cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

იაკობ გოგებაშვილი და მისი უკვდავი ,, დედაენა”

by maia veltauri — last modified 2011-01-09 01:59
group: მე-2 დონის ტრენინგები
Share

მთავარი იდეა

იაკობ გოგებაშვილი და მისი უკვდავი ,, დედაენა”

მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეებში მშობლიური ენის სიყვარულისა და დაცვის გრძნობის გაღვივება

მიზნები და შედეგები

დამოუკიდებლად ინფორმაციის ძიება, დამუშავება,ორგანიზება; თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების დაუფლება.

ქართ.I.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.

ქართI.8. მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ

შეფასების საგანი და პროცედურები

ინფორმაციის მოძიება ;

პრეზენტაციის უნარი.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ

მოსწავლეს გამომუშავებული უნდა ჰქონდეს წიგნთან მუშაობის უნარი

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი

ი. გოგებაშვილის ,,საგანძური”

Georgianbrand.ge/index.php?q=ka/node/692

Geo-lit.ucos.com/news/1-0-2

Dedaena.web.officelive.com/default.aspxmagtifun.ge

Ka.wikipedia.org/wiki/???? ???magtifun.ge

სასწავლო პროექტის მსვლელობა

მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო თემებს. მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ თემას ,,ი.გოგებაშვილი და მისი უკვდავი,,დედაენა”

პროექტზე მუშაობას დაეთმობა სამი კვირა.

მიზნობრივი გადანაწილებით კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად. ჯგუფის წევრებს მიეცემათ შესასრულებელი დავალებები:

I. რა ვიცით ქართველი მწერლის ი. გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ?

II. ქართული ანბანი

III. ი. გოგებაშვილის ნაწარმოებები (მოძიება, ანალიზი, ილუსტრირება)

IV. ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების ინსცენირება

ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდება მოვალეობები და მასწავლებლის დახმარებით იწყება მასალების ძიება.

მოეწყობა ექსკურსია ,,დედაენის” ძეგლთან.

მოძიებული მასალების დამუშავების შემდეგ გაიმართება ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება.

წარმოდგენილი ნამუშევრების გამოყენებით ჩატარდება სასკოლო ღონისძიება ,,დედაენა”- სიბრძნის წყარო

კატეგორია

კრიტერიუმი

შეფასება

მიღებული ქულა

მომზადების ეტაპი

მოუწესრიგებელია; არ არის გამოყენებული ისტ-ი.

1-3

მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით.

4-5

ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.

6-7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები.

8-10

გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი

ისტ-ი არ არის გამოყენებული,ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1-3

მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.

4-5

მოწესრიგებულია; ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან.

6-7

კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება.

8-10

პროექტის მუშაობის პროცესისა და წარდგენის ეტაპი

ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1-3

მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა.

4-5

მოწესრიგებულია; ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.

6-7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა

8-10

ქულათა ჯამი

საბოლოო შეფასება

ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე


Georgian

Creative Commons License