cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

აკაკი წერეთელი ‘’გიმნაზიაში” (ნაწყვეტი თავგადასავლიდან)

by ნატო სამანიშვილი — last modified 2011-01-09 01:20
group: მე-2 დონის ტრენინგები
Share

akaki wereTeli ‘’gimnaziaSi” (nawyveti Tavgadasavlidan)

გაკვეთილის თემა

გიმნაზიაში

სწავლების საფეხური და კლასი

Pპირველი საფეხური მე-4 კლასი

საგანი, მასწავლებლის სახელი და გვარი

Qქართული ენა

მოსწავლეთა რაოდენობა

26

განსაკუთრებული მიდგომის საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილე

გაკვეთილის სასწავლო მიზნები

ქართული ენა

• ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი

• კითხვისა და წერის მარტივი სტრატეგიების დაუფლება

• ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა და დასათაურება

• გაბმულ თხრობაზე მუშაობა

• სხვათა სიტყვის ნაწილაკის (-მეთქი) გამოყენებაზე დაკვირვება

• ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე დაკვირვება

აქტივობები

• მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ტექსტს

• ადგენს გეგმას

• წერილობით გადმოსცემს ტექსტის ერთ-ერთი მონაკვეთის შინაარსს

• აფასებს მოქმედი პირების საქციელს

• მუშაობს სქემაზე “ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე”

• ვარჯიშობს სხვათა სიტყვის ნაწილაკის “-მეთქი” სწორად გამოყენებაზე

• აკვირდება და ერთმანეთს უდარებს ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული)

Eეროვნული საწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები

ქართ. IV 1. მოსწავლე განსაზღვრავს საკომუნიკაციო ამოცანას და შესაბამისად წარმართავს სამეტყველო ქცევას.

ქართ. IV. 2. მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათს შინაარსს

ქართ. IV. 4. მოსწავლე იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

ქართ. IV. 7. მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

ქართ. IV. 9. მოსწავლე თხზავს სხვადასხვა ხასიათის მცირე ზომის ტექსტს და ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.

თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

აქტივობა 1 – კითხვისათვის მზადება (7 წუთი):

გაკვეთილი იწყება პროვოცირებით, მასწავლებელი ცდილობს მობილიზება გაუკეთოს მოსწავლეთა ცოდნას აკაკი წერეთლის შემოქმედებასთან დაკავშირებით. კლასს ყოფს სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ჩამოურიგებს ბარათებს და ავალებს Bბარათში მოცემული აკაკი წერეთლის არეული სტრიქონები დაალაგონ ისე, რომ ლექსის სტროფი მიიღონ: (ჯგუფებში მუშაობა).

1 ბარათი:

1. ნათელი – ჭკუა-გონება,

2. სანთელი ჩემი ხორცია,

3. იმათგან გამონაშუქი.

4. სიცოცხლე – მოკლე პატრუქი,

2 ბარათი:

1. ჩემი ხატია სამშობლო,

2. არ შემიძლია მეც განა?

3. სახატე მთელი ქვეყანა,

4. და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,

3 ბარათი;

1. შენს მიწას მიმაბარეო,

2. ჩემო სამშობლო მხარეო.

3. ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

4. დედა-შვილობას ბევრს არ გთხოვ,

მოხდება შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.. თითოეული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გამომეტყველებით წაიკითხავს მიღებულ სტროფს.

Gგაიხსენებენ აკაკის ნაწარმოებებს: “ყმაწვილი და პეპელა”, “ჭრიჭინა და ჭიანჭველა” (თარგმანი), “მოსწავლე და მასწავლებელი”. შეცერდებიან ამ უკანასკნელზე. იმსჯელებენ რომელი იყო მართალი: მოსწავლე თუ მასწავლებელი, როგორ იმარტლა თავი მასწავლებელმა მეფის წინასე. ამ ნაწარმოების მიხედვით შეავსებემ წინადადებას: “სწავლა და მეცნიერება...(სტუმარია), ჭკუა კი...(მასპინძელი), და თუ თავში... (ჭკუა) მწყრალად არის, აღარც ისინი მოიცდიანო”.

Aაქტივობა 2 _ მინი-ლექცია (3 წუთი.)

M მასწავლებელი მოსწავლეებს მოკლედ მოუთხრობს აკაკი წერეთლის ბიოგრაფიას.

Aაქტივობა 3 _ ტექსტის კითხვა (7 წუთი)

M მასწავლებელი კითხულობს ტექსტის პირველ აბზაცს, შემდეგ განაგრძობენ თითო აბზაცის წაკიხვას მოსწავლეები. განმეორებითი ნაწილ-ნაწილ კითხვის დროს მოსწავლეთა ძალებით დაიძებნება და მათივე მონაწილეობით აიხსნება უცნობი სიტყვები და გამოთქმები:

თავზე ხელი გადამისვა;

Mმეტი რა გზა მქონდა;

ჩემს დღეში არ მენახა.

ტარდება გამოკრებითი კითხვა. მასწავლებლის მიერ დასმული პირველი დონის კითხვების პასუხებს მოსწავლეები სახელმძღვანელოში ამოიკითხავენ:

_როგორ ექცეოდნენ გიმნაზიაში ახალმოსულ მოსწავლეებს?

_როგორაა აღწერილი პატარების ტანჯვა?

_ამოიკითხეთ აკაკის გიმნაზიაში მისვლის პირველი დღე

_როგორ სჯიდნენ გიმნაზიელებს ქართულად ხმის ამოღებისთანავე?

_დასჯის ეს სახეობა რა გავლენას ახდენდა მოსწავლეებზე/

-ამოიკითხეთ აკაკისა და პატარა ყმაწვილის ქართულად გასაუბრება.

Aაქტივობა 4 – გეგმის შედგენა (3 წუთი)

M მოსწავლეები ტექსტს ყოფენ ცალკეულ ნაწილებად და ასათაურებენ;

წერა-კითხვის სწავლების მეთოდი ძველად:

ახალმოსული პატარების ტანჯვა;

აკაკის პირველი დღე სკოლაში;

სასჯელი ქართულად ხმის ამოღებისათვის;

პატარა ბიჭისა და აკაკის შეხვედრა.

(გეგმის შედგენაში მონაწილეობს მთელი კლასი, დასახელდება თითოეული მონაკვეთის რამდენიმე სათაური და შეარჩევენ უკეთესს.)

Aაქტივობა 5 _ ტექსტის გააზრება (5 წუთი)

Mმასწავლებელი ტექსტის წაკითხვის შემდეგ კითხვების დასმის საშუალებით იწვევს მოსწავლეებს რატა იმსჯელონ წაკითხულის ირგვლივ.

_აკაკის თანაკლასელის რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?

_თქვენი აზრით, რატომ იქცეოდა იგი ასე?

_თუ ავლენს მწერალი ამ ნაწარმოებში თავის დამოკიდებულებას მომხდარი ამბისადმი? სად ჩანს ეს?

Aაქტივობა 6 _ ენობრივ მასალაზე დაკვირვება, მუშაობა (4 წუთი)

Mმოსწავლეები აკვირდებიან, ვინ მოგვიტხრობს ტექსტში არწერილ ამბავს;

_ვის უყვება მწერალი ამ ამბავს. (უკვირდებიან აგრეთვე სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას);

“რა გენაღვლება, მარტო ვართ, ვინ გაიგებს _ მეთქი, _ ვეხვეწებოდი მე”.

“მე მასწავლებელს ვთხოვდი, არ დამსაჯო _ მეთქი”.

რას ამჩნევთ?

ამჩნევენ, რომ თუ ვინმე თავის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით იმეორება, წინადადების ბოლოს დაესმის _მეთქი.

_სხვათა სიტყვის ნაწილაკის პრაქტიკულად გამოყენება. (მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას).

Aაქტივობა 7 _ შეჯამება (3 წუთი)

Mმოსწავლეები აჯამებენ, რა გაიგეს ახალი ამ გაკვეთილზე. აკეთებენ დასკვნებს.

Aაქტივობა 8 _ ქართული დამწერლობის განვითარება (3 წუთი)

Mმოსწავლეები ეკრანზე აკვირდებიან მოცემულ დამწერლობის სამივე სახეს (მრგვლოვან_ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). მასწავლებელი გააცნობს რიცხვების ასოითი მნიშნელობა.

Aაქტივობა 9 _ ავსებენ სქემას (5 წუთი)

რა ვიცოდი ქართული ანბანის შესახებ, რა გავიგე და რის გაგება მაინტერესებს.

ვიცოდი

ვისწავლე

მინდა ვიცოდე

1.

2.

A აქტივობა 10 _ საშინაო დავალება (3 წუთი )

მოთხრობის გაგრძელებაზე მუშაობა . მასწავლებელი სვამს კითხვას :

მასწავლებელთან დაბეზღების შემდეგ როგორ მოიქცეოდა მასწავლებელი ? აკაკი ?

M მასწავლებელი გაიხსენებს და უჩვენებს ნაწყვეტს კინოფილმიდან აკაკის აკვანი ”.

A აქტივობა 11 _ შეფასების რუბრიკა (2 წუთი )

კრიტერიუმი

მინიმალური

საშუალოზე დაბალი

საშუალოზე მაღალი

მაქსიმალური

Mმიმდინარე საკლასო

შემაჯამებელი

საშინაო დავალება

ტექნიკა და ინსტრუმენტები :

კომპიუტერი , პროექტორი , ეკრანი , ფოტო მასალა , ვიდეომასალა , თაბახის ფურცლები , საწერკალამი .

საკლასო მენეჯმენტი, საგანმანათლებლო რესურსები

ინფორმაციის წყაროები :

სახელმძღვანელო ქართული ენა ”, . მაღლაკელიძე , . ყურაშვილი

საძიებო საიტი :

Google.com


http://

Creative Commons Attribution-ShareAlike License