cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

გაკვეთილის გეგმა–ზმნა და გრამატიკული პირები.

by teanibcviani — last modified 2012-05-01 13:52 Share

თეა ნიბჩვიანი ძულუხის საჯარო სკოლა

ქართული ენა და ლიტერეტურა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა

ზმნა და გრამატიკული პირები

სწავლების საფეხური

მოსწავლეთა პროფილი

1.საფეხური მე–6 კლასი.

6

გაკვეთილის მიზანი

გრამატიკული პირის ცნების გააზრება:ზმნაში III–ირიბი ობიექტური პირის სწორად აღნიშვნა.

ე.ს.გ.განსაზღვრული მისაღწევი/ინდიკატორები

მართებულად შეარჩევს ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობის გამოსახატავად.

ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების (პირის,რიცხვის,პირიანობის) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით.

წინასწარ ცოდნა

ზმნა. პირის ნაცვალსახელები.

გაკვეთილის მსვლელობა

I.შეძენილი ცოდნის საფუძველზე ახალი საკითხის გააზრება.10წთ.

    ვსთხოვ მოსწავლეებს,გაიხსენონ ზმნისა და პირის ნაცვალსახელის შესახებ შეძენილი ცოდნა და განეწყონ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

  დაფაზე დავწერ:

 1.დგას ის.  იზრდება ის.

2.დაინახა მან ის.  ესტუმრა ის მას.

3.სთხოვა მან მას ის.  უამბობს ის მას მას.

ვსვამ კითხვას:რა განსხვავებაა პირველი,მეორე და მესამე რიგის მაგალითებს შორის? დააკვირდით პირის ნაცვალსახელების რაოდენობას(1რიგში,2რიგში,3რიგში)

რომელ პირშია ორპირიანი ზმნები?

რომელია მოქმედი პირის შესაბამისი ნაცვალსახელი ამ ორპირიან ზმნებში?

    რომელი ნაცვალსახელით გამოიხატება მოქმედი პირი მესამე რიგის სამპირიან ზმნებში?

მივცემ განმარტებას:მოქმედი პირის აღსანიშნავად გრამატიკაში შემოღებულია ტერმინი სუბიექტი:მოქმედი პირი სუბიექტური პირია.

_ერთპირიან ზმნას ცხადია მხოლოდ  სუბიექტური პირი შეეწყობა.

_ორპირიან და სამპირიან ზმნებთან გარდა სუბიექტისა,შეწყობილია ობიექტიც,იგივე ობიექტური  პირი.დააკვირდით:

დავწერ დაფაზე;

დაინახა მან (სუბიექტმა)ის (ობიექტი).დაფაზე ასევე დავწერ S    და     O და მივცემ კლასს დავალებას_გაიხსენეთ ის უცხო ენა,რომელსაც სწავლობთ:შეეცადეთ განმარტოთ,რატომ შემოიღეს ენათმეცნიერებმა ეს სიმბოლოებიS  და Oსუბიექტური და ობიექტური პირის აღსანიშნავად?

II.ახლაშეძენილი ცოდნის განმტკიცება.8წთ.

სავარჯიშო.ამოკრიბეთ ზმნები,შეუწყვეთ პირები,განმარტე რომელია სუბიექტი და რომელია ობიექტი.

III.გაკვეთილის თემის გაღრმავება.3–4წთ.ჩემი მიზანია გავაცნო მოსწავლეებს  , რომ სუბიექტური პირი ბრუნვას იცვლის,გავაცნობ მათ სუბიექტური პირის ბრუნვებს.ამისთვის:დავსვამ კითხვას–რომელ ბრუნვაში ჩადგება  ზმნათან სუბიექტური პირი? დაფაზე ვწერ:ის (ბუ) წიფელზე შეჯდა.მან (ბუმ)წიფელს მიაკითხა.მას( ბუს) წიფელი მოუნახულებია.ვსთხოვ მოსწავლეებს ამ მაგალითის საფუძველზე დაასახელონ  სუბიექტური პირის სამი შესაბამისი ბრუნვა.

შევაჯამებ და განვმარტავ:სუბიექტური პირის ბრუნვებიასახელობითი მოთხრობითი და მიცემითი.ამასთან გრამატიკული პირებიდან მხოლოდ სუბიექტი შეეწყობა ზმნას მოთხრობითი ბრუნვის ფორმით.

IV.ახალი შეძენილი ცოდნის განმტკიცება.სავარჯიშოებით 5–6წთ.ვთხოვ მოსწავლეებს გადაშალონ სახ.დამოუკიდებლად შეასრულონ სავარჯიშო 2–რი.

V.გაკვეთილის თემის გაღრმავება და სავარჯიშოებით განმტკიცება.15წთ.ჩემი მიზანია აუხსნა მოსწავლეებს,რომ  არსებობსორგვარი ობიექტური პირი.ამისთვის განვმარტავ:როგორც უკვე ვიცით,სამპირიან ზმნას ორი ობიექტური პირი შეეწყობა. განვიხილოთ სამპირიანი  ზმნის მაგალითი, დაფაზე ვწერ:მონადირემ სოკო ხმელ წიფელს ააჭრა ააჭრა მან მას ის.მან სუბიექტური პირია ,მას,ის ობიექტური პირებია.განვმარტავ :ობიექქტი ორგვარია პირდაპირი და ირიბი,თუ სუბიექტის მოქმედება ობიექტურ პირს უშვალოდ მიემართება,ეს პირი მისი პირდაპირი ობიექტია;თუ სუბიექტის მოქმედება არაპირდაპირია,მაგრამირიბად მიემართება სხვა ობიექტურ პირსაც ის პირი მ,ისი ირიბი ობიექტი იქნება.ამის შემდეგ მივცემ კლასს  სავარჯიშოს1წთ 2წთ. და  გამოვყოფ ფიქრის დროს 2წთ.ბოლოს დავსვამ შეკოთხვას:როგორ უნდა შევამოწმოთ მიცემით ბრუნვაში ჩამდგარი ობიექტი პირდაპირია თუ ირიბი?მოვისმენ მოსწავლეების ვარაუდებს და ბოლოს ჩამოვაყალიბებ:ზმნის დრო უნდა შევცვალოთ მაგ.უამბობს ის(მწერალი) მას(ამბავს) მას(მკითხველს. ) უამბო მან(მწერალმა) ის (ამბავი) მას(მკითხველს).

მოსწავლეებს შემდეგ ჩავანიშნინებ საშინაო დავალებას:მოიფიქრონ ან შეარჩიონ 5წინადადება სამპირიანი ზმნებით;იპოვონ Sპ.   Oირიბი    Oპირდაპირი.

შეფასება

 მიმდინარე განმსაზღვრელი.განმავითარებელი.

საგანმანათლებლო რესურსები

 დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,საწერკალამი,კომპიუტერი.


Georgian

Creative Commons License