეები კითხულობენ ყურადღებით და ვუსვავ კითხვას:

 მასწავლებელი: რა გაიგეს მათ ისეთი, რაც აქამდე  არ იცოდნენ კოდალასა და გუგულის შესახებ?

სავარაუდო პასუხი: გაიგეს, რომ კოდალა ფუღუროს თვითონ გამოხრავს და სიკვდილამდე დედალი და მამალი კოდალები შიგ ცხოვრობენ. ერთად ზრუნავენ შვილების აღზრდაზე. გუგულის შესახებ კი გაიგეს ის რომ თუ სხვა ფრინველი კვერცხს 4-5 დღეში დებს, ის უნდება თვე ნახევარს, ამიტომ სანამ ბოლო კვერცხს დადებს პირველი გალაყდება. გუგული სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. დედა ჩიტი თავის ბუდეში სხვის ნაშიერს ვერ არჩევს, თუმცა ის მის ბარტყებზე დიდია.

კითხვა: როდის უჭირთ ფრინველებს ყველაზე მეტად?

პასუხი: ზამთარში.

კითხვა: როგორ დავეხმაროთ ჩვენთან დარჩენილ ფრინველებს?

სავარაუდო პასუხი: გავუკეთოთ საკვებური, დავუყაროთ პურის ნამცეცები.

აქტივობა: პრობლემის გადაწყვეტყის სავარჯიშო

ჯგუფებს ვუკითხავ სიტუაციურ ამოცანას.

ერთ-ერთ ქალაქში მცენარეებს გაუჩნდათ უცხო დაავადება. გადახმა ტყე-ველი. რას შეიძლება გამოეწვია მცენარეთა განადგურება? დაეხმარეთ ქალაქის მცხოვრებლებს იპოვონ გამოსავალი.

ჯგუფებმა დავალება წარმოადგინეს ნახატის საშუალებით. ხუთივე ჯგუფის მოსწავლეებმა დახატეს უამრავი ხე და ამით გადაარჩინეს ტყე გადაშენებისგან.

მასწავლებელი: 17 სექტემბერი ტყის დაცვის დღეა. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ ტყის ფასი. განა ტყუილად უთქვამთ მამა-პაპებს: 

 „ ტყე შეუნახე შვილებსა მამა ხარ, შენი ვალია. „

  „ქორწინების წინ ხე დარგე,

   შვილი გეყოლა ხე დარგე,

   ხე დარგე როცა მოიწყენ,

   როცა მოილხენ ხე დარგე.

   ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

    შენც ადექი და ხე დარგე.“

გავდივართ სკოლის სკვერში და ვრგავთ ხეებს.

I ეტაპი

მისალმება, საშინაო დავალების შემოწმება

5-7 წთ.

II ეტაპი

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი. ახალი

მასალის ახსნა. წიგნზე მუშაობა.

25-30 წთ.

III ეტაპი

სიტუაციური ამოცანა ჯგუფებში

3-5 წთ.

IV ეტაპი

პრეზენტაცია

4-5 წთ.

 შეფასება  

 1) მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება.                        

    2) ლიდერის მიერ ჯგუფის მუშაობის შეფასება

    3) თვითშეფასება.

 საკლასო მენეჯმენტი/საგანათლებლო რესურსები  

 კომპიუტერი, პროექტორი, სურათები, სახელძღვანელო, დაფა,

მარკერი, ცარცი, ფერადი ფანქრები, ქაღალდი, მაგნიტოფონი,

 ბარი, ნერგები.

www.google.ge

www.avoe.ge

www.hop.ge


iii კლასი, გაკვეთილის გეგმა


Georgian

Creative Commons License