პირამიდა,წახნაგი,წიბო.წვერო
საღარეიშვილი ნინო
#4საჯარო სკოლა
მათემატიკა
|
გაკვეთილის თემა |
პირამიდა,წახნაგი,წიბო.წვერო |
|
სწავლების საფეხური და კლასი |
პირველი საფეხური,მესამე კლასი
|
|
საგანი |
მათემატიკა |
|
მოსწავლეთა რაოდენობა |
14 |
|
აქტივობების მიზნები და მისაღწევი შედეგები |
მოსწავლეებმა ისწავლონ პირამიდის ელემენტების განსხვავება და განივითარონ შესაბამისი გეომეტრიული ტერმინების გამოყენების უნარჩვევები. |
|
ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები/ |
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე 8.1 ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში. 8.2განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს მათი დასახელებისას . |
|
თანმიმდევრობა;აქტივობა ნაბიჯნაბიჯ |
1შესავალი ნაწილი მოსწავლეთა მობილიზება 2წთ 2საშინაო დავალების შემოწმება 3წთ აქტივობა 1 მოსწავლეებს ვყოფ 3 ჯგუფად და თითეულ ჯგუფს ვურიგებ მოდელებს; I ჯგუფიკუბი II ჯგუფიპრიზმა III ჯგუფიკუბი და პრიზმა თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას I ჯგუფი ისაუბრეთ კუბის შესახებ რაც იცით II ჯგუფიისაუბრეთ პრიზმის შესახებ რაც იცით III ჯგუფიისაუბრეთ კუბისა და პრიზმის საერთო ელემენტებზე სამუშაოდ ეძლევათ 5წთ პრეზენტაცია 3წთ დაფაზე დახაზულია ვენის დიაგრამა,რომელიც ივსება პრეზენტაციის დროს აქტივობა 2 დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას და ვახდენ მოსწავლეთა გამოწვევას,მათ ვუჩვენებ ფოტო მასალას ეგვიპტურ პირამიდებზე. მინი ლექცია 3 წთ ამის შემდეგ თითოეულ ჯუფს ვურიგებ პირამიდის მოდელებს. მოსწავლეები აკვირდებიან მოდელებს და პასუხობენ კითხვებზე; რამდენი წახნაგი აქვს პირამიდას ? რა ფიგურაა მისი წახნაგი? რამდენი წიბო აქვს პირამიდას? რამდენი წვერო აქვს პირამიდას? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ პირამიდის კარკასს და თითოეულ ჯგუფს თხოვს დაამზადონ ჩხირებისაგან და პლასტილინის ბურთულებისაგან პირამიდის კარკასი. სამუშაოდ ეძლევათ 5წთ პრეზენტაცია 4 წთ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს. შეფასებისათვის ვიყენებ სიმბოლოებს: წითელი მზესაუკეთესო ნამუშევრისათვის ყვითელი მზე კარგი ნამუშევრისათვის მწვანე მზენაკლებად კარგი ნამუშევრისათვის. შემდეგ ვასრულებთ სავარჯიშოებს წიგნიდან და დამატებითი სავარჯიშოები.15 წთ ვაჯამებ გაკვეთილს,მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების სქემით. ვაძლევ საშინაო დავალებას. 5წთ |
|
შეფასება: |
სიმბოლოები,შეფასების სქემა |
|
საკლასო მენეჯმენტი და რესურსები: |
ჯგუფური მუშაობა, დაფა,ცარცი,მათემატიკის სახელმძღვანელო,ინტერნეტი. |

