cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი -"შვილები"

by მარიკა ტლაშაძე — last modified 2011-01-09 01:01 Share

გაკვეთილის თემა  ჯიბრან ხალილ ჯიბრანი ,,შვილები“
სწავლების საფეხური და კლასი  საშუალო, XII კლასი

 ინტეგრირებული საგნები,

მასწავლებლის სახელი და გვარი

 

ქართული ენა და ლიტერატურა-მარიკა ტლაშაძე;

ინგლისური ენა - ლედი ჟღენტი, ლალი ქურდაძე;

ისტორია - ლელა კაკაშვილი

ისტ - მარიკა ჩიტაძე
 მოსწავლეთა რაოდენობა  27

 განსაკუთრებული მიდგომების,

საჭიროებების მქონე

მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

 -

 აქტივობის მიზნები და

მისაღწევი შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

ქართული ენა და ლიტერატურა:

  • ძველი   (ფრანც კაფკა ,,წერილი მამას“)  და ახალი მასალის (ჯიბრანის ,,შვილები“)  დაკავშირებასა და ინტერპრეტაციას;
  •  სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე მსჯელობას; 
  • წაკითხულ ნაწარმოებში მხატვრული სახეების ამოცნობასა და  მათი ეფექტურობისა და მნიშვნელობის შეფასებას;
  • ტექსტთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავებას;
  • განსხვავებული აზრის პატივისცემასა და კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას;
  •  აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარის განვითარებას;
  • ესეს წერის უნარის დახვეწას.

ინგლისური:

  • სათანადოდ  გამოიყენოს კითხვის სტრატეგია;
  • მოიძიოს უცნობი სიტყვები და გამოთქმები თავისთვის მისაწვდომ რესურსებში;
  • გაავლოს პარალელი უცხო და მშობლიურ კულტურას შორის;
  • გაიმდიდროს ლექსიკური ცოდნა;
  • ითანამშრომლოს გუნდის წევრებთან;

ისტორია:

  • ერთი და იმავე პრობლემის ანალიზს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში (მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ მსოფლიოს დასავლური და აღმოსავლური ნაწილის წარმომადგენლების აზროვნების მანერას );
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარებას;
  • პრეზენტაციის უნარის დახვეწას;
  • გუნდური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის
     უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაs.

ისტ:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
  • სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტის საშუალებით და მოპოვებული მასალის მიზნობრივად გამოყენებას;
  • ისტ-ის გამოყენებით პრეზენტირების უნარ-ჩვევების დახვეწას.

 ეროვნული სასწავლო გეგმით

განსაზღვრული მისაღწევი

შედეგი/ინდიკატორები

ქართული ენა და ლიტერატურა:

ქართ. XII.5

  • აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში;
  • გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ შეიცვლებოდა კონკრეტული ტექსტი, იგი სხვა სოციალური, კულტურული ან ისტორიული კონტექსტის ამსახველი რომ ყოფილიყო;
  • კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;
  • კითხულობს თარგმანებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ერთი და იმავე ნაწარმოების ორი (ან მეტი) თარგმანის თაობაზე.

ქართ. XII.6

  • მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
  • მსჯელობს იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ნაწარმოებში ასახულ შეხედულებებსა და ფასეულობებს შორის არსებულ განსხვავებებს განაპირობებს;
  • ცვლის ნაწარმოებში ასახული მოვლენების კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობის ფორმები), საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.

ქართ. XII.8

  • წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და აფასებს მათს ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
  • გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას.

ინგლისური ენა:

უცხ. XII.15

  • პირველ ეტაპზე ეცნობა ტექსტს;
  • შემდეგ ეტაპზე გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს: 1. ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ და არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით; 2. უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი);
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილს.

უცხ. XII. 21

  • დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების გზას (იხ. უცხ.X.24)
  • ეფექტიანად იყენებს რესურსებს (იხ. უცხ.X.26)
  • მოსწავლე თანამშრომლობს მეწყვილესთან, გუნდის წევრებთან (იხ. უცხ. X.25-26)

უცხ. XII. 24

  • ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
  • კორექტულად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას;
  • ავლებს პარალელებს, პოულობს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობები, დამოკიდებულებები);

ისტორია:

ისტ. XII.6.

  • მოსწავლე იკვლევს სხვადასხვა კულტურის ურთიერთობასა და ურთიერთგავლენას

ისტ:

  • ამოიცნობს და გამოყოფს თანამედროვე და მოწინავე ისტ-ის შესაძლებლობებს, შეარჩევს ისტ-ის საშუალებებიდან შესაბამისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირადი ან სასწავლო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  • შეარჩევს და იყენებს ისტ-ის საშუალებებს სასწავლო დისციპლინებში კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, პრობლემების გადაჭრის მიზნით.  
 თანმიმდევრობა  

აქტივობა 1. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ვანაწილებ  5 ჯგუფად: სამი მთარგმნელთა ჯგუფია, მეოთხე-ექსპერტთა, ხოლო  მეხუთე ისტორიკოსთა ჯგუფი; (3 წთ) მათ ვთავაზობ პარალელურ რეჟიმში მუშაობას:

აქტივობა 2.   მთარგმნელთა ჯგუფებს ვსხამ კომპიტერთან და ვურიგებ სამად დანაწევრებულ ნაწყვეტს ლიბანელი მწერლის-ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ,,წინასწარმეტყველიდან“ (,,შვილები“-ინგლისურ ენაზე) . პირველ ჯგუფს ვურიგებ პირველ ნაწყვეტს, მეორეს-მეორეს, მესამეს-მესამე ნაწყვეტს. (2 წთ)

აქტივობა 3.         მოსწავლეებს ვუკითხავ ვახუშტი კოტეტიშვილის ზოგადი ხასიათის მოკლე თეზისებს თარგმანის სპეციფიკასთან დაკავშირებით. (2 წთ)

აქტივობა 4.         ამის შემდეგ ვთხოვ, შეეცადონ, თარგმნონ ნაწყვეტი. ჯგუფები თარგმანისათვის იყენებენ საიტს http://translate.ge/  (15 წუთი)

აქტივობა 5.         მეოთხე ჯგუფი ექსპერტების ჯგუფია და ინგლისური ენის პედაგოგებთან ერთად უნდა შეაფასოს მთარგმნელთა ხელოვნება, ამიტომ, ამ დროის განმავლობაში, მათ გასაცნობად ვთავაზობ სტუდენტი გოგონას - ნინო დოლიძის მიერ ინგლისურიდან ქართულად თარგმნილ ტექსტს ;

აქტივობა 6 .        მეხუთე ჯგუფი ისტორიკოსებისაა. ჯგუფის წევრები მთარგმნელთა და ექსპერტთა ჯგუფების პარალელურად იღებენ დავალებას -  ინტერნეტის საშუალებით  მოიძიონ მასალა ჯიბრანის სამშობლოს-ლიბანის შესახებ,  გაარკვიონ, სად მდებარეობს და რა მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყანა;

აქტივობა 7.         მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ პირველად ისტორიკოსების ჯგუფს ვთხოვ, წარმოგვიდგინონ მოძიებული მასალა (5 წთ)

აქტივობა 8.         შემდეგ მთარგმნელთა ჯგუფებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ საკუთარი თარგმანები (5-5 წთ. = 15 წთ)

აქტივობა 9.         ესქპერტები განიხილავენ თარგმანს, მათს ნაკლსა და ღირსებას. (10 წთ)

აქტივობა 10.      მთარგმნელებსა და ისტორიკოსებს (ექსპერტები უკვე გაცნობილნი არიან) ვურიგებ ნინო დოლიძისეულ თარგმანს, რომელიც მე-12 კლასის სახელმძღვანელოშია მოცემული, ვაძლევ დროს - (5 წუთს) , რათა წაიკითხონ ტექსტი

აქტივობა 11.      ვიწყებთ ტექსტის მოცემული ნაწყვეტის ანალიზს:

1.         ერთ-ერთ მოსწავლეს ვსვამ ლეპტოპთან და  ვთხოვ შეასრულოს შემდეგი დავალება: ვენის დიაგრამის სახით ჩაიწეროს მოსწავლეთა მიერ გონებრივი იერიშის სახით მიწოდებული ნააზრევი,  რა ნიშნით შეიძლება კაფკას (წინა გაკვეთილზე ნასწავლი ტექსტი -,,წერილი მამას“)  და ჯიბრანის ტექსტების ერთმანეთთან დაკავშირება;   რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან (15 წთ)

ნამუშევარს ვუჩვენებთ პროექტორის საშუალებით.

2 .        ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, იმსჯელონ,  აქვს თუ არა გავლენა ჯიბრანის აზროვნების მანერაზე მის აღმოსავლურ წარმომავლობას? (5-7 წთ)

3.         ბოლო დავალება წერითია: გამოიყენეთ კაფკასა და ჯიბრანის ტექსტები. გაითვალისწინეთ თქვენი პირადი გამოცდილება და ზოგადად გააანალიზეთ, როგორი ურთიერთობა არსებობს ამ თვალსაზრისით ჩვენს საზოგადოებაში. ამ თემაზე მოსწავლეებს ვაწერინებ ათწუთიან ესეს. (10 წთ)

 შეფასება მოსწავლეებს ვაფასებთ შეფასების რუბრიკის საშუალებით

 საკლასო მენეჯმენტი/

საგანმანათლებლო რესურსები

ჯგუფური სამუშაოსათვის საჭიროა 5 კომპიუტერი, 1 ლეპტოპი, პროექტორი;

ნაბეჭდი მასალები XII კლასის სახელმძღვანელოდან: ნაწყვეტი ჯიბრან ხალილ ჯიბრანის ,,წინასწარმეტყველიდან" (ინგლისურ და ქართულ ენაზე);  ვახუშტი კოტეტიშვილის მოკლე თეზისები თარგმანის სპეციფიკასთან დაკავშირებით;

ინტერნეტსაიტები: http://www.google.ge/http://ka.wikipedia.org/wiki/ ,  http://translate.ge/


http://


საშუალო საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტ, ისტორია, გაკვეთილის გეგმა, ინგლისური


Georgian

Creative Commons Attribution-ShareAlike License