cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა საკვები დანამატები

by Ketevanlekiashvili — last modified 2011-01-09 02:44 Share
გაკვეთილის თემა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა საკვები დანამატები
სწავლების საფეხური საბაზო მეათე კლასი
ინტეგრირებული საგნები ქიმიაბიოლოგია.ქეთევან ლეკიაშვილი.
მოსწავლეთა პროფილი 15 მოსწავლე.
აქტივობის მიზნები დამისაღწევი შედეგები .მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ ცოდნას, ეძებენ მასში მოცემული მომენტისთვის აქტუალურს და აყალიბებენ რამოდენიმე წინადადების სახით.იხსენებს განვლილ მასალას ,იკვლევს ცდების საშუალებით მათ არსებობას საკვებში. კვლევის შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით.ეცნობიან მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებს. აკავშირებენ სხვა და სხვა ნაერთთა კლასების წარმომადგენლებს ერთმანეთთან.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები მოსწავლე განავითარებს: ინფორმაციის მოძიების,კვლევის უნარებს და მოპოვებული ინფორმაციით განსაზღვრავს საზოგადოებასა და გარემოში მათი გამოყენებით გამოწვეულ სარგებლობას და ზიანს.იყოს შემოქმედი და თავად შექმნას ღირებულებები.გამოიმუშავებს საკომუნიკაციო უნარჩვევებს.
წინასწარი ცოდნა მოსწავლეებმა იციან ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების არსებობის ფორმების შესახებ ბუნებაში. აქვთ უშუალო შეხება ამ ნივთიერებების შემცველ საკვებ პროდუქტებთან.ერკვევიან მათ ფიზიკურ თვისებებში და გამოყენებაში.იციან ფოტოსინთეზის ამსახველი ქიმიური რეაქცია.
თანამიმდევრობა

ორგანიზება:მისალმება,ვწერ დაფაზე გაკვეთილის თემის სათაურს, ვყობ კლასს ჯგუფებად (3ჯგ.) თითოეულს ვარქმევ სახელს თემის სახელწოდების შესაბამისად და ვთხოვ მათ წარმოაჩინონ ცოდნა შესწავლილი მასალებიდან ბიოლოგიაში და ქიმიაში.კერძოდ:1.ბუნებაში არსებობის და 2.მათი მნიშვნელობის შესახებ.თითოეული ჯგუფი მოახდენს მათ მიერ დამუშავებული თემის პრეზენტაციას რამოდენიმე მნისვნელოვანი წინადადების სახით.(7წთ.) ამ თემის ღრმად შესწავლის მიზნით მასწავლებელი აჩვენებთ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მოლეკულურ და სტრუქტურულ ფორმულებს და დაფაზე წერს ცოცხალ და არაცოცხალ ბყნებაში მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ გარდაქმნებს.

აქტივობის მიზნით,ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ჯგუფები ატარებენ ცდებს საკვებში ცილების ცხიმების და ნახსირწყლების აღმოჩენის შესახებ.(თვისებითი რეაქციები) 10 წთ.სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ ცხრილს საკვები ნივთიერებების შემცველობის შესახებ ზოგიერთ პროდუქტში და ვაჩვენებ საკვები პროდუქტების ფოტოებს.შემდეგ ვსვამ კითხვებს:1.კიდევ რომელი საკვები დანამატები იცით?2.რამდენ ჯგუფად შეიძლება დავყოთ ისინი და რა დანიშნულება აქვს მათ? დისკუსიის შემდეგ შემომაქვს საკვები დანამატების ჩამონათვალი და ვსაუბრობ მათ გამოყენებაზე, მნიშვნელობაზე.მათი გამოყენების დადებით და უარყოფით შედეგებზე, გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.გაკვეთილის ბოლოს ვახდენ ახალი მასალის განმთკიცებას რისთვისაც ვიყენებ ცნების რუკას:

დაათვალიერონ იმ პროდუქტების ეტიკეტები, რომელსაც ხშირად მიირთმევენ ,მოიძიონ რა საკვებ დანამატებს და რა რაოდენობით შეიცავს.მისი შედგენილობა წარმოადგინონ ცხრილის სახით.

შეფასების ფორმა/საკლასო მენეჯმენტი

შეფასებას ვახდენ შეფასების სქემის მიხედვით

..


ქიმია, ketevanlekiashvili


Georgian

Creative Commons License