cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

მექანიკური რხევები და ტალღები

by manoni kuxalashvili — last modified 2011-01-09 01:05
group: მე-2 დონის ტრენინგები
Share

მთავარი იდეა

მექანიკური რხევები და ტალღები

მნიშვნელობა/

/აქტუალობა

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაეცნო-

ბიან შემდეგ საკითხებს:

ა) მექანიკური ტალღები (სეისმური ტალღები);

ბ) ტალღების დამახასიათებელი ფიზიკური მახასიათებლები: რხევის ამპლიტუდა, პერიოდი და სიხშირე;

გ) რეზონანსი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები;

დ) რხევების გრაფიკული წარმოდგენა;

ე) რხევითი მოძრაობის განხილვა ენერგეტიკული

თვალსაზრისით;

ვ) დაკვირვება გრძივ და განივ ტალღებზე;

ზ) დაკვირვება ბგერის წარმოშობაზე;

თ) ბგერის მახასიათებლების განსაზღვრა;

ი) დაკვირვება ექოს წარმოქმნაზე და დოპლერის

ეფექტზე;

კ) ინტერფერენციისა და დიფრაქციის მოვლენებზე დაკვირვება;

ლ) ინფრაბგერა და ულტრაბგერა.

მიზნები და

შედეგები

შედეგი: ბუნ.IX. 8. მოსწავლე აღწერს მექანიკურ

რხევებს და ტალღებს.

მიზნები: დაახასიათოს ენერგიის გარდაქმნა რხევების

დროს და გააკეთოს პრეზენტაცია. ჩაატაროს ცდები

მექანიკური ტალღების შესასწავლად, გაანალიზოს და

დაახასიათოს ტალღის გავრცელება თვისობრივად და რაოდენობრივად.ექსპერიმენტულად ისწავლოს ბგერის

წარმოქმნა და გავრცელება, გამოთქვას არგუმენტირე-

ბული ჰიპოტეზები, მონაცემები წარმოადგინოს ცხრილის სახით, გაანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. მოიყვანოს ბგერის მილევადო-ბის მაგალითები. მოიპოვოს ინფორმაცია სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ.

შეადაროს ერთმანეთს და გამოთქვას არგუმენტირებული ჰიპოთეზა მათ შორის არსებული

განსხვავების მიზეზებზე. მოიპოვებს ინფორმაციას

ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის

სიხშირის შესახებ.

შეფასების საგანი

და პროცედურები

იხ. დანართი I

რა ცოდნას უნდა

ფლობდნენ

მოსწავლეები

წინასწარ

გაიხსენონ რა სახის ბგერები ესმით. ბიოლოგიიდან

გაიხსენონ ის ცხოველები რომლებიც გამოსცემენ ისეთ

ბგერებს, რომლებიც ადამიანებს არ ესმით. მუსიკიდან გაიხსენონ სხვადასხვა მუსიკალური საკრავები, მათ მიერ გამოცემული მუსიკალური ჟღერადობა, განმასხვავებელი და მსგავსი ნიშნები. რა ხდება მიწისძვრის დროს. როგორია ადამიანის ხმის დიაპაზონი, საოპერო ხმის დიაპაზონი.

რა სასწავლო

მასალა და

ტექნიკური

რესურსებია

საჭირო

დამხმარე სამეცნიერო ლიტერატურა

ინტერნეტი. საიტის მისამართი:google.com

IX კლასის სახელმძღვანელო

ენციკლოპედ ია

სასწავლო

პროექტის

მსვლელობა

1. მოსწავლეები ეცნობიან საპროექტო თემას

2. ხდება საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება. კლასი

იყოფა ოთხ ჯგუფად და თითოეულს უნაწილდებათ

დასამუშავებელი საკითხები:

I. - ჯგუფი : მექანიკური რხევები. რხევითი მოძრა-

ობის დამახასიათებელი სიდიდეები.

II – ჯგუფი:რეზონანსი. ენერგიის გარდაქმნა რხევითი მოძრაობის დროს

III – ჯგუფი: მექანიკური ტალღები. დაკვირვება

გრძივ და განივ ტალღებზე

IV – ჯგუფი: ბგერის წყარო. ბგერის გავრცელება

ბგერის სიჩქარე. ექო.

3. ცალკეულ ჯგუფებში მოხდება პროექტის გეგმის

შემუშავება.

4. ჯგუფში გადანაწილდება მოვალეობები

აირჩევა ჯგუფის ლიდერი, შემსრულებლები,

დაინიშნება მიცემული დავალების შესრულების

ვადები

5. პროექტში ინტეგრაცია ხდება სხვა საგნობრივ

ჯგუფებთან, კერძოდ მუსიკალურ ხელოვნებასთან

და ბიოლოგიასთან. შესაბამისი საგნის პედაგოგე-

ბის დახმარებით მოსწავლეები მოიპოვებენ ინ-

ფორმაციას

6. მოხდება ცალკეული ჯგუფების მიერ მოპოვებული

ინფორმაციის პრეზენტაცია

7. შეფასების რუბრიკა

8. პროექტის შესრულებას დასჭირდება 1 თვე

დანართი I

კატეგორია

კრიტერიუმი

შეფასება

მიღებული ქულა

მომზადების

ეტაპი

მოუწესრიგებელია; არ არის გამოყენებული ისტ-ი

1-3

მოუწესრიგებელია;ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით.

4-5

ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.

6-7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები.

8-10

გუნდურ პროექტში

მოსწავლეთა

მუშაობის

ეტაპი

ისტ-ი არ არის გამოყენებული, ან საეტთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1-3

მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა

4-5

მოწესრიგებულია; ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან

6-7

კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა გამაწილება.

პროექტის

მუშაობის

პროცესის

და შედეგების

წარდგენის

ეტაპი

ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1-3

მოუწესრიგებელია; ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა.

4-5

მოწესრიგებულია; ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა .

6-7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა.

8-10

ქულათა ჯამი

საბოლოო შეფასება

ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე


Georgian

Creative Commons License