cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

სილაბუსი

by ლია გორგაძე — last modified 2011-09-22 15:39 Share

 

სასწავლო კურსისდასახელება

მუსიკა

სასწავლო კურსის სტატუსი

კურსი  გათვალისწინებულია  დაწყებითი  სკოლის   I კლასის   მოსწავლეებისთვის,  როგორც  სავალდებულო.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა

ერთი  სასწავლო  წელი (ორი  სემესტრი), კვირაში 2 აკადემიური საათი.

 

პედაგოგი

ლია გორგაძე

საკონტაქტო ტელეფონი: 221525

e-mail:gorgadze.lia@gmail.com

სასწავლო კურსის მიზნები

მუსიკის სწავლების  მიზანია:

·      მოსწავლის ჩამოყალიბება განათლებულ, კულტურულ ადამიანად, მისთვის მუსიკის სფეროში შესაბამისი ცოდნის მიცემის გზით;

·      მოსწავლის მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა ხალხური და კლასიკური მუსიკის  ნიმუშების გაცნობის გზით;

·      მისი ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში და ამისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება.

ამ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ცეკვის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

·      მუსიკის მოსმენის ჩვევის ჩამოყალიბება; 

·      მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და მუსიკალურ ხელოვნებაზე მსჯელობის უნარის გამომუშავება;

·      წარმოსახვით-ასოციაციური აზროვნების განვითარება;

·      მუსიკალური სმენისა და მეხსიერების, რიტმის გრძნობის  განვითარება;

·      მუსიკალური დამწერლობის, როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალების შესწავლა.

 

 

სასწავლო კურსის წარმართვის ძირითადი პრინციპები

·         საგანმანათლებლოპროცესის  ცენტრში  უნდა იდგესთითოეულიმოსწავლე  და  მიღწეული  შედეგი;

·         გათვალისწინებული  უნდა  იყოს მოსწავლისფიზიკურიდაფსიქიკური  შესაძლებლობები, აგრეთვე, ასაკთან  შესაფერისიინტერესები;

·         სწავლა  უნდა  ნიშნავდეს  ინფორმაციის  დაგროვებას, უნარ-ჩვევებისა  და  დამოკიდებულებების  განვითარებას;

·         სწავლებაში  მოიაზრება  არა  ერთი  კონკრეტული  გზის  გავლა, არამედ  მასწავლებლისდამოსწავლისმიერერთობლივად  შერჩეული  ოპტიმალურივარიანტისძიება;

·         მთავარი  ორიენტირი  უნდა  იყოს  არა მხოლოდცოდნისოდენობა, არამედ  ამ  ცოდნის  ხარისხი.

 

 

შეფასება

შეფასების ფორმები: მომღიმარე კაცუნები, ყვავილები, მზე. ვარსკვლავები, ვიოლინოს გასაღები,+ ან -.

შეფასდება

პრაქტიკული მუშაობა:

·         მოსმენა,პროცესში ჩართულობა, კითხვა–პასუხი

·         სხეულის , მიმიკის, ხმის ფლობა

კლასის ჩართულობა:

·         აქტიური მონაწილეობა

·         საკუთარი აზრის წარმოჩენა

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (დანართი 1)

სავალდებულო ლიტერატურა

   მოსწავლის სახელმძღვანელო, გამომცელობა - ”ინტელექტი”

ავტორი მ. ჩიკვაიძე

რესურსები

ბუკი, დისკები, სანოტო რვეული.

 

 

 

 

 

სწავლის შედეგები

მიმართულება: პრაქტიკული უნარ-ჩვევები

მუს.I.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და

მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.

• ამოიცნობს გარემოში მუსიკალურ და არამუსიკალურ ბგერებს;

• განასხვავებს ხმამაღალ და ხმადაბალ ხმოვანებას;

• აჟღერებს ხმას, ინსტრუმენტს ხმამაღლა და ხმადაბლა, ხანგრძლივად და

წყვეტილად, მოკლედ;

• ერთ ტონზე სიმღერით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს, ცვლის ბგერათსიმაღლეს;

• განასხვავებს რიტმულ და არარიტმულ კაკუნს;

• ტაშით, კაკუნით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს;

• ტაშით, ფეხის დარტყმით გამოყოფს ტაქტის ძლიერ დროს.

მუს.I.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

• სიმღერით იმეორებს ბგერებს, მუსიკალურ ფრაზებს;

• ტაშით, სიმღერით აჰყვება მუსიკას, მასწავლებლის სიმღერას, აკომპანემენტს;

• მღერის მარტივ ერთხმიან სიმღერებს აკომპანემენტით ან მასწავლებელთან ერთად;

• მღერის მარტივ ერთხმიან სიმღერებს თანაკლასელებთან ერთად;

• სიმღერის დროს სწორად რეაგირებს მასწავლებლის მინიშნებებზე

მუს.I.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული

განწყობილების გადმოსაცემად.

• ხმის, მოძრაობის, მიმიკის, ჟესტის, ტაშის, ხმაურის საშუალებით გამოხატავს ამა თუ

იმ განწყობილებას;

• მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებს მიუსადაგებს სხვადასხვა თამაშობას

• სხეულის მოძრაობით გადმოსცემს მუსიკით გამოწვეულ ემოციას.

მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

მუს.I.4. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი

მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.

• გამოხატავს დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას მოსმენილი ნაწარმოების

მიმართ;

• განარჩევს ერთმანეთისგან ნაცნობ და უცნობ მელოდიას;

• მოსმენისას ტაშით, სიმღერით, მოძრაობით აჰყვება მუსიკას;

• მუსიკით გამოწვეულ განწყობილებას, ემოციას გადმოსცემს ნახატში.

მუს.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.

• სწორად წარმოთქვამს ნასწავლ ტერმინებს საუბრის დროს;

• საჭიროების შემთხვევაში ელემენტარულად განმარტავს მათ;

• უცნობი ტერმინის, სიტყვის გაგებისას სვამს კითხვებს მათი მნიშვნელობის

დაზუსტების მიზნით.

მუს.I.6. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

• მონაწილეობს თამაშებში, კლასის ზეიმში, თემატურ ღონისძიებებში;

• ესწრება კონცერტებს, წარმოდგენებს.

მუს.I.7. მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

• იცავს ქცევის ნორმებს სხვისი სიმღერის, საუბრის დროს;

• მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელს შემოქმედებით პროცესში

მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.I.8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

• ამოიცნობს ნასწავლ საბავშვო სიმღერებს;

• იხსენებს სად, რა გარემოში მოუსმენია ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები;

• იხსენებს თავის საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებებს;

• მუსიკალური ნაწარმოების შინაარსთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, იხსენებს

მსგავს სიუჟეტს, პერსონაჟს;

• აკავშირებს მუსიკალურ ნაწარმოებთან შესაბამის ვიზუალურ მასალას და იხსენებს

საკუთარ შთაბეჭდილებებს (ფოტო, ვიდეო-ჩანაწერი...).

მუს.I.9. მოსწავლე იცნობს ნასწავლ მუსიკალურ საკრავებს.

• ჩამოთვლის ნაცნობ მუსიკალურ საკრავებს;

• ამოიცნობს მათ ფორმის მიხედვით;

• განასხვავებს საკრავების ჟღერადობას.

მუს.I.10. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს გარემოში მოსმენილი ხმები.

• არკვევს ხმის წარმოქმნის წყაროს (ტელეფონის ზარი, მანქანის მუხრუჭი..., ჩიტის

ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი...) და ბაძავს მას;

• განსაზღვრავს ხმის ჟღერადობის ხანგრძლივობას (ხანგრძლივი, ხანმოკლე) და

იმეორებს მას;

• გამოხატავს დამოკიდებულებას ხმის მიმართ (მოსწონს, არ მოსწონს).

 

სასწავლო კურსის შინაარსი

 

1.      გავმართოთ კონცერტი

2.      ვუსმენთ სიჩუმეს

3.      დილა მშვისობისა

4.      გაარკვიე:ჩუმად თუ ხმამაღლა

5.      ახ, ლაზარე,ლაზარე

6.      ვიცეკვოთ ვიმღეროთ

7.      ვკითხულობთ ზღაპარს

8.      ბურთულები

9.      მგელი და კრავი

10.  ლომია თუ ჩიტი?

11.  მზე შინა

12.  დედა–ჩიტი და ბარტყები

13.  შემოდგომა დადგაო

14.  კიბეებზე

15.  მოიფიქრე სათაური

16.  რაზე მოგვითხრობს მუსიკა?

17.  ბანაობა

18.  სიტყვებით თამაში

19.  ძიძგი–ძიძგი მამალა

20.  გამარჯობა, ზამთარო

21.  ფიფქების ცეკვა

22.  ალილო

23.  ჩქარა თუ ნელა?

24.  ბიჭებს ძინავთ, ბიჭები ცეკვავენ.

25.  პატარა მეომარი

26.  შევადაროთ ერთმანეთს

27.  რას მოგვითხრობს მუსიკალური საკრავი?

28.  მიყვარს ხტუნვა–თამაში

29.  მოთხრობები მუსიკითურთ

30.  ჯადოსნური ეკრანი

31.  რატომ მიყვარს მუსიკა

32.  წელიწადის დრონი–ფერებით და ბგერებით

33.  გაკვეთილი გამოცანა

34.  როგორც იქნა გაზაფხულდა

 

მუშაობის სტრატეგია

 

მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.

 

 

ღონისძიებები

 

 

• კლასის ზეიმი თემაზე - ახალი წელი, გაზაფხული, შემოდგომა

მოსასმენი მასალა

ხალხურისიმღერები, ფრაგმენტებიკლასიკურინაწარმოებებიდან, საბავშვო

პროგრამულიპიესები, მაგალითად, ‘’მესტვირული’’ გუდასტვირზე, “ნანა”, “იავნანა”,

“ჭრელოპეპელა”, “ჟუჟუნაწვიმამოვიდა” (სამხმიანივარიანტი); “ახ, ლაზარე,

ლაზარე”, “მზეშინა”, საგალობელი “წმიდაოღმერთო”, “ხორუმი” დოლზე, ოსური

საცეკვაო ”სიმდი”, ფრანგულისაბავშვოსიმღერა ”Frere Jacques”; სპირიჩუელსი

”Ride the chariot”; ზ. ფალიაშვილი, ი. კეჭაყმაძე – საქართველოსსახელმწიფოჰიმნი;

ზ. ფალიაშვილი - ცეკვა “ქართული” ოპერიდან “დაისი”; ს. ცინცაძე - საკვარტეტო

მინიატიურა “საჭიდაო”/”ლალე”/ “ინდი-მინდი”; რ. ლაღიძე - “ჰიმნი დედა ენას”,

საორკესტრო პიესა “საჭიდაო”; ი. ს. ბახი - “გუდასტვირი”, “ხუმრობა” (ფლეიტის

სოლოთი) სიუიტიდან #2; ქ. ვ. გლუკი - “მელოდია” ფლეიტისათვის ოპერიდან

“ორფევსი”; ი. ჰაიდნი - საფორტეპიანო სონატა HOB.37, რე მაჟორი, I ნაწილი; ვ. ა.

მოცარტი - მენუეტი ფა მაჟორი; ე. გრიგი - “მთის მეფის გამოქვაბული” სიუიტიდან

“პერ-გიუნტი”; პ. ჩაიკოვსკი - ”პატარა გედების ცეკვა” ბალეტიდან “გედების ტბა”,

“პატარა ჯარისკაცების მარში” ციკლიდან “საბავშვო ალბომი”; ნ. რიმსკი-კორსაკოვი

- “კელას გაფრენა”; კ. სენ-სანსი - “სპილო” ციკლიდან “ცხოველების კარნავალი”; ლ.

ბეთჰოვენი – “ზაზუნა” და ა. შ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

           

 

 

 

 


Georgian

Creative Commons License