cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

პარალელოგრამის ფართობი

by ekasisvadze — last modified 2011-01-09 02:45 Share

!-- /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3; mso-font-charset:204; mso-generic-font-family:roman; mso-font-pitch:variable; mso-font-signature:67110535 0 0 0 159 0;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4; mso-font-charset:204; mso-generic-font-family:roman; mso-font-pitch:variable; mso-font-signature:-1610611985 1107304683 0 0 159 0;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4; mso-font-charset:204; mso-generic-font-family:swiss; mso-font-pitch:variable; mso-font-signature:-1610611985 1073750139 0 0 159 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {mso-style-unhide:no; mso-style-qformat:yes; mso-style-parent:""; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-fareast-font-family:Calibri; mso-fareast-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-bidi-font-family:"Times New Roman"; mso-bidi-theme-font:minor-bidi;} .MsoChpDefault {mso-style-type:export-only; mso-default-props:yes; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-fareast-font-family:Calibri; mso-fareast-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-bidi-font-family:"Times New Roman"; mso-bidi-theme-font:minor-bidi;} .MsoPapDefault {mso-style-type:export-only; margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt; mso-header-margin:.5in; mso-footer-margin:.5in; mso-paper-source:0;} div.Section1 {page:Section1;} --

გაკვეთილის გეგმა

1

გაკვეთილის თემა

პარალელოგრამის ფართობი

2

სწავლების საფეხური და კლასი

II საფეხური,VIII კლასი

3

საგნის დასახელება.

მასწავლებლის სახელი და გვარი

მათემატიკა,ისტ.

ეკა სისვაძე

4

მოსწავლეთა რაოდენობა

24

5

განსხვავებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა

0

6

გაკვეთილის სასწავლო მიზანი

მოსწავლეებმა შეძლონ პარალელოგრამის ფართობის პოვნა მარტივ ფიგურებად დაყოფის ან/და მარტივ ფიგურებადმდე შევსების ხერხით.ფართობის თვისებების გააზრება,ამოცანების ამოხსნა ფართობის გამოყენებით.

7

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი

მათ.VIII.4.ხსნის გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანებს.

*ხსნის ბუნებისმეტყველების დარგებიდან მომდინარე ამოცანებს გამოთვლაზე.

*ირჩევს და იყენებს სიდიდის ცვლილების შესაფერის ერთეულებს,გამოსახავს მცირე ერთეულს დიდი ერთეულის გამოყენებით.

მათ.VIII.9.პოულობს ფიგურის ან/და მისი ელემენტების ზომებს.

*იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად

*პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან/და მარტივ ფიგურებამდე შევსების ხერხით.

მათ.VIII.10.ასაბუთებს გეომეტრიული დებულების მართებულობას.

*იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს ,ტოლობისა და უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას.

*იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს სიბრტყეზე ფიგურათა შორის მიმართების (მაგ.ტოლობის) დასაბუთებისთვის.

8

საჭირო წინაცოდნა

გეომეტრიული ფიგურების აგება,მათი თვისებები.სამკუთხედის ფართობის გამოთვლა,ტოლდიდი ფიგურები.

9

გაკვეთილის მსვლელობა.

აქტივობა.

დრო

აქტივობა1 .სამოტივაციო შეკითხვა

მიზანი:მოსწავლეთა მოტივაციაგანწყობის შექმნა.

დრო:3 წუთი

აღწერა:მოსწავლეებს უსვავ რამოდენიმე სამოტივაციო შეკითხვას .მოსწავლეები პასუხობენ ინდივიდუალურად.

აქტივობა 2. კითხვაპასუხი

მიზანი:გაკვეთილის თემის განზოგადება.საკითხის შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურება.

დრო:5 წუთი

აღწერა:გავლილი მასალიდან მთელ კლასს უსვავ შეკითხვებს,თან პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ გეომეტრიულ ფიგურებს.

აქტივობა 3. ახალი მასალის ახსნა

მიზანი:პარალელოგრამის ფართობის გამოსათვლელი ფორმულის გამოყვანა სხვადასხვა ხერხით.

დრო:10 წუთი

აღწერა:მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა დაადგინონ თუ რას უდრის პარაალელოგრამის ფართობი.ამ მიზნით კლასს ვყოფ ჯგუფებად(ერთი ჯგუფი ერთ კომპიუტერთან) მოსწავლეები ააგებენ პარალელოგრამებს,გაავლებენ დიაგონალს და გახსენებული თვისებებიდან დაადგენენ რომ ეს პარალელოგრამი გაიყოფა 2 ტოლ სამკუთხედად. იპოვიან ერთერთი სამკუთხედის ფართობს და გაამრავლებენ 2ზე,ან ცალცალკე იპოვიან თითოეული სამკუთხედის ფართობს და შეკრებენ.

აქტივობა 4. პრეზენტაცია

მიზანი:მოსწავლეებს უყალიბდებათ მიღებული ცოდნის გამოყენების უნარჩვევები.

დრო:7 წუთი

აღწერა: მოსწავლეები ასაბუთებენ,რომ პარალელოგრამის ფართობი ერთერთი გვერდისა და ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ტოლია.

აქტივობა 5. ტესტებისა და ამოცანების ამოხსნა.

მიზანი:ახალი მასალის განმტკიცება.

დრო: 15 წუთი

აღწერა:სახელმძღვანელოებში მოცემულ ტესტებს შეურჩიონ სწორი პასუხები და ამოხსნან ამოცანები მასწავლებლის დახმარებით.

აქტივობა 6. შეფასება,დავალება

დრო:5 წუთი

მიზანი:მოსწავლეთა შეფასება და რჩევის მიცემა მიღწევების გასაუმჯობესელად.

აღწერა:დაკვირვების საფუძველზე ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი კრიტერიუმებით და ვაძლევ საშინაო დავალებას.

10

შეფასება

შეფასების ფორმა დაკვირვება

11

საკლასო მენეჯმენტი.

საგანმანათლებლო რესურსები

10 კომპიუტერი ,პროექტორი.სასკოლო სახელმძღვანელო, მათემატიკა VIII კლასი (გ.გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე,ი.მებონია,ლ.ქურჩიშვილი)

Creative Commons License