cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

,,მგზავრის წერილები"

by lelatsiklauri — last modified 2011-04-28 10:20 Share

გაკვეთილის

 

გეგმა

1.გაკვეთილისთემა;

 

ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები"

 

2.სწავლებისსაფეხური;

საშუალო

3.ეროვნულისასწავლოგეგმითგანსაზღვრულიმისაღწევიშედეგი;

XI. მოსწავლეკითხულობსსხვადასხვაჟანრისმხატვრულნაწარმოებებს,პუბლიცისტურთხზულებებსდაგამოხატავსსაკუთარდამოკიდებულებას.X.I.აკრიტიკებსანიზიარებსნაწარმოებისპერსონაჟისანავტორისშეხედულებებს.XI.მსჯელობსპრობლემებზე,რომელმაცდააფიქრა,რომელიცდაინახანაწარმოებში.XI.5.ლიტწრეტურული ჟანრების სფეციპიკური ნიშნების ამოცნობის საფუძველზე განსაზვრავს ნაწარმოების ჟანრს.XI.9აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს,აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებაში და განსაზღვრავს მათროლს სიუჟეტის განვითარებაში.მსჯელობს ავტორის პოზიციაზე და იმის შესახებ,თუ როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში.XI.10განიხილავს პერსონაჟის ხასიათს,ქცევის მოტივს,ღირებულებებსა და ფქსეულობებს.ამოიცნობს სახესიმბოლოებს.

4.თანმიმდევრობა,აქტივობა;

გამოწვევა; გაკვეთილს ვიწყებ კლასის ჯგუფებად დაყოფით.ვაძლევ დაბეჭდილ ტექსტებს,რომლებიც ერთმანეთისგან სტილით განსხვავდებიან.მათ უნდა გაარკვიონ თითოეულის სტილი.ესენია:სულხანის,,მოგზაურობა ევროპაში”,გრ.ორბელიანის,,მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურგამდის”, ანე ფრანკის დღიურები,ილიას ,,პოეტი”და ოფიციალურ-საქმიანი წერილი.ხუთ წუთში ბავშვები არკვევენ ამ ტექსტების სტილს,ასევე პოულობენ მათ შორის განსხვავებასა და მსგავსებას.პირველი და მეორე მოგზაურის ჩანაწერებია ,მესამე-დღიური,მეოთხე-პუბლიცისტური ლექსი,მეოთხე კი-ოფიციალური წერილი განცხადების სახით.ამის შემდეგ მათ ვეუბნები,რომ როგორც სულხანმა და გრიგოლმა ასახეს თავისი მოგზაურობა,ასევე ილიამ შექმნა მსგავსი ნაწარმოები,,,მგზავრის წერილები”,რომელიც პუბლიცისტური ხასიათისაა.

მოსწავლეებს ვახსენებ , რომ ილია სასწავლებლად იყო წასული პეტერბურგში , საიდანაც ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა და სწორედ ამ მგზავრობის შემდეგ დაწერა ეს პუბლიცისტური ნაწარმოები . შემდეგ მინდა გაიხსენონ რომელიმე ასეთი ტექსტი და ასევე ახსნან რას ნიშნავს პუბლიცისტიკა . ისინი იხსენებენ მეშვიდე კლასში ნასწავლს,ასევე ილიას ,,რა გითხრათ,რითგაგახაროთ”,გამოკვეთენ ამ ჟანრის მახასიათებლებს: კრიტიკას,სიმწვავეს, დამაჯერებელ ტონს და სხვა...გაკვეთილი ბუნებრივად გადამყავს პროექტორის ეკრანზე , სადაც ვაჩვენებ პრეზენტაციას . სლაიდების მეშვეობით ვაცნობ მათ ილიას მოგზაურობის მარშრუტს , ანუ გზა

პეტერბურგიდან - ტფილისამდე.10წთ. შესაბამისად ვუყვები თითოეული მათგანის ისტორიას და ვაცნობ მათ ადგილმდებარეობას.               წვდომა:

2აქტივობა ; პერსონაჟების სახასიათო ნიშნებზე დაკვირვება  და პარალელეების გავლება.შემდეგ მოსწავლეები კომენტირებული კითხვის საშუალებით ეცნობიან და  საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ , ახასიათებენ მოქმედ პირებს,რომელთა მსგავსი პორტრეტებიც ეკრანზე სლაიდ შოუს დახმარებით წარმოაჩენს მათ მანკიერ ,უზნეო თვისებებს.დახასიათებულნი არიან რუსი იამშიკი, რომელიც ზლაზვნითა და  უსიცოცხლობით იქცევს ყურადღებას ,აქვე ვაჩვენებ ევროპელ ინტელიგენტს,რომელიც რუსთთან შედარებით კულტურული და ასევე  დამცინავიცაა.ვაანალიზებთ რუსი ოფიცრის დამოკიდებულებას ილიას და ასევე ქართველების მიმართ,რომელიც თავისი უვიცობით და უცოდინრობით იქცევს მოსწავლეების ყურადღებას. ბავშვებს ვეკითხები,თუ რომელი ქვეყნის სახეს განასახიერებენ ისინი.ისინი მალევე მპასუხობენ,რომ  ფრანციელი განვითარებულ საფრანგეთს გვახსენებს,ხოლო რუსი პირდაუბანელი-ჩამორჩენილ და უზნეო რუსეთს.არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება არ გავამახვილოთ ,,მამულის კვამლზე,”რომელზეც ირონიულად საუბრობს ავტორი,მინდა,მოსწავლეებმა მიპასუხონ,რატომ არის მამულის კვამლი ტკბილი.ისინი კითხულობენ კიდევ ერთხელ  და მპასუხობენ,რომ ის მართლჭვრეტას უშლის ხელს,თვალს გვიბამს,ნაკლს არ გვანახებს,ამიტომაა იგი ასე ტკბილი და სასიამოვნო.10წთ.    .4.აქტივობა:კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემა და სიმბოლოების  ამოცნობა.ამის შემდეგ რამდენიმე მოწაფეს ტექსტიდან ვაკითხებ მნიშვნელოვან პასაჟებს მარკირებით ანუ ვახასიათებთ თერგს:ბავშვები ამოიცნობენ  სახე-სიმბოლოებს.ერთია დადუმებული,წყნარი,მოქრთამული,ხოლო მეორე-მრისხანე,შეუპოვარი,დაუმონავი კაცის სახე.აქვე ვაჩვენებ თერგის სურათებს თავისი მშვენებითა და გეოგრაფიული მდებარეობით.შემდეგ მე თვითონ ვუკითხავ იმ ადგილს,სადაც ილია საუბრობს პეტერბურგში გატარებულ ოთხ წელიწადზე და მოსწავლეების დახმარებით ვაანალიზებთ თითოეულ აბზაცს. 10წთ. რეფლექსია:არსებული ცოდნის უნარის შესამოწმებლად მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს,სადაც უნდა დამიწერონ რამდენიმე სითყვით  რომელი პერსონაჟმა  მიიქცია  განსაკუთრებით მისი ყურადღება,  რა რჩევას მისცემდა იგი მას და რატომ.?რაში დასჭირდა ილიას ალეგორიული სახეების გამოყენება.

,წასაკითხად ვაძლევ მე-4,მე-5 ,მე-6 თავებს კითხვით ,რამდენიმე ადგილი მიახლოებით ზეპირად,დასაწერად კი- იმსჯელონ,რატომ ადარებს მწერალი მყინვარს გოეტეს,თერგს-ბაირონს.

5.  შეფასება

კითხვა-პასუხი;ეპიზოდის შინაარსის ანალიზი;ჩართულობა;ტექსტზე მუშაობა; [განმავითარებელი.]3წთ

6.მენეჯმენტი

მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო;ქართველი მწერლები სკოლაში; კომპიუტერი, ინტერნეტი; სლაიდ შოუ; აკაკი გაწერელიას ნარკვევები, კაზრეთის 1საჯარო სკოლის ფილოლოგი-ლელა  წიკლაური.

 

 

 

 

Creative Commons License