|
დრო,აქტივობა. გაკვეთილს ეთმობა წთ. მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებში, იქმნება 5 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლეა.
აქტივობა 1. მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს გონებრივი იერიშით „მოგზაურობა უცხო ქვეყნებში“ და მოსწავლეებს უსვამს შემდეგ კითხვებს: 1. სად ისურვებდით მოგზაურობას და რატომ? მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, თითო ჯგუფიდან ერთი ან ორი მოსწავლე. აქტოვბა 2. წარმოსახვითი მოგზაურობა აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში მასწავლებელი სვამს შეკითხვებს: 1. შეგიძლიათ ნიუნ-იორკში იმოგზაუროთ მსუბუქი მანქანით? 2. რით მოგზაურობდნენ ძველად ნიუ-იორკში? 3. რა არის ის პირველი ქანდაკება, რომელსაც დავინახავთ? მოსწავლეებიც პასუხობენ შეკითხვებს. გეოგრაფიის მასწავლებელი აცნობს ბავშვებს, როგორ შეიძლება აქ მოგზაურობა დღეს. ხდება პრაქტიკული მუშაობა რუკაზე.
აქტივობა 3. პროვოცირება ისტორია მასწავლებელი სვამს კითხვებს: 1. როგორია დღეს „თავისუფლების ქანდაკება“? 2. როდის გახდა აშშ დამოუკიდებელი? 3. რატომ აჩუქეს ფრანგებმა ამერიკელებს ეს ქანდაკება? 4. ვინ იყო ჯოზეფ პულიტზერი და რა როლი შეასრულა მან ამ ქანდაკების დადგმის საქმეში? 5. როგორ შეგვიძლია ავიდეთ ამ ქანდაკების გვირგვინზე? 6. ვინ არის ამ ქანდაკების ავტორი და ვისი სახეა გამოხატული მასზე? მოსწავლეები ქმნიან აზრობრივ რუკას, რა იციან „„თავისუფლების ქანდაკების“ შესახებ. ავსებენ ცხრილს. ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე ცხრილის მეორე გრაფის შესავსებად ისტორიის მასწავლებელი იძლევა სათანადო ინფორმაციას, გამომდინარე მოსწავლეთა შეკითხვებიდან. შემდეგ ინგლისური ენის მასწავლებელი „თავისუფლების ქანდაკებას“ აკავშირებს „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან და სვამს შესაბამის კითხვებს: 1. სად დგას ქართლის „ დედის ქანდაკება“? 2. ვინ არის მისი ავტორი და რა გამოხატა ამით? 3. რისი სიმბოლოა „ქართლის დედა“? აქტივობა 4. ტაჯ მაჰალი მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას. შემდეგი კითხვების მიხედვით ჯგუფი ინაწილებს სამუშაოს: 1. რატომ აგებენ ტაძრებს ? 2. რატომ აუგო ტაძარი შაჰ ჯეჰანმა მის ცოლს? 3. ვინ იყო შაჰ ჯეჰანი? 4. როდის დაიწყო ტაჯ მაჰალის შენება? 5. რამდენ ხანს გაგრძელდა მისი შენება და როგორია იგი დღეს? 6. სად მდებარეობს ტაჯ მაჰალი, რომელ ქვეყანაში? ჯგუფებიდან ბავშვები ახდენენ კითხვების მიხედვით პრეზენტაციას. აქტივობა 5. შედარება-ანალიზი მასწავლებელი შედარებისათვის მოსწავლეებს სთხოვს თვითონ დაასახელონ ამ ტაძრის შესაბამისი ძეგლი ქართულ სინამდვილეში. მოსწავლეები მას ადარებენ სამებას, სვეტიცხოველს, გელათს და ა.შ. აკეთებენ დასკვნას, რას ნიშნავს ჩვენთვის ისტორიული ძეგლები. აქტივობა 6. დამოუკიდებელი სამუშაო მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლებზე გამზადებული დავალება, სადაც ავსებენ ცხრილს და პასუხობენ შემდეგ კითხვებს: 1. დაასახელე თქვენი რეგიონის (ქალაქის) მნიშვნელოვანი ძეგლი. 2. რა დამსახურებისათვის უდგამს შთამომავლობა ადამიანებს ძეგლებს? 3. შეიძლება თუ არა ძეგლების დანგრევა?რატომ? 4. მოქანდაკე რომ იყო ვის დაუდგამდი ძეგლს და რატომ? 5. რომელ გმირს ანიჭებ უპირატესობას? თანამედროვე ისტორიული გამონაგონი აქტივობა 7. რელიგია მასწავლებლის მინი ლექცია. აქტივობა იწყება გონებრივი იერიშით. მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს: „რელიგიური სიმბოლოები“. მოსწავლეები ასახელებენ რელიგიურ სიმბოლოებს,შემდეგ თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას: I ჯგუფი ახასიათებს ჯვარს. II და III ჯგუფი კი ტაძარს. IV ჯგუფი ახასაიათებს სანთელს. V ჯგუფი კი ხატს. მოსწავლეების მიერ სამუშაო სრულდება თაბახის ფურცლებზე ქართულ და ინგლისურ ენაზე.სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთი აკეთებს პრეზენტაციას: მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხბებს: 1. რას ნიშნავს ქრისტიანებისათვის ტაძარი, ხატი, ჯვარი და სანთელი? 2. როგორია ამ სიმბოლოებისადმი რელიგიური თვალთახედვა. ტ ა ძ ა რ ი ჯ ვ ა რ ი რელიგიური სიმბოლოები ხ ა ტ ი ს ა ნ თ ე ლ ი აქტივობა 8. რელიგიური და სახელმწიფო სიმბოლოების შედარება მასწავლებელი აქტივობას იწყებს გონებრივი იერიშით და სვამს კითხვას:ჩამოთვალეთ სახელმწიფო სიმბოლოები. როგორ აისახა რელიგიური სიმბოლიკა სახელმწიფო დროშებზე? განიხილება ინგლისისა და საქართველოს დროშები. ინგლისის დროშა ინგლისური ნიშანი შოტლანდიური ნიშანი ირლანდიური ნიშანი მოსწავლეები ახასიათებენ ინგლისურ დროშას. მასწავლებელი სვამს შემდეგ კითხვებს: 1. რომელი დღე აღინიშნება |