cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ადამიანის ეკოლოგიური უსაფრთხოება

by liagug — last modified 2011-01-09 00:50 Share

გაკვეთილის თემა

ადამიანის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

სწავლების საფეხური

და კლასი

საბაზო. VII კლასი

ინტეგრირებული საგნები

საგნები

გეოგრაფია

ისტორია

ბიოლოგია

მოსწავლეთა რაოდენობა

26

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

განსაკუთრებული

მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ არიან

6 მოსწავლეს დაევალა დამხმარე ლიტერატურის მოძიება. საიტზე www.garemo.itdc.ge

აქტივობის მიზნები

და მისაღწევი შედეგები

1. ადამიანის ეკოსისტემაზე გავლენის მაგალითების გავლენით შეისწავლონ, გაიაზრონ გააცნობიერონ საქართველოს გეოეკოლოგიური პრობლემები და ამ პრობლემების წარმოქმნის ანთროპოგენური ფაქტორები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისა და მსჯელობის, საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემის დასკვნების გამოტანის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის უნარების განვითარება.

უნარ-ჩვევები: წყაროების წარმოდგენა-ანალიზი, მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია, ახალი ცნებებისა და ტერმინების ახსნა და გამოყენება, სახელმძღვანელოს ილუსტრაციებზე მუშაობა, სხვისი აზრის გათვალისწინება, საკუთარის დაცვა-დასაბუთება, პარალელების გავლენა თანამედროვეობასთან.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ისტ. გეო . VII 5. მოსწავლე მსჯელობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.

- კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობის ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, საწვავი)განიყენებით გამოწვეულ დაბინძურების (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს) შესახებ.

ისტ. გეო . VII 6. აანალიზებს ეკონომიკასა და ბუნებაში მეცნიერულ და ტექნიკური პროგრესიით გამოვლენილ ცვლილებებს.

- მოსწავლე იმსჯელებს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეზე.

ბუნ . VII 3 . მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს...

- აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ. მსჯელობს შედეგზე და გამოთქვავს მოსაზრებას პრობლემის გზების შესახებ.

ისტ. 2. სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები.

- ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის საშუალებების, როგორც თანამშრომლების, საკუთარი ცოდნის გაღრმავების, ინტერესებისა და მისწრაფებიბის განხორციელების, ნაყოფიერი შრომის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების მიმართ.

ისტ. 3 პროდუქტის შესაქმნელი ტექნოლოგიური საშუალებები.

- იყენებს ისტორიის სწავლის გასაუნჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად.

ისტ. 5. კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები.

- იყენებს ისტ-ის საშუალებებს (მაგ. საძიებო სისტემა) ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისთვის.

თანმიმდევრობა

(დრო და აქტივობები)

10წთ.

5წთ.

1. მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს მინი-ლექციით . მოსწავლეებს ესაუბრება გარემოს ეკოლოგიურ ცვლილებებზე, რომელიც ხშირად ადამიანის ბუნებისადმი არასწორი დამოკიდებულებითაა გამოწვეული; განმარტავს ტერმინს `ეკოლოგიური კრიზისი~. განუმარტავს, რომ დედამიწაზე არსებული მილიონობით სახეობიდან მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ბუნებას კი არ გარდაქმნის, არამედ მიზნობრივად თუ უნებლიედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ყველა ტიპის ეკოსისტემას.

მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა არის ეკოლოგია? ეკოსისტემა?

გავიხსენოთ ეკოსისტემაზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორები, შევავსოთ სქემა.

მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სქემას, რომელიც ივსება მოსწავლეთა პასუხებით.

მასწავლებელი სვამს კითხვას: რა იგულისხმება აბიოტურ და ბიოტურ ფაქტორებში? ამ კითხვით მასწავლებელი ახდენს მეხსიერების აქტივაციას, რადგან ეს მასალა უკვე შესწავლილი აქვთ.

დაფაზე ფიქსირდება ბავშვის მიერ ჩამოთვლილი აბიოტური და ბიოტური ფაქტორები.

აბიოტური : სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგი

ბიოტური : ცოცხალი ბუნების კომპონენტები ადამიანი, ცხოველი, მცენარე.

2. შინაარსის რეალიზება: მასწავლებელი ერთვება და წინა თემას უკავშირებს ახალ მასალას ბიოტური ფაქტორებიდან გამოყოფს ადამიანს ანთროპოგენურ ფაქტორს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოში ბინადარ ორგანიზმებსა და საერთოდ ბუნებაზე.

ანთროპოგენური პრობლემების ანალიზისთვის მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტსა და წყაროებს და მასწავლებლის მიერ ჯგუფებათ დაყოფილნი მსჯელობენ და განიხილავენ მოვლენებს, რაც ადამიანის საქმიანობასა და მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს მოჰყვა.

ჯგუფებში მუშაობა იწყება სამუშაოს განაწილებით თითოეული უნარისა და მისწრაფებების მიხედვით. მოსწავლეებს შეუძლიათ ნამუშევარი წარმოადგინონ წერილობით, ნახატის სახით, რომელშიც აისახება მათი დამოკიდებულება აღნიშნული პროგრესის მიმარათ.

a) ა) ჯგუფი `ჰაერი~ მსჯელობს გარემოსთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების ატმოსფეროში შეღწევის სხვადასხვა ბუნებრივ გზებზე და ჰაერის დაბინძურების წყაროებზე, ტყის როგორც `ხმელეთის ფილტვების~ მთავარ დანიშნულებაზე და წარმოადგენენ www.garemo.itdc.ge მოძებნილ მასალას აგვისტოს ომის შედეგების ბორჯომისა და წაღვერის ტყის დიდი სივრცის გადაწვის შესახებ, რომელმაც ქვეყანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა.

b) ბ) ჯგუფი ,,წყალი განიხილავს რა სახელმძღვანელოდან წყარო გ.ე-ს, განმარტავს საქართველოს მდინარეების დაბინძურების პრობლემას სამრეწველო ნარჩენებით, საკანალიზაციო წყლებით,არასწორად გამოყენებული შხამქიმიკატებით,ტანკერებიდან ნავთობის გაჟონვით და მუშაობს სახელმძღვანელოში მოცემულ რუკაზე წყარო გ.

c) ც) ჯგუფი ,,მიწაგანიხილავს წყაროებს ვ.ე. წყარობიდან გამომდინარე განმარტავს,რომ ადამიანის საქმიანობის სავალალო შედეგი ხშირად ნიადაგის დაბინძურებაა და წარმოაჩენს წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას სასმელი წყლის დაბინძურების წყაროდ.

d) დ) ჟგუფი ,,ცოცხალი ბუნებამსჯელობს ბუნების ყველა კომპონენტის წყლის,ნიადაგის,ჰაერის დაბინძურების მიზეზით ცოცხალი ბუნების მოსპობა განადგურებაზე

პრეზენტატორები წარმოადგენენ ჯგუფის ნამუშევრებს და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს:1)თქვენი აზრით,ვინ არის პირადად პასუხისმგებელი თვითოეულ ამ შემთხვევაში? 2)რით იყო გამოწვეული ეკოლოგიური კრიზისი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში?მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ცხრილს და გრაფებში ათავსებს შემდეგ სიტყვებს: ,,ჰაერი,,,წყალი,,,მიწა და ,,ცოცხალი ბუნება;სთავაზობს მოსწავლეებს შესაბამის გრაფებში მოათავსონ ჯგუფებში ნამუშევარიდან გამოტანილი დასკვნები ბუნების დამაბინძურებელ წყაროებსა და ბუნების კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირზე (დანართი 1) M მასწავლებლის კომენტარი :პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს გარემოზე.დედამიწის მოსახლეობისა და მათი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად ვაზიანებთ იმ ეკოსისტემებს, რომელზეც თავად ასე ვართ დამოკიდებული.მასშტაბი, მთელ ბიოსფეროში უკვე მომხდარი და მიმდინარე ცვლილებებისა, თითქმის წარმოუდგენელია. Aდამიანები ვიყენებთ და ვცვლით ბუნებრივ ეკოსისტემებს, ვაბინძურებთ ჰაერს, წყალსა და ნიადაგს. არაეკონომიურად ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს, ხელს ვუწყობთ სახეობათა გადაშენებას და საფრთხის წინაშე ვაყენებთ ბიომრავალფეროვნებას. რაც მთავარია გარემოზე ჩვენი მავნე ზემოქმედება ყველაზე დრამატულად თვითონ ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.

M მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს დისკუსიის გამართვას Aარგუმენტირებული მსჯელობით, სთხოვს მათ წარმოადგინონ მოძიებული მასალა მშობლიური ქალაქის ძირითად ეკოლოგიურ პრობლემებზე.

Mმოსწავლეები ასახელებენ მაგალითებს, იყენებენ ქალაქის ტერიტორიაზე გადაღებულ სურათებს, ინდივიდუალურად მსჯელობენ ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და ეძებენ გზებს ამ პრობლემების გადასაჭრელად. გამოთქვამენ მოსაზრებებს, რისი გაკეთება შეუძლიათ თვითონ ამ კუთხით, თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის4. T დიაგრამა 4wT.

დიაგრამის საშუალებით მოახდინონ კლასიფიცირება: ,,ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები(იხ.დანართი 2)

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს.თითოეულ ჯგუფს აძლევს რეკომენდაციებს ჯგუფური მუშაობის გაუმჯობესების მიზნით და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებზეც აქცენტი არ გაკეთებულა. (მაგ. ინტროდუცირებული სახეობები).

5. მუშაობა ლექსიკონზე 2 წთ.

ხდება შემდეგი სიტყვების განმარტება: `ეკოლოგიური კრიზისი~, `ინტროდუცირებული~, `გიგანტური პანდა~.

6. პარალელები თანამედროვეობასთან 5 წთ.

1. რა შეიცვალა დღეს საქართველოსთვის?

2. რა მიზეზებმა მიგვიყვანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე?

ხდება თანამედროვე საქართველოს საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოძიებული სლაიდების პრეზენტაცია .

7. შეფასება 3წთ.

მასწავლებელი დაკვირვებისა და ჩანაწერების გაანალიზების საფუძველზე აფასებს მოსწავლეთა აქტივობებს შემდეგი კრიტერიუმებით (იხ. დანართი)

8. საშინაო დავალება 4წთ.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას - მოამზადონ რეფერატი: `ერთი წვეთი წყლის თავგადასავალი~, რომელშიც აისახება პრობლემა ბუნების ერთ-ერთ კომპონენტზე წყალზე ანთროპოგენური გავლენით, განისაზღვრება პრობლემის გადაჭრის გზა.

ბოლოს მოსწავლეები პატარა ფურცლებზე (წებოვანებზე) ერთი-ორი წინადადებით წერენ თავიაანთ აზრს, თუ რა წვლილს შეიტანენ თავისი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაში და ამ ფურცლებს აკრავენ დაფასთან ჩამოკიდებულ სტენდზე. 1 (წთ.)

საკლასო მენეჯმენტი

_

საგანმანათლებლო რესურსები


ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი, ციფრული ფოტოაპარატი.

დაფა, ცარცი, ფურცლები, სახელმძღვანელოები, კალმები, რუკა, ფორმატი, სტენდი.

ინდივიდუალური მუშაობა, მუშაობა ჯგუფებთან, მთელ კლასთან

ინფორმაციის წყაროები (საბეჭდი, ელექტრონული და სხვა)

საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია/გეოგრაფია VII კლასი ზ. კიკნაძე, ვ. ნეიძე; ბიოლოგია VII კლასი ნ. ვეკუა, რ. გაფრინდაშვილი

ინტერნეტი

ელექტრონული ( კომპიუტერული ) პროგრამები დარესურსები

Linux


ჰაერი, ტყე, მიწა, ეკოლოგია, გარემო, წყალი

Creative Commons License