"წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი"
|
1. გაკვეთილის თემა |
”წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი" |
||
|
2. სწავლების საფეხური და კლასი |
საშუალო X კლასი |
||
|
3. ინტეგრირებული საგნები მასწავლებლების სახელი, გვარი |
საგნები |
მასწავლებლ ( ებ ) ის სახელი, გვარი |
|
|
ქართული ენა და ლიტერატურა საქართველოს ისტორია |
ლია ჩქარეული მაია ჯორბენაძე |
||
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა |
18 |
||
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი |
–– |
||
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით ) |
ქართული ენა და ლიტერატურა: მოსწავლეები გაეცნობიან და აღწერენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას, გაანალიზებენ მის სხვადასხვა ჟანრის რამდენიმე თხზულებას, გამოიკვლევენ და გამოთქვამენ აზრს ილიას ეპოქისა და თანამედროვეობის კავშირის შესახებ. იმსჯელებენ ამ საკითხის გარშემო,შეძლებენ მოცემული მასალის ანალიზს, სინთეზს და შეფასებას. საქართველოს ისტორია .გაიგონ, გამოიკვლიონ, ვინ მოჰკლა ილია ჭავჭავაძე და გაიაზრონ რატომ დამთავრდა ამით ”ეპოქა დიდი. ისტ . შექმნან ბლოგი ილიას შესახებ და მასზე განათავსონ ინტერნეტისა საშუალებით მოძიებული ინფორმაცია |
||
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები |
ქართული: X.1 მოსწავლე მონაწილეობს საკლასო დისკუსიებში დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ და ჯგუფის საერთო პოზიციას; მსჯელობს არგუმენტირებულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს. იყენებს ფაქტებს და ციტატებს საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად; X.8 მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ(პუბლიცისტურ) ნაწარმოებებს, გამოხატავს საკუთარ აზრს; საუბრობს იმის შესახებ,თუ რაზე დააფიქრანაწარმოებმა(პუბლიციტურმა თხზულებამ) აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების გმირის ან ავტორის შეხედულებებს; საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება/ან არ შეესაბამება, ის რაც ნაწარმოებშია ასახული მის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და შეხედულებებს X.9 მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა სახის მხატვრულ ნაწარმოებს განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას/პრობლემას განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან, მსჯელობსთუ როგორ აისახა ეპოქის ისტორიული ვითარება ამა, თუ იმ ნაწარმოებში
საქართველოს ისტორია ისტ. X. 1.
მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ისტ ახდენს ისტ-ის საშულებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის იყენებს ისტ-ის საშულებებს (მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა |
||
|
8. თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) |
გაკვეთლი 1. ქართული ენა და ლიტერატურა საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს ვასმენინებთ სიმღერას "ჩემო კარგო ქვეყანავ" მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის სათაურს და მიზანს: ჩამოაყალიბონ (გამოკვეთონ )აზრი ილია ჭავჭავაძის ადგილზე თანამედროვე ცხოვრებაში და შექმნან ბლოგი ამავე სახელწოდებით 5 წთ აქტივობა 1. ჯგუფებს საშინაო დავალების სახით მიცემული აქვთ თემები: 2. "რა გითხრათ, რით გაგახაროთ " 3. "ბედნიერი ერი " მოსწავლეები ახდენენ მიცემული დავალებების პრეზენტაციას,(დავალებები წარმოდგენილია ელექტრონული ვერსიის სახით,რომ შემდგომში შეტანილი იქნას ბლოგში, რომელიც უნდა შევქმნათ ამავე სათაურით) იმართება მსჯელობა ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებზე. 20წთ აქტივობა 2. გონებრივი იერიში მასწავლებელი :გთხოვთ დაფიქრდეთ და უპასუხოთ კითხვებს: რა მისია დააკისრა განგებამ ილიას? ცხოვრების მანძილზე ილიამ ბევრჯერ იგემა გულისტკენაც და იმედგაცრუებაც, შეეძლო თუ არა მას უარი ეთქვა არჩევანზე? რა გახდა ილიას ჯვარი, რომლის მეოხებითაც იგი წმინდანად შეირაცხა? 7 წთ აქტივობა 3. დისკუსია მასწავლებლის უშუალო მონაწილეობით მოსწავლეები მსჯელობენ წმინდა ილია მართლის და თანამედროვეობის ურთიერთმიმართებაზე.(მასწავლებელი აძლევს დისკუსიას სწორ მიმართულებას) მუშაობის დასასრულს მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე: ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ჩაგვაფიქრებს იმაზე, თუ ვინ ვართ და რას გვავალებს ქართველობა მოსწავლეებს ეძლევათ დავალება; დაწერონ ესე თემაზე: ”გზა გოლგოთიდან ამაღლებამდე (წმინდა ილია მართალი) 12-13 წთ
გაკვეთილი 2. ისტორია გაკვეთილი მიმდინარეობს კომპიუტერულ ოთახში. საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად მოვასმენინოთ ნაწყვეტი კოტე მახარაძის სპექტაკლიდან "ილია ჭავჭავაძე"(10 წთ) მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს,რომელიც სავსებით გასაგები გახდა ნაწყვეტის მოსმენის შემდეგაც. აქტივობა 1. გონებრივი იერიში მასწავლებელი სვამს კითხვებს: 1.რა იცით ილიას მკვლელობის შესახებ? 2." მე–19 საუკუნე იყო ის ხანა,როდესაც გართველთათვის მეორედ შობა მოხდა და საქართველომ სცნო და იპოვა თავისი დაკარგული სახე. ილია ამშობიერების ბებიაც იყო, ამ დაკარგული სახის მაძიებელ– აღმდგენელი"– ეთანხმებით თუ არა არჩილი ჯორჯაძის ამ მოსაზრებას? აქტივობა 2. დისკუსია მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე ნახეს თომა ჩაგელიშვილის ფილმი "ვინ მოკლა ილია,"რომელზე დაყრდნობითა და მოძიებული ინფორმაციის მიხედვით იმართება დისკუსია: ილიას დროინდელი საქართველოსა და მისი როლის განსაზღვრის შესახებ.(15 წთ) აქტივობა 3. შეფასება ჩატარებული სამუშაოს შემდეგ მასწავლებელი აფასებს ბავშვებს თვალსაჩინო ადგილას გაკრული შეფასების რუბრიკების ცხრილის მიხედვით. კლასში არის მოსწავლეთა ჯგუფი, რომელმაც იცის GEARN-ის საგანმანათლებლო ქსელში ბლოგის შექმნა. ამ ჯგუფის ინიციატივით მოსწავლეები შექმნიან საწყის ბლოგს ილიას შესახებ და თავიანთ მოძიებულ ყველა ინფორმაციას,თემას თუ ჩანახატს განათავსებენ ამ ბლოგზე( ბლოგში მუშაობა შეუძლია კლასის თითოეულ მოსწავლეს ცალ–ცალკეც) (7–8 წთ)(ბლოგი: წმინდა ილია მართალი ) აქტივობა 4. შეჯამება მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს სადაც იკვეთება, თუ რა განიხილეს, რა გამოიკვლიეს და რა არის მომავლში გასაკეთებელი. მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ილიამ შექმნა ეპოქა და გადაარჩინა საქართველო. (3–4 წთ) მოსწავლეებს მადლობას გადავუხდით ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისთვის და საშინაო დავალებად მივცემთ თემებს: 1.ვინ და რატომ მოკლა ილია? 2. ილია – დიდი ეპოქის შემქმნელი. (მითითება:ამ თემების პრეზენტაცია უნდა მოხდეს ელექტრონული ვერსიის სახით, რათა შემდგომში განთავსებული იქნას მოსწავლეების მიერ შექმნილ ბლოგში)(2 წთ) |
||
|
9. შეფასება |
ქართული ენა და ლიტერატურა
1–3 ქულა–მოსწავლე ავლენს ლიტერატურის ზედაპირულ ცოდნას 4–7 ქულა– მოსწავლე ავლენს წიგნიერებას, ნაკითხობას, თუმცა მის მიერ მოშველიებული ლიტერატურული მასალა ყოველთვის ბუნებრივად არ არის დაკავშირებული პრობლემასთან 8–10 ქულა–მოსწავლე ავლენს ლიტერატურის,შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოებებისცოდნას საჭიროებისამებრ, ბუნებრივად იყენებს ზოგადი პრობლემის გადაჭრისას. 10 ქულით შეფასდა-4 მოსწავლე 9 ქულით-2 მოსწავლე 8 ქულით- 4 მოსწავლე 7 ქულით - 3 მოსწავლე 6 ქულით - 5 მოსწავლე ისტორია შეფასების რუბრიკების ცხრილი 1–3 ქულა – მოსწავლე ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას. გამოხატავს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას. მონაწილეობს დისკუსიებში მხოლოდ ზოგჯერ 4–7 ქულა– მოსწავლე ცდილობს იყოს აქტიური, ერთვება დისკუსიებშიც, მაგრამ ნაწილობრივ არის მომზადებული. 8–10 ქულა – მოსწავლე მუდმივად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, დისკუსიებში ამჟღავნებს ღრმა და საფუძვლიან ცოდნას, პატივს სცემს სხვის აზრს. გაკვეთილის პროცესში აგტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა მოსწავლე და 8–10 ქულით შეფასდა 9 მოსწავლე, 4–7 ქულით – 7 მოსწავლე, 2 მოსწავლე არ იყო გაკვეთილისთვის მზად |
||
|
10.საკლასო მენეჯმენტი _ საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერები, პროექტორი, ვიდეო და აუდიო მასალები( კოტე მახარაძის სპექტაკლი "ილია ჭავჭავაძე",თომა ჩაგელიშვილის ფილმი) საძიებო სისტემა: google.ge ჯავახიშვილი ივანე."ილია და საქართველოს ისტორია"ტფ.1938წ ჯიბლაძე გ. "ილია ჭავჭავაძე" თბ.1983–84წწ ბაქრაძე ა. "ილია ჭავჭავაძე" 2006წ თაყაიშვილი ექვთიმე "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა" შარაძე გ. "სულის მზიანობა" თბ.1983წ |
||
პროდუქტები, რომლებიც შეიქმნა ამ გაკვეთილისათვის მოსწავლეების მიერ :
ბლოგი : წმინდა ილია მართალი
თემა ქართულ ენასა და ლიტერატურაში: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ"
თემა ქართულ ენასა და ლიტერატურაში :" ბედნიერი ერი"
თემა ქართულ ენასა და ლიტერატურაში : მგზავრის წერილები
თემა ისტორიაში :"ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი"
ილია,
ინტეგრირებული,
მე–10 კლასი,
ისტორია,
ქართული,
გაკვეთილის გეგმა,
63–ე სკოლა
Georgian

