cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | ru | se

"45 წუთი მშვენიერების სამყაროში-სიმღერა სამშობლოზე"

by Natia Maisuradze — last modified 2010-03-04 17:53

1. გაკვეთილის თემა

" 45 წუთი მშვენიერების სამყაროში-სიმღერა სამშობლოზე"
2. სწავლების საფეხური და კლასისაშუალო, მე–10 კლასი

3. ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლების სახელი გვარი

რუსული– იზოლდა ქურდაძე

ხელოვნება–ჯონდო ქიტიაშვილი

მუსიკა–ლიუდმილა ქიმერიძე

ისტ–ნათია მაისურაძე

4. მოსწავლეთა რაოდენობა21
5. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი 

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

(საგნების მიხედვით)

I რუსული ენა და ლიტერატურა

1. მოსწავლეთა მსოფლმხედველობის ფორმირება და ცხოვრების სწორად შეცნობა

2. ზნეობრივი განჭვრეტის გაკვეთილი

3. მოსწავლეთა სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების სწავლება

4. რუსი პოეტების შემოქმედების გაცნობა ქართული პატრიოტული პოეზიის ჭრილში.

5. აზროვნებისა და გამოკვლევის დამოუკიდებლად სწავლება.

6. კეთებითი სწავლება–მასწავლებელ
ი ახერხებს მოსწავლის ცოდნისა და ჩვევის ფორმირებას იმ დონეზე, რომ მოსწავლის ცოდნა პრაქტიკულად იყოს გამოყენებული. გააცნობიოროს რასაც აკეთბს. შეძლოს ახლის ძიება და კვლევა მოცემული მასალის.

7. ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები ისეა გამოყენებული, რომ ყოველი მოსწავლე პოულობს თავის ადგილს და არ რჩება პასიური.

8. გაკვეთილის ლეიტმოტივი: შექმნილ სიტუაციაში დაანახოს მოსწავლეს, რომ ყოველ ეეპოქაში ყოველი ადმიანისათვის სამშობლოს სიყვარული სანუკვარი თემაა, რომ არ არსებობს მასზე მაღალი, ძვირფასი და საყვარელი მცნება არც ქართველისთვის და არც რუსისთვის.

II მუსიკა

1. მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში.

2. ცოდნის მიღება მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მას განათლებულ, კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებაში.

3. მისი სულიერების ჩამოყალიბებაში.

4. მოსწავლეები შეადარებენ მუსიკალურ ნაწარმოებს პოეზიისა და ხელოვნებასთან კავშირში.

III ხელოვნება

1. ხელოვნების როლი სხვადასხვა ქვეყანაში პოეზიის და მუსიკის დარგებთან კონტექსტში.

2.მოსწავლეებმა შეიგრძნონ პოზიის, მუსიკის და ხელოვნების ერთიანობა, ურთიერთკავშირი, რომ პოეზიამ უნდა შთააგონოს ბავშვს ნახატის იდეა, ხოლო მუსკიმა გაამძაფროს მისი შექმნის სურვილი

3. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ "პოეზია ეს არის მხატვრობა, რომელიც მეტყველებს" და რომ "კარგი გერწერა–მუსიკაა, მელოდიაა".

 

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკაოტრები

I რუსული

სხვადასხვა ეპოქის რუსული პოეზიის გაცნობა პატრიოტული ქართული პოეზიის ჭრილში.

2. პარალელის გავლება შესაბამის მუსიკასა და ხელოვნებაში.

3. მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გამდიდრება

4. მათ წინ იშლება პოეტური სამყაროს სახე.

5.  მთელი არსებით სწავლობს სამშობლოს  სიყვარულს და ერთგულებას.

6. გაკვეთილზე "მშვენიერების სამყაროში" ზნეობრივად მაღლდება.

7. გაკვეთლზე ეცნობა ომის წლების გულწრფელ პოეზიას, რომელიც იწერებოდა როგორც უკანასკნელი ლექსი არტილერიის ხმაურში.

8. დღევანდელი საქართველოს შედარება წინა საუკუნის ქარცეცხლიან დღებთან

II მუსიკა

1. მოსწავლე ასრულებს თანაკლასელებთან ერთად პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტებს, სიმღერებს.

2. მოსწავლე აცნობს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებს ან მუსიკოსის შემოქმედებას. შეარჩევს მათთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწაროებებს, კომპოზიტორს (მაგ. ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს.)

3. მოსწავლე იცნობს და ახასიათებს ქართული და მსოფლიო ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს, გადმოცემს ცნობილი მუსიკალური ნაწარმოების მელოდიას, რიტმულ სურათს სიმღერით მაგ. რევაზ ლაღიძის "თბილისო".

III ხელოვნება

1. მასწავლებელი ამბობს შესავალ სიტყვას, იგი ხაზს უსვამს პოეზიისა და ხელოვნების ერთიანობას, დიდ სიახლოვს და ურთეიერთკავშირს. მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ხელოვნების მიზანი "მშვენიერებაა" ანუ "სასიამოვნო შეგრძნების აღძვრა", მაგრამ ამ საერთო მიზანს ხელოვნების ცალკეული დარგები სპეციფიკური საშუალებებითაა და ამის შესაბამისად, სხვადასხვა ფარგლებში აღწევენ.

მხატვარმა თვით სილამაზე უნდა განასახიეროს, ხოლო პოეტმა უნდა განასახიეროს სიყვრული და აღფრთოვანება, რომლითაც სილამაზე იწვევს და ამით განასახიერებს თვით სილამაზესაც.

გაკვეთილზე მოსმენილი პატრიოტული მუსიკა, პატრიოტული ლექსები, მოსწავლეებში აღძრავს პატრიოტულ ემოციას და უბიძგებს მათ სამშობლოს ცოცხალი პეიზაჟის შექმნისკენ.

2. მასწავლებელი მითითებას აძლევს მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ ნამუშევრების შექმნის კომპოზიციური განაწილების ძირითადი ხერხები (ხედვის წერტილი და წონასწორობა), შეახსენებს, როგორ უნდა გამოსახონ მარტივად სივრცის ელემენტები ნამუშევრებში, როგორ შექმნან სივრცის ილუზია, როგორ შექნან ფერის საშუალებით ემოცია, განწყობა.

8. თანმიმდევრობა (აქტივობა, დრო)

I. რუსული, სამოტივაციო საუბარი:

1. მასწავლებელი ამბობს შესავალ სიტყვას, რომელშიც ყურადღებას ამახვილებს ლიტერატურული გაკვეთლის მნიშვნელობაზე, თუ როგორ გვეხმარება ლიტერატურა ცხოვრების უკეთ შეცნობაში. გვაჩვენებს ცხოვრების სილამაზესაც და სიმახინჯესაც. გვეხმარება წარსულის, აწმყოს  და მომავლის განჭვრეტაში(2წთ).

2. ახსნის, რომ ლიტერატურის სამყარო მშვენიერია არა მხოლოდ ცხოვრების აღწერით, არამედ მხატვერების ნიჭითა და მათი სულის სინათლის გამოხატვით(2წთ).

3. ხელოვნების მასწავლებელს შეყავს მოსწავლეები ხველოვნების მშვენიერების სამყაროში:

ა) აჩვენებს სამშობლოსადმი მიძღვნილ სურათებს;

ბ) აძლევს დავალებას, რომ დახატონ სურათები საკუთრი წარმოდგენით სამშობლოს სიყვარულის შესახებ.

გ) კომპიუტერით აჩვენებს სამშობლოს და რუსეთის ხედებს(1წთ).

4. მოსწავლეები კითხულობენ თავის საკუთარ ნარკვევებს (0,5–1წთ), რომლებიც ეძღვნება სამშობლოს სიყვარულს.

5. როგორც ლეიტმოტივი იმის ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის I ნაწილი.

6. მუსიკის მასწავლებელი ესაუბრება კომპოზიტორზე.

7. კლასი მღერის რუსულ სიმღერას '"ეხ, დოროგი"

8. შემდეგ კლასი ასრულებს საუკუნოვან სიმღერას "თბილისო"

9. რამდენიმე მოსწავლე ამ დროს ხატავს.

10. მოსწავლე ამბობს გიორგი ლეონიძის ლექსს "ვუმღერ სამშობლოს"

11. რუსულის მასწავლებელი აკეთებს დასკვნას, რომ უნდა უყვარდეს ყველას თავისი ხალხი და სამშობლო მთელი გულითა და სულით.

12. ისმის ჩაიკოვსკის მუსიკა.(ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის პირველი ნაწილი).

9. შეფასება

1. თვითშეფასება

ა) მოსწავლე ერთვება საკუთარი სწავლის მიზნების ჩამოყალიბებაში.

ბ) მოსწავლე ერთვება საკუთრი სწავლის პროცესის მართვაში.

10.საკლასო მენეჯმენტი

საგანმანათლებლო რესურსები

  •  პლაკატები
  • მოსწავლის დახატული სურათი–ბლოკის მუზის ამსახველი სურათი, "სამშობლოს სიმბოლო"
  • მხატვრების სურათები, მიძღვნილი წინა საუკუნის ქარცეცხლიან პერიოდს.
  • აუდიო მასალები (კლასიკური მუსიკა, სიმღერები)
  • კომპიუტერი,
  • საპრეზენტაციო პროგრამა power point,
  • ინტერნეტი.
  • გაკვეთილზე გამოყენებული მასალა:

http://lemill.net/community/people/maisuradzenatia/collectio
ns/45-10ec10e310d710d8-10db10e810d510d410dc10d810d410e010d41
0d110d810e1-10e110d010db10e710d010e010dd10e810d8/content/pre
sentations/45-10ec10e310d710d8-10db10e810d510d410dc10d810d41
0e010d410d110d810e1-10e110d010db10e710d010e010dd10e810d8-1

ანატოლი პერედრეევი

ევგ. ევტუშენკო

ა. პუშკინი

ა. ნეკრასოვი

ს. ესენინი

ვ. მაიაკოვსკი

მ. ლერმოტოვი

კ. სიმონოვი

ნ. რუბცოვი

გ. ლეონიძე

  •  სტენდი–მიძღვნილი საქართვლოს, რომელიც მოგვითხრობს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს
  • სიმღერები

 


გაკვეთილი, lesson plan


Georgian


Creative Commons License
This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 2.5 License.