cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

გაგნება

by khatuna pirtskhalashvili — last modified 2011-01-09 03:03 Share

 

 

 

გაკვეთილის მთავარი თე მა

გაგნება

სწავლების საფეხური

დაწყებითი _ III კლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 24 მოსწავლეა. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან.

გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა

მოსწავლეებმა იციან, რა არის ჰორიზონტი, იცნობენ ჰორიზონტის მხარეებს, შეუძლიათ რუკაზე ორიენტირება, კომპასის გამოყენება.

გაკვეთილზე მოხდება ცოდნის გამთლიანება და წინარე ცოდნის გამოყენება პრაქტიკულად.

გაკვეთილის მიზნები

· განიმტკიცებენ ცოდნას ჰორიზონტის მხარეების შესახებ

· შეძლებენ პირობითი ნიშნების გამოყენებით მარტივი ლოკალური გარემოს სქემატური ნახაზის შედგენას

· შეძლებენ კომპასის გამოყენებას

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები /ინდიკატორები

ბუნ.III.7. მოსწავლე ორიენტირებს ლოკალურ გარემოში

განსაზღვრავს საკუთარი საცხოვრებლის ან სკოლის მდებარეობას;

ქმნის მარტივ პირობით ნიშნებს ერთ-ერთზე შესატყვისობით და ადგენს ლოკალური გარემოს სქემატურ ნახაზს.

მოსწავლეთა ორგანიზება

ინდივიდუალური, მთელ კლასთან, ჯგუფური

დროის ორგანიზება

I–გეგმის გაცნობა(2წთ)

II–კონკურსი(6წთ)

III–მზადება ჯგუფური მუშაობისთვის(2წთ)

IV–ჯგუფური მუშაობა(20წთ)

V–პრეზენტაცია(10წთ)

VI–შეფასება(5წთ)

გაკვეთილის მსვლელობა

I აქტივობა–გეგმის გაცნობა

გაკვეთილის დასაწყისში ბავშვები იხსენებენ მთავარ თემას და ძირითად საკითხებს ამ თემის ირგვლივ.ვაცნობ მათ გაკვეთილის გეგმას.

IIაქტივობა– კონკურსი (განვლილი მასალის გამეორება)

კლასი თავიდანვე დაყოფილია 4 ჯგუფად.გეგმის გაცნობის შემდეგ მათ შევთავაზებ კონკურსს,რითაც კიდევ ერთხელ გავარკვევ,რამდენად საფუძვლიანად აითვისეს მათ განვლილი მასალა.კონკურსის შედეგებს გამოვსახავ დაფაზე და მოკლე კომენტარით ვაფასებ მას.

III აქტივობა–მზადება ჯგუფური მუშაობისათვის

კონკურსის შედეგების შეჯამების შემდეგ კლასს ვამზადებ ჯგუფური მუშაობისათვის. სამუშაოს დაწყებამდე მათ ვახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს, შემდეგ, გათვლის პრინციპით, მოვაწყობ ჯგუფებს ხელახლა და ვარქმევ მათ სახელებს გაკვეთილის თემის შესაბამისად (დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი). ვაძლევ მათ განსხვავებულ დავალებებს, ვაცნობ ინსტრუქციებს ამ დავალების შესასრულებლად და ვიწყებ დროის ათვლას.

IV აქტივობა–ჯგუფური მუშაობა

Iჯგუფი –,,მაშველები“–ტყეში ლაშქრობაზე წასულ ჯგუფს ჩამორჩა ერთი მოსწავლე.მას არა აქვს კომპასი,მზეც

ღრუბლებშია დამალული და მისი საშუალებით გზას ვერ იკვლევს,ის კი იცის, რომ მისი ჯგუფი დასავლეთით წავიდა,დაეხმარეთ მას გზის გაგნებაში.

IIჯგუფი –,,მკვლევარები“– კომპასის დახმარებით დაადგინეთ სკოლის ეზოდან ჰორიზონტის რომელ მხარეს მდებარეობს სპორტული დარბაზი, ბუფეტი, პარალელური კლასი(მინიშნება: ისინი ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს მდებარეობენ)

III ჯგუფი– ,,მგეგმავები“–ჩვენ წინა გაკვეთილზე დავასახელეთ,თუ რომელი მნიშვნელოვანი ობიექტები მდებარეობს ჩვენი სკოლის ირგვლივ.შემოვიღეთ პირობითი აღნიშვნებიც.ახლა კი გადმოიტანეთ ფურცელზე ეს ობიექტები,ანუ შეადგინეთ სკოლის ადგილის გეგმა.

IV ჯგუფი– ,,მოგზაურები“– საქართველოს რუკაზე მონიშნეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი, დააკარით ზედ პატარა ქაღალდისაგან გამოჭრილი თქვენი სახელები. შემდეგ გაიხსენეთ, საქართველოს რომელ ქალაქში ან სოფელში გიმოგზაურიათ და მიუთითეთ ისრით, დააკარით იმ ადგილზე თქვენი სახელი. პრეზენტაციის დროს უნდა აღნიშნოთ,

საქართველოს რომელი კუთხეა ეს.

Vაქტივობა– პრეზენტაცია

ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართება ნამუშევრების  პრეზენტაცია. მოხდება თანატოლთა შეფასება.

VIაქტივობა–შეჯამება

ვახდენ უკუკავშირს:

რა გავაკეთეთ დღეს გაკვეთილზე?

რომელი ნაწილი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

რა დაგამახსოვრდათ დღევანდელი გაკვეთილიდან ყველაზე მეტად?

დავალებად ვაძლევ საკუთარი საცხოვრებლის ადგილის გეგმის შედგენას.

სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი,კომპასი,ფერადი ფურცლები,საქართველოს რუკა,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,მაგნიტური დაფა,ქვიშის საათი,პირობითი ნიშნები,ციფრული აპარატი

შეფასებ

მოსწავლეები შეფასდებიან განვლილი მასალის ცოდნაში, ზეპირ პრეზენტაციაში, ჩართულობაში, შეფასდება პრობლემის გადაჭრის უნარი, მოპოვებილი მონაცემების თვალსაჩინოდ წარმოდგენის უნარი.

გაკვეთილის განმავლობაში გამოყენებული იქნება მოკლე,ზეპირი კომენტარი და თანატოლთა შეფასება,შეფასების რუბრიკა

 


Georgian

Creative Commons License