cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

სილაბუსი

by nino jojishvili — last modified 2013-01-27 22:45 Share

მესამე კლასის

 

საგნის სასწავლო გეგმები

(სილაბუსები)   

  

პედაგოგი: ნინო ჯოჯიშვილი          

 

მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 577-09-32-00;

ელექტრონული ფოსტა: ninojojishvili98@gmail.com

 

 

2012-2013 სასწავლო წელი

 

 

მათემატიკა

1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:

ორი სემესტრი. კვირაში 5 სთ. პირველ სემესტრში -70 სთ. მეორე სემესტრში -95 სთ.

 სულ - 165 საათი.

2. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:

თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, იძ-ლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალე-ბას. მისი გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა.

დაწყებით საფეხურზე ხდება არითმეტიკული მოქმედებების და მა-თი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არით-მეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშ-ვნელობის შეფასების უნარის განვითარება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს უყალიბდებათ ათობითი პოზიციური სი-სტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, მდებარეობა რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.

სასწავლო კურსი მოსწავლეებს უქმნის მათემატიკური ცოდნის სა-ფუძველს და ხელს უწყობს მათში მათემატიკის შემდგომი შესწავლისათ-ვის შესაბამისი უნარების განვითარებას. პირველი სამი კლასი არის მოსამ-ზადებელი ეტაპი მათემატიკის შესასწავლად, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლებისა და აღზრდის ერთიანობაში განხორციე-ლებას.

 

3. სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში:

 

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი.

4. სასწავლო საგნის მიზანია:

მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში გამოყოფილია ოთხი მიმარ-თულება: რიცხვები და მოქმედებები; გეომეტრია და სივრცის აღქმა; მონა-ცემათა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა; კანონზომიერებები და ალ-გებრა. დაწყებით საფეხურზე ყველა ამ მიმართულებას მკაფიოდ ჩამოყა-ლიბებული მიზნები აქვს.

 

        რიცხვები და მოქმედებები:

ამ საფეხურზე უნდა მოხდეს არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქ-მედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არითმეტი-კული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნე-ლობის შეფასების უნარის განვითარება.

გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ათობითი პოზიციუ-რი სისტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედე-ბების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ას-პექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, მდებარეობა რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.

 

1. კანონზომიერება და ალგებრა:

ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია მარტივი კანონზომიერებე-ბისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვი-თარება, არითმეტიკული ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნ-ების გამოყენების შესწავლა.

 

2. გეომეტრია და სივრცის აღქმა:

ამ საფეხურზე, მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნა-რის განვითარება; გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება; ატრიბუ-ტების მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.

 

3. მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა;

ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს - თვისობრივ და დისკრე-ტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგე-ნისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.

 

5. სასწავლო საგნის ამოცანები საბაზო საფეხურზე:

 

სასწავლო კურსის ძირითადი ამოცანებია:

დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:

1. არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის საგანთა ერთობლიობების გამოყენებით);

2. არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერი აღწერა (მაგ. „... ჯერ“, „...ით“);

3. რიცხვების ჩაწერა და დასახელებები;

4. გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და მათი აღწერა;

5.ფიგურების კონსტრუირება;

6. ფიგურების ურთიერთგანლაგების აღწერა;

7. მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის ხერხების/საშუალებების ცოდნა და გამოყენება;

8. მარტივი კანონზომიერებების ამოცნობა და გავრცობა (მაგ. საგანთა მიმდევრობები, რიცხვების პერიოდული მიმდევრობები, ფიგურების მო-ზაიკური განლაგება);

9. მიმართულების, გადაადგილების და მარშრუტის სიტყვიერი აღწე-რა და სქემატური გამოსახვა;

10. ტერმინების: „ყველა“, „ყოველი“, „თითეოული“, „ზოგიერთი“, „ერთ-ერთი“, „არცერთი“, „ერთადერთი“ გამოყენება რიცხვების თვისე--ბების ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართების დადგენისას;

11. მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და კლასიფიკაცია მითითებუ-ლი კრიტერიუმების მიხედვით;

12. საზომი ერთეულების (მანძილის, დროის, ფულის ერთეულების) და მათ შორის მიმართებების ცოდნა და გამოყენება.

 

მსჯელობა-დასაბუთება

Øვარაუდის გამოთქმა და კერძო შემთხვევებში მისი კვლევა;

Øდამტკიცების, დასაბუთების ხერხის შერჩევა (მაგ. დასაბუთებისას საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდის გამოყენება, ევრისტული მეთო-დის გამოყენება);

Øგამონაკლისი შემთხვევების აღნიშვნა და მათი განზოგადების არამიმართებულობის დასაბუთება კონტრმაგალითის მოძებნით.

 

კომუნიკაცია

Øტერმინების, აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამო-ყენება;

Øინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით;

Øინფორმაციის გადაცემისას საკითხის არსის (მაგ. ობიექტის არ-სებითი თვისებების) წარმოჩენა.

მოდელირება

ჩვეულ გარემოში (ყოველდღიურ ცხოვრებაში) მათემატიკური ობიექ-ტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდე-ლის აგებისას, პრაქტიკული (ყოფითი) ამოცანების გადაჭრისას.

პრობლემების გადაჭრა

Øამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა;

Øპრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არას-ტანდარტულ ვითარებაში (მაგ. როდესაც პრობლემის გადასაჭ-რელად საჭირო მათემატიკური პროცედურა ცალსახად არაა გან-საზღვრული);

Øკომპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამო-ცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით;

Øპრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიებისა და რესურ-სების შერჩევა, მათი გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი;

Øპრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური სა-შუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და მათი გამოყენება.

დამოკიდებულება

Øთანამშრომლობა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას; კორექ-ტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში;

Øსამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა.

 

6. სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპენტეციები:

მოსწავლეს შეუძლია:

Øერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაო-დენობები და რიგი;

Øერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებე-ბი;

Øგანახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი და-კავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან;

Øშეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში;

Øრიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას;

Øსაგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შე-დარება;

Øშეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას;

Øთვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად;

Øგარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღ-წერა;

Øფიგურათა ზომების შედარება და დადგენა;

Øთვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ;

Øთვისობრივი მონაცემების მოწესრიგება;

Øთვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

 

7. სასწავლო კურსის ორგანიზაცია

 

საკლასო მენეჯმენტის ხერხები:

Øინდივიდუალური;

Øწყვილები;

Øტრიადები;

Øჯგუფები;

Øმთელი კლასი;

Øმეცადინეობის ფორმები;

Øსემინარული;

Øლექციური;

Øპრაქტიკული;

Øკომბინირებული;

Øგაკვეთილი პროექტი;

Øგაკვეთილი კონკურსი;

Øკოლოქვიუმი.

სწავლების მეთოდი:

Øევრისტული (სწავლება აღმოჩენით);

Øკონკრეტული დავალებების დასწავლა;

Øსასწავლო-კვლევითი საქმიანობა (ახალი ცოდნის ძიება, შეძენა, ახალი გამოცდილების, უნარ-ჩვევების შეძენა);

Øინტერაქტიული სწავლება;

Øტექნიკური სწავლება (მოიცავს სასწავლო პროცესის კონსტრუი-რებას);

Øსწავლება დიდაქტიკური თამაშებით;

Øსწავლება დისკუსიით;

Øსწავლება წვრთნით.

 

8. სასწავლო კურსის შეფასება:

შეფასების ტიპები:

1. მიმდინარე: განმავითარებელი;

2. შემაჯამებელი: განმავითარებელი.

განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდა-ციებს წერილობით ან ზეპირი სახით.

აკადემიური შეფასების კომპონენტები:

Øსაშინაო დავალებები;

Øსაკლასო დავალებები;

Øშემაჯამებელი დავალებები.

1. საშინაო და საკლას ო დავალებათა კომპონენტები

შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები

1. მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;

2. კავშირებისა და მიმართებების დადგენა;

3. მათემატიკური ობიექტების წარმოდგენა და მათემატიკური ენის ფლობა;

4. მსჯელობა და დასაბუთება;

5. ამოცანის ჩამოყალიბება;

6. მოდელირება;

7. ამოცანის ამოხსნა და მისი რეალიზება;

8. გამოთვლები;

9. დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნო-ლოგიების გამოყენება.

 

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:

1. შემოქმედებითობა;

2. თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);

3. სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

4. სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.

 

დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:

1.     არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის საგანთა ერთობლიობების გამოყენებით);

2.     არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერი აღწერა (მაგ. „...ჯერ“, „...ით“);

3.     რიცხვების ჩაწერა და დასახელებები;

4.     გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და მათი აღწერა;

5.     ფიგურების კონსტრუირება;

6.     ფიგურების ურთიერთგანლაგების აღწერა;

7.     მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის ხერხების/საშუალებების ცოდნა და გამოყენება;

8.     მარტივი კანონზომიერებების ამოცნობა და გავრცობა (მაგ. საგან-თა მიმდევრობები, რიცხვების პერიოდული მიმდევრობები, ფი-გურების მოზაიკური განლაგება);

9.     მიმართულების, გადაადგილების და მარშრუტის სიტყვიერი აღ-წერა და სქემატური გამოსახვა;

10.   ტერმინების: „ყველა“, „ყოველი“, „თითოეული“, „ზოგიერთი“, „ერთ-ერთი“, „არცერთი“, „ერთადერთი“ გამოყენება რიცხვების თვისებების ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართებების დადგენისას;

11.   მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და კლასიფიკაცია მითითებუ-ლი კრიტერიუმების მიხედვით;

12.   საზომი ერთეულების (მანძილის, დროის, ფულის ერთეულების) და მათ შორის მიმართებების ცოდნა და გამოყენება.

2. შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავ-ლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო კომ-პონენტის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შე-დეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრუ-ლებისას მოსწავლემ უნდა შესძლოს მათემატიკის საგნობრივი პროგრამით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.

Øმოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები;

Øდავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;

Øზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;

Øმითითებული უნდა იყვეს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

შეფასების ფორმები

Øზეპირი გამოკითხვა;

Øწერითი სამუშაო

Øტესტირება;

Øპრეზენტაცია;

Øთვითშეფასება;

Øურთიერთშეფასება.

 

9. რესურსებ

მოსწავლის სახელმძღვანელო - გოგიშვილი-ვეფხვაძე -მათემატიკა;

მასწავლებლის სახელმძღვანელო - გოგიშვილი-ვეფხვაძე -მათემატიკა;

ტექნიკური საშუალებები - კომპიუტერი, დაფა, გეომეტრიული ფიგურები, სათვლელი გროვები, საანგარიშო, სახაზავი, ფანქარი, ტაბულები.

ადამიანური რესურსი - ისტ-ის მასწავლებელი, კოლეგა, წიგნის ავტორი.

 

10.მისაღწევი შედეგი

ზოგადსაგნობრივი:

Øინფორმაციის მოძიება;

Øდახარისხება;

Øშეფასება;

Øშემოქმედებითი უნარი;

Øთვალსაჩინოების გამოყენება და შექმნა.

სპეციფიკურ/საგნობრივი:

Øმათემატკური ტერმინებისა და სიმბოლოების გამოყენება;

Øფიგურებისა და ობიექტების სხვადასხვა ზომებში გამოსახვა, მა-თი მონაცემთა ცხრილებში განთავსება და გრაფიკების აგება;

Øფართობებისა და მოცულობების გამოანგარიშება;

Øკოორდინატთა სისტემაში მონაცემთა აღნიშვნა.

ადაპტაციურ/სასიცოცხლო

Øთანამშრომლობისა და ჯგუფში მუშაობის უნარი;

Øთვითშეფასებისა და თვითკონტროლის უნარი;

Øსწავლისა და შემეცნების უნარი;

Øსასწავლო აქტივობებში მონაწილეობის უნარი;

Øმოლაპარაკებისა და დიალოგის უნარი.

სამუშაო დისციპლინა:

გაცდენების დასაშვები რაოდენობა:

გაცდენების დასაშვები რაოდენობა: - სასწავლო საათის ერთი მეოთხედი, ანუ სულ - 41 საათი;

დავალიანების დასაშვები რაოდენობა:

შესასწავლი მასალის ერთი მეათედი;

აღდგენები:

თუ დავალიანება საპატიოა, მასწავლებელი ერთი კვირის განმავლო-ბაში უტარებს მოსწავლეს 3 მეცადინეობას. შესასწავლი მასალის ერთი მე-ათედი აღდგება მშობელი-მასწავლებლის მიერ შეთანხმებული მეთოდისა და გრაფიკის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში. ერთი მეათედი შე-იძლება აღდგეს ერთ დღეში ტესტური ან საკონტროლო წერით, ან ზეპირი გამოკითხვით, ნაწილ-ნაწილ, ერთი კვირის განმავლობაში.

 

                         თემატური გეგმა: III კლასი

 

N

თემა

სთ

თარიღი

შ/გაკვეთილები

 

·    ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიც-ხვებს

·    ვადარებთ რიცხვებს

·    ვასახელებთ უახლოეს ათეულს, ოც-ეულს

·    ვითვლით თანრიგებს შესაბამისი ბი-ჯით წინ და უკან

·    შევკრიბოთ სხვადასხვა ხერხით

·    ვკრებთ ორნიშნა რიცხვებს

·    შევკრიბოთ რიცხვები სხვადასხვა ხერხით

·    ვაკლებთ სხვადასხვა ხერხით

·    ორნიშნა რიცხვების გამოკლება

·    შეკრებისა და გამოკლების ხერხები

·    ვპოულობთ შეკრებისა და გამოკ-ლების უცნობ წევრებს

·    რიცხვებზე მოქმედებების გამოყე-ნება

·    ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები

·    გავზომოთ სიგრძე, სიგრძის საზომი ერთეულები

·    შევადგინოთ ფიგურა

·    სივრცული ფიგურები

·    ბრტყელი და სივრცული გეომეტრი-ული ფიგურები

·    პერიოდული მიმდევრობები

·    შევადაროთ მიმდევრობები

·    ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიც-ხვებს ათასამდე

·    ჩავწეროთ გაშლილი სახით

·    ვასახელებთ უახლოეს ათეულს, ასე-ულს, ათასეულს

·    შევადაროთ რიცხვები

·    ვითვლით თანრიგებს შესაბამისი ბი-ჯით

·    შევკრიბოთ რიცხვები სხვადასხვა ხერხით

·    რიცხვების შეკრება

·    რიცხვების შეკრების სხვადასხვა ხერხი

·    რიცხვების გამოკლების სხვადასხვა ხერხი

·    გამოვაკლოთ ქვეშმიწერით

·    შეკრებისა და გამოკლების ხერხები

·    რიცხვითი გამოსახულების მნიშვნე-ლობის პოვნა

·    შევადაროთ რიცხვები

·    შესაბამისობის მაგალითები

·    შესაბამისობის გამოსახვა

·    გამოვიყენოთ რიცხვები და რიცხ-ვებზე მოქმედებები

·    შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრის პოვნა

·    მონაცემთა ამოკრება ტექსტიდან

·    მონაცემთა შეგროვების მაგალითები

·    მონაცემთა დაჯგუფება

·    შევადგინოთ და აღვწერით ცხრილი

·    პიქტოგრამა

·    რიცხვების გამრავლება

·    ვამრავლერთ თვლის გამოყენებით

·    რიცხვების გაყოფა

·    ვიყენებთ გაყოფის ხერხებს

·    გაყოფისა და გამრავლების დაკავ-შირება

·    გავამრავლოთ 2-ზე

·    გავამრავლოთ 3-ზე,გავყოთ 3-ზე

·    გავამრავლოთ 4-ზე, გავყოთ 4-ზე

·    გავამრავლოთ და გავყოთ 5-ზე

·    10-ზე გამრავლება

·    შევადგინოთ გამრავლების ცხრილი

·    ვიპოვოთ გამრავლებისა და გაყოფის უცნობი წევრი

·    გამეორება

3

 

2

 

4

 

4

4

4

 

2

4

2

2

 

4

 

4

2

 

4

2

2

 

4

4

4

 

4

2

 

4

2

 

2

 

4

2

 

2

 

2

4

2

 

4

4

4

4

 

2

 

4

4

2

2

2

2

2

4

2

2

 

2

2

2

2

2

2

4

 

2

3

 

 

 

 

 

ქართული ენა და ლიტერატურა

1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:

ორი სემესტრი. პირველ სემესტრში  --- საათი, მეორე სემესტრში -----საათი

სრული სასწავლო წელი ------ საათი.

2.სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარ-მოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების  პირადი, ცხოვ-რებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო სა-განი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა და-ნარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.

მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება თვით-გამოხატვისათვის აუცილებელი  ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავ-ლების ყველა ძირითადი _ ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის მიმართუ-ლებით.

ზეპირმეტყველება :

გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიული უნარების განვითარებას.

კითხვა.

კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრუ-ლფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზია-რებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკიტხვის, მათში მოცე-მული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა დაგამოყენების უნარ-ჩვევების გამო-მუშავებას.

წერა:

 მოსწავლემ უნდა შეძლოს ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წე-რილობით გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექ-ტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა.

3.სასწავლო კურსის სტატუსი მოცემულ კლასში:

დაწ/ საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულო საგანია.

4.სასწავლო საგნის მიზანი:

ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

Øსხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;

Øწაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;

Øსხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;

Øტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქ-ციების გამოყოფა და სა-თანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;

Øმისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;

Øგრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.

 

გრამატიკული თემის ჩამონათვალი:

წინადადების ძირითადი წევრები: ზმნა-შემასმენელი და მასთან დაკა-ვშირებული მოქმედი პირი (სუბიექტი); ზმნა და საგარემოებო სიტყვები; კავშირები წინადადებაში. სახელის სხვადასხვა ბრუნვის ფორმებს შორის ფუნქციური სხვაობა; ზმნური და სახელური ფორმაცვალება; ტიპობრივი ორთოგრაფიული შეცდომების გასწორების წესები; ძირითადი სასვენი ნი-შნები (წერტილი, მძიმე, კითხვისა და ძახილის ნიშნები, ბრჭყალები, ორ-წერტილი, მრავალწერტილი).

 

ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:

Øსხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;

Øკამათის დისკუსიისა დამსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;

Øსაკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;

Øკითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;

Øსხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექ-სტების შეთხზვა.

                მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა.

Øსხადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;

Øმოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პი-რად გამოცდილებასთან;

Øტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;

Øგმირის საქციელის შეფასება;

Øმხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნ-ქციის ახსნა;

Øმხატვრული ტექსტების შექმნა;

Øსაკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.

 

5.სასწავლო საგნის ამოცანები

Øკალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;

Øლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;

Øაზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;

Øმსჯელობის უნარის განვითარება;

Øფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;

Øდისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგიური და დიალოგიური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;

Øტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;

Øსაგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონერბი, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;

Øსამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა

Øტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;

Øორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყე-ნება;

Øმწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;

Øლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

 

6. სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები:

მოსწავლეს შეუძლია:

Øადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში,

Øმოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

Øაქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

Øწერილობითი კოდის გაშიფვრა.

Øსხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების ( მაგ, გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.

Øმასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

Øმარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

Øმოსმენილი/წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.

Øკითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება

Øსხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.

Øმცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

Øნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.

 

7. კურსის ორგანიზაცია:

 

საკლასო მენეჯმენტის ხერხები:

1. ინდივიდუალური

2. წყვილური

3. ჯგუფები

4. მთელი კლასი.

 

მეცადინეობის ფორმები:

1. ლექციური;

2. კომბინირებული პრეზებტაცია;

3. პრაქტიკული მუშაობა;

4. გაკვეთილი პროექტი.

 

სწავლების მეთოდები

1.        პროგრამული;

2.        ინტერაქტიული;

3.        ევრისტული;

4.       სწავლება დისკუსიით.

 

 

8.სასწავლო კურსის შეფასება

 

შეფასების ტიპები:

მიმდინარე შეფასებები: განმავითარებელი;

შემაჯამებელი: განმავითარებელი და განმსაზღვრელი

განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი სახით.

აკადემიური შეფასების კომპონენტები:

ზეპირი გამოკითხვა

წერითი სამუშაოები

ურთიერთშეფასება

თვითშეფასება

9. რესურსები:

Øმოსწავლის სახელმძღვანელო: ნ. მაღლაკელიძე, ც. ყურაშ-ვილი. გამომცემლობა „მერიდიანი“.

Øმასწავლებლის სახელმძღვანელო: ნ. მაღლაკელიძე, ც. ყურაშ-ვილი. გამომცემლობა „მერიდიანი“.

Øდამხმარე ლიტერატურა: ორთოგრაფიული ლექსიკონი, სინო-ნიმების ლექსიკონი; განმარტებითი ლექსიკონი, ქართველ და მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებები; სპეციალური გრამატი-კული სავარჯიშოების კრებულები;

Øმასწავლებლის მიერ შექმნილი სამუშაო ბარათები.

Øტექნიკური საშუალება: კომპიუტერი, ინტერნეტსაიტები;

Øთვალსაჩინოება: პლაკატები, მოძრავი ანბანი, სურათები სასა-უბრო თემებისათვის.

Øადამიანური რესურსი: მშობელი, კლასის სტუმარი, კოლეგა, ფსიქოლოგი.

10. მისაღწევი შედეგები:

ზოგადსაგნობრივი:

Ø  ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება;

Ø  ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება;

Ø  მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა.

სპეციფიკურ-საგნოგრივი:

Ø  ხმამაღალი კთხვა;

Ø  ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);

Ø  გამოწერა;

Ø  გადაწერა;

Ø  კარნახით წერა;

Ø  წარმოსახვის უნარი;

Ø  ეპიზოდების თხრობა;

Ø  შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;

Ø  შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.

ადაპტაციურ-სასიცოცხლო:

Ø  შემოქმედებითობა;

Ø  თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);

Ø  სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

Ø  სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.

სამუშაო დისციპლინა:

გაცდენების დასაშვები რაოდენობა:

სასწავლო საათების ერთი მეოთხედი ანუ 50 საათი;

დავალიანების დასაშვები რაოდენობა:

შესასწავლი მასალის ერთი მეათედი.

აღდგენები:

საპატიო გაცდენების შემთხვევაში მასწავლებელი ერთი კვირის გა-ნმავლობაში უტარებს 3 დამატებით მეცადინეობას.

მასწავლებელი მშობელთან შეთანხმებული მეთოდისა და გრაფი-კის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში აღადგენს გაცდენილი მასა-ლის ერთ მეათედს.

თემატური გეგმა

სტან-დარტი

შედეგი

                     თემა

სთ

თარი-ღი

შემაჯ/გაკვეთილები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზეპირმეტყველება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხ-ვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წერა

ქართIII. 1

მოსწავლეს შე-უძლია ტექსტ-ის დანიშნულე-ბისა და ადრეს-ატის ამოცნობა მოსმენით; შეუ-ძლია სამეტყვე-ლო ქცევის წარ-მართვა ადრეს-ატის გათვალი-სწინებით.

 

ქართIII. 2

მოსწავლეს შე-უძლია ლიტე-რატურული ტექსტების მო-სმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა

 

ქართIII. 3

მოსწავლეს შეუძლია ძი-რითადი ენო-ბრივ-გრამატ-იკული საშუ-ალებების სა-თანადოდ გა-მოყენება

 

ქართIII. 4

მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას

 

ქართIII. 5

მოსწავლეს შ-ეუძლია სხვა-დასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ი-ლუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება

 

ქართIII. 6

მოსწავლეს შეუძლია მცი-რე ზომის სხვ-ადასხვა სახი-სა და ჟანრის თხრობითი ტ-ექსტების და-მოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გა-აზრება. 

 

ქართIII. 7

მოსწავლეს შე-უძლია ლიტე-რატურული ტექსტის მიმა-რთ საკუთარი დამოკიდებუ-ლების გამო-ხატვა

 

ქართ III. 8

მოსწავლეს შე-უძლია მარტი-ვი ტექსტის არ-სებითი ენობრ-ივ-გრამატიკუ-ლი ნიშნების ა-მოცნობა.

 

ქართ III. 9

მოსწავლეს შე-უძლია ვიზუა-ლურად აღიქ-ვას და/ან თა-ვად შექმნას სხ-ვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომა-სალა

 

ქართ III. 10

მოსწავლეს შე-უძლია კითხ-ვის ზოგიეთი სტრატეგიის გა-მოყენება

 

ქართ III. 11

მოსწავლეს შე-უძლია სხვადა-სხვა სახის მარ-ტივი მიზნობ-რივი ტექსტე-ბის დაწერა და შესაბამისად გა-ფორმება

 

ქართ III. 12

მოსწავლეს შე-უძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და ა-ზრის  გასაგებ-ად ჩამოყალი-ბება

 

ქართ III. 13

მოსწავლეს შე-უძლია ძირი-თადი გრამატი-კული ელემე-ნტების მართე-ბულად გამოყე-ნება ტექსტის შექმნისას

 

ქართ III. 14,

მოსწავლეს შე-უძლია ტექს-ტის ჩასწორე-ბის მარტივი ხერხების გამო-ყენება

·დაგვემშვიდობა ზაფხული (კ.გოგიაშვილი)

·წერილი მურას (ქ.ჭალადი-დელი)

 

·მოსწავლე და მასწავლებელი (ა.წერეთელი)

·ხელმწიფის შვილისა და ხე-ლმწიფის ამბავი (ქ/ხ ზღაპარი)

·მოხუცის ნატვრა (ხალხური)

 

·მეფე მწიგნობარი (შ,ბადრიძე)

 

·პატარა საქართველო სპარსეთში (ი.გოგებაშვილი)

·თვრამეტი ძმა (ინგილოური თქმულება)

·ვაზის სიმფონია (შ,ნიშნიანიძე)

 

·როგორ გაიყვეს ძმებმა ქონება (აფხაზური თქმულება)

·ვაზი და გლეხკაცი (ლ.და ვინჩი)

 

·შემოდგომის სურათი (ნ.დუმ-ბაძე)

 

·ერთი-შენ,ერთი-მე (ქ.ჭილაშ-ვილი)

 

·რატომ კარგავენ წივწივები წელიწადში ერთხელ გონებას

·ძმები (ქ/ხ ზღაპარი)

 

·მიწას პატრონი უნდა (ქ/ხ ზღაპარი)

·საუბარი მამასთან (ნ.შამანაძე)

 

·ჭორიკანა კაჭკაჭი(ჭ.ამირეჯიბი)

 

·პაწაწინა პინგვინი(დ.ბისეტი)

 

·მოკლე გზა(ვ.ასლამაზიშვილი)

 

·ფურცლები(ქ.ჭილაშვილი)

 

·თოვლი მოვიდა(ვ.ტატიშვილი)

 

·მამულის უკვდავება ვინატროთ (ნ.დუმბაძე)

·მრავალ ახალ წელს (გ.ტაბიძე)

 

·ზამთარი (გ.ძნელაძე)

 

·უბედური ქორბუდა (ირ.ევდო-შვილი)

·რისთვის დაიბადა ადამიანი (ჯ.როდარი)

·ჯერ მტერი მერე მოკეთე (ალ. მირიანაშვილი)

·საყვედური ტყვეობაზე უარე-სია (სს ორბელიანი)

·ვიოლინო (გ.ვარაზანაშვილი)

 

·ჯადოსნური სიტყვა (ვ.ოსეევა)

 

·ის კი არ არის ბიჭობა (ვ.ფშა-ველა)

·სამასი თავდადებული გლეხი (ი.გოგებაშვილი)

·ნადირ შაჰის ხმალი (ლ.ჭიჭინაძე)

 

·ცხრა ძმა ხერხეულიძე (ი.გო-გებაშვილი)

·მეფე (ი.გოგებაშვილი)

 

·რუქნადინის დამარცხება

 

·ჩვენი დედა საქართველო (ჯ.ნიქაბაძე)

·ფიცი (ო.იოსელიანი)

 

·შევცდით?

·ერთი მანეთის შოვნა (ქ/ხ ზღაპარი)

·მოხუცის დარიგება (ი.გრიშაშ-ვილი)

·რას გალობს შაშვი? (ი.ევდოშ-ვილი)

·შემოვლენ როკვით (ა.კალან-დაძე)

·ბალახის სიმღერა (მ.ტოგონიძე)

 

·რატომ დამუნჯდნენ ხეები (ესტ.ზღაპარი)

·ჭიამაია და ბოროტი კაცი (ჭ.ამირეჯიბი)

·ვირის ჭკუა (ო.იოსელიანი)

 

·ჭიანჭველა და ფუტკარი (მ.ტო-გონიძე)

·ჭრიჭინა და ჭიანჭველა (ი.კრი-ლოვი)

·წკეპლები (ლ.ჭიჭინაძე)

 

·დარის ღრუბელი (მ.ბოლქვაძე)

 

·ცა და დედამიწა (ხალხური)

 

·ყვავილების ნადიმი (ლ.ბორცვაძე)

 

·ქეთინო (ქ.ჭილაშვილი)

 

·როგორ შევასრულე როლი (ქ.ჭილაშვილი)

·მოხერხებული ტომი (მ.ტვენი)

 

·გიორგი პროფესიას ირჩევს (ი.ტალიაშვილი)

·დიდი ტყუილი (ნ.ბეზა-რაშვილი)

 

·მოლაპარაკე თითები (კ.იმედა-შვილი)

·„ჩემია, ჩემი!“(ო.იოსელიანი)

 

·მაისი (კ.ნადირაძე)

 

·მზე და სარკე (მ.ბოლქვაძე)

 

·წვიმასა და მზეში (რ.ინანიშ-ვილი)

 

·ზაფხული (მ.ლებანიძე)

3

 

 

3

 

 

3

 

2

2

 

3

 

 

2

 

3

2

 

 

3

3

 

 

2

 

 

2

 

 

2

2

 

 

2

2

 

2

 

2

 

2

 

2

 

2

 

2

 

2

 

3

 

3

 

2

 

2

 

2

 

2

 

2

 

3

 

3

 

2

 

 

3

 

2

 

3

 

3

 

2

 

2

 

3

3

 

2

 

3

 

2

 

2

 

3

 

2

 

3

 

3

 

2

 

2

 

3

 

2

 

 

2

 

2

 

3

 

3

 

3

 

 

2

 

2

 

2

 

2

 

3

 

 

3

 

 

 

სარეზერვო საათი:---- 33 საათი.

1.     შემაჯამებელი სამუშაო:

ა) შესწავლილი ლექსიკური მარაგის განმტკიცება სამუშაო ბარა-თები (12 საათი)

ბ. შესწავლილი გრამატიკული მასალა სამუშაო ბარათები (12 საა-თი)

2. ტესტური დავალება: წაკითხულის გააზრება უცნობ ტექსტზე მუშა-ობა (4 საათი).

3. დისკუსია თემაზე;

ა. მეფე მწიგნობარი (დ.აღმაშენებელი)---2 საათი

ბ. ინგილოები---1საათი.

გ. წელიწადის დროები----2 საათი.

 

 

 

 

ხელოვნება

1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:

ორი სემესტრი. პირველ სემესტრში  --- საათი, მეორე სემესტრში -----საათი

სრული სასწავლო წელი ------ საათი.

2.სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კურსის მიზანია ბავშვებს განუვითაროს მშვენიერების გრძნობა, მაღალი ესთეთიკური გემოვნება, უნარი, გაიგოს და დააფასოს, როგორც ეროვნული , ასევე მსოფლიო ხელო-ვნების ნიმუშები. ხელი შეუწყოს სულიერად მდიდარი, ჰარმონიული პიროვნების ფორმირებას. ხელოვნების გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეს ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის გაუმჯობესებაში. აგრეთვე ლოგიკური აზროვნების  გაუმჯობესებაში. აგრეთვე ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.

სწავლა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ნიჭიერ ბავშვებ-ზე, პროგრამის მიზანია ჩამოუყალიბდეს ბავშვს ის უნარ-ჩვევები, რომელ-თა საფეხურზეც მოახერხებს თავისი პოტენციური შესაძლებლობების მაქ-სიმალურად გამომჟღავნებას. სასწავლო პროცესი უნდა იყოს აქტიური, ქმედითი. ბავშვმა ყოველ გაკვეთილზე უნდა შესძლოს არამარტო რომე-ლიმე საგნის ხატვა ან ძერწვა, არამედ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს თავი-სი თანაკლასელების ნამუშევრები.

3.სასწავლო კურსის სტატუსი მოცემულ კლასში:

დაწ/ საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულო საგანია.

 

 

4.სასწავლო საგნის მიზანი:

·         მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში;

·         განუვითაროს ბავშვებს მშვენიერების აღქმის უნარი;

·         გაიგოს და დააფასოს როგორც ეროვნული, ასევე მსოფლიო ხე-ლოვნების ნიმუშები;

·         ხელი შეუწყოს სულიერად მდიდარი, ჰარმონიული პიროვნების ფორმირებას;

5.სასწავლო საგნის ამოცანები

·       დამოუკიდებლად შემოქმედებითი საქმიანობის შესრულება;

·       შეაფასოს მოსწავლემ თავისი და თანაკლასელების ნამუშევარი;

·       შემოქმედებითი უნარის განვითარება.

6. სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები:

Øმოსწავლე იყენებს ხელოვნების ერთ ან რამდენიმე ელემენტს ნა-მუშევრის შექმნისას;

Øაკვირდება სხვადასხვა ფერს და ფორმას და ასახავს მათ ნამუ-შევარში;

Øამჟღავნებს მარტივ შემოქმედებით საქმიანობის ელემენტალურ უნარ-ჩვევებს.

Øმუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად;

Øპატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევრებს;

Øმონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში;

Øიცნობს და საუბრისას იყენებს მარტივ და ელემენტალურ ტერ-მინებს;

Øერთმანეთისაგან განასხვავებს ხელოვნების დარგებს და აკავში-რებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან;

Øაკავშირებს ნაწარმოების შინაარსს საკუთარ გამოცდილებასთან.

Øხელოვნების ნიმუშებში ამოიცნობს სიუჟეტებს, სცენებს, მოვლენებს;

Øმოსწავლე იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.

 

7. კურსის ორგანიზაცია:

 

საკლასო მენეჯმენტის ხერხები:

1. ინდივიდუალური

2. წყვილური

3. ჯგუფები

4. მთელი კლასი.

მეცადინეობის ფორმები:

1. ლექციური;

2. კომბინირებული პრეზენტაცია;

3. პრაქტიკული მუშაობა;

4. გაკვეთილი პროექტი.

სწავლების მეთოდები

5.        პროგრამული;

6.        ინტერაქტიული;

7.        ევრისტული;

8.       სწავლება დისკუსიით.

 

8.სასწავლო კურსის შეფასება

 

შეფასების ტიპები:

მიმდინარე შეფასებები: განმავითარებელი (სიტყვიერი კომენტარი, კონკრეტული რჩევა, დაკვირვების ფურცლები);

შემაჯამებელი: განმავითარებელი და განმსაზღვრელი. (წინასწარ მომ-ზადებული ბარათები, რომლებზეც აისახება დიაგნოსტიკური მასალის შედეგები).

განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი სახით.

 

აკადემიური შეფასების კომპონენტები:

ზეპირი გამოკითხვა

წერითი სამუშაოები

ურთიერთშეფასება

თვითშეფასება

9. რესურსები:

Ø  მოსწავლის სახელმძღვანელო: ნ. მაჭარაშვილი გამომცემლობა „მერიდიანი“.

Ø  მასწავლებლის სახელმძღვანელო: ნ. მაჭარაშვილი. გამომცემ-ლობა „მერიდიანი“.

Ø  მოსწავლის რვეული:ნ. მაჭარაშვილი გამომცემლობა „მერიდი-ანი“

Ø  მასწავლებლის მიერ შექმნილი სამუშაო ბარათები.

Ø  ტექნიკური საშუალება: კომპიუტერი, ინტერნეტსაიტები;

Ø  თვალსაჩინოება: პლაკატები, სურათები, რეპროდუქციები;

Ø  დამხმარე მასალა: ქაღალდი, ფარქრები, ფუნჯი, საღებავები, პლასტელინები, წებო, მაკრატელი,საშლელი, დაფა;

Ø  ადამიანური რესურსი: მშობელი, კლასის სტუმარი, კოლეგა.

10. მისაღწევი შედეგები:

ზოგადსაგნობრივი:

Ø  ნამუშევარში ხმარობს სქელ და წვრილ კონტურს, სწორ, ტალ-ღოვან და წყვეტილ ხაზებს;

Ø  შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითა-დი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას;

Ø  მოსწავლემ განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის, პროცე-დურის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას;

Ø  მოსწავლე დააკვირდეს გარემოში საგნებს, ობიექტებს და ასახოს ნამუშევარში;

Ø  იყენებს ფანქრებს, ფლომასტერებს, გუაშის საღებავებს ნამუშევ-რის შექმნისას;

Ø  ამოიცნობს, ასახელებსნამუშევარშიბუნებაში წარმოშობილ ფერებს.

Ø  მოსწავლემ დაგეგმოს და შეასრულოს ნამუშევარი თავისი შთა-ბეჭდილებების და წარმოსახვის მეშვეობით.

სპეციფიკურ-საგნოგრივი:

Ø  უსმენს მასწავლებელს და თანაკლასელებს;

Ø  შეუძლია წარლოადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუ-შევარი;

Ø  პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს;

Ø  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება;

Ø  მონაწილეობს საკლასო გამოფენაში და სხვსდასხვა ღონისძიე-ბებში;

Ø  საუბრის დროს სწორად იყენებს ელემენტალურ ტერმინებს;

Ø  ჩამოთვლისმასალასდა იარაღებს, რომლებსაც იყენებს ნამუშევარში.

ადაპტაციურ-სასიცოცხლო:

Ø  ჩამოთვლის ხელოვნების დარგებს;

Ø  საუბრობს ხელოვნების ნამუშევრებზე;

Ø  იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.

Ø  მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს ხელოვნების ნიმუშის შინაარსი და დააკავშიროს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან

სამუშაო დისციპლინა:

გაცდენების დასაშვები რაოდენობა:

სასწავლო საათების ერთი მეოთხედი ანუ 50 საათი;

დავალიანების დასაშვები რაოდენობა:

შესასწავლი მასალის ერთი მეათედი.

აღდგენები:

საპატიო გაცდენების შემთხვევაში მასწავლებელი ერთი კვირის გა-ნმავლობაში უტარებს 3 დამატებით მეცადინეობას.

მასწავლებელი მშობელთან შეთანხმებული მეთოდისა და გრაფი-კის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში აღადგენს გაცდენილი მასა-ლის ერთ მეათედს.

 

თემატური გეგმა

 

N

თემის დასახელება

სთ

თარიღი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

 

 

 

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

40

41

42

43

44

45

46

47

48

49

50

51

52

53

54

55

56

57

58

59

·  ჯადოსნური ფანქარი

·  ვხატავთ ძაფებით

·  აკვარელი

·  მზის ჩასვლა

·  ვხატავთ გუაშით

·  ვეცნობით ახალ ხერხებს

·  პასტელი

·  ზღვია ფერები

·  შემოდგომის პეიზაჟი

·  შემოდგომის ტყე

·  ბაღი

·  რა ვიცით რა შეგვიძლია

·  ფერი და განწყობა

·  ფერის ბორბალი

·  სურათი და შთაბეჭდილება

·   მთვარიანი ღამე

·  ზღაპრული ფრინველი

·  პორტრეტი

·  რას მოგვითხრობენ სურათები

·  საშობაო საჩუქარი

·  უჩვეულო ნაძვის ხე

·  საახალწლო ზღაპარი

·  საახალწლო ზღაპარი

·  რა ვიცით, რა შეგვიძლია

·  რა ვიცით, რა შეგვიძლია

·  სარეზერვო

·  სარეზერვო

·  სარეზერვო

·  სარეზერვო

 

მეორე სემესტრი

 

·  წიგნის მხატვარი

·  ტროას ცხენი

·  მხატვარი თეატრში

·  ჩემი საყვარელი ფილმი

·  ჩემი ოჯახი

·  რა არის გამოყენებითი ხელოვნება

·  მხიარული თეფშები

·  ქანდაკება

·  რელიეფი

·  მოგზაურობა ძველ ეგვიპტეში

·  ფანტასტიკური არსებები

·  რა ვიცით, რა შეგვიძლია

·  არქიტექტურა

·  ცნობილი ნაგებობები

·  საოცრებათა ქალაქი

·  ესეც არქიტექტურაა

·  გაზაფხულდა

·  ცხოველთა სამყარო

·  წელიწადის დრონი

·  ადამიანი და ბუნება

·  რა ვიცით, რა შეგვიძლია

·  ვეწვიოთ მუზეუმს

·  ჩვენი სიამაყე

·  ხერთვისი

·  პატარა კახი

·  მოგზაურობა მატარებლით

·  უცხო პლანეტაზე

·  აფრიკა

·  სამყაროს შექმნა

·  რა ვიცით, რა შეგვიძლია

 

 

 

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

 

 

 

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

2

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

2

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბუნება

1. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა:

ორი სემესტრი. პირველ სემესტრში  --- საათი, მეორე სემესტრში -----საათი

სრული სასწავლო წელი ------ საათი.

2.სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა:

ცოცხალი სამყარო

მოსწავლე ეცნობა: ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, ორგანიზმე-ბის აგებულებასა და ცხოველმყოფელობის თავისებურებებს, ორგანიზმე-ბის ძირითად ჯგუფებს და მათ მახასიათებლებს,ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, სასიცოცხლო ციკლებს.აგროვებს ინფორმაციას იმ გა-რემო პირობების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმების ზრდა-სა და განვითარებას; ეცნობა ორგანიზმების გარემოსთან შეგუების ფორ-მებს. აცნობიერებს, რომ გარემო მრავალფეროვანი და დინამიკურია, შე-დგება ერთმანეთისაგან მჭიდროდ დაკავშირებულიცოცხალი და არაცოც-ხალი კომპონენტებისაგან. გარემომცველ სამყაროს შეიცნობს დაკვირ-ვების, აღწერის და კლასიფიცირების გზით.

სხეულები და მოვლენები:

მიმართულების მიზანია, მოსწავლეს დაანახოს კავშირი მის ირგვლივ არსებულ საგნებს, ბუნებრივ მოვლენებს შორის.

მოსწავლე აკვირდება, იკვლევს და სვამს კითხვებს ნივთიერი სამყაროს და მასში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეუფლება ჯგუფური მუშაობის ჩვევებს, სწავლობს ინფორმაციის შეგროვებას და ცდილობს დასმულ კით-ხვებზე პასუხის გაცემას.

მარტივი ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე ეჩვევა ხელსაწყოებ-თან მუშაობას, მათ სწორად, დანიშნულების მიხედვით გამოყენებას და უსაფრთხოების წესების დაცვას.

დ/საფეხურზე დაკვირვების შედეგებს მოსწავლე ჯერ ნახატებისა და მარტივი სქემების, მოგვიანებით კი - ცხრილების საშუალებით.

დედამიწა და გარესამყარო:

მოსწავლე ეცნობა დედამიწის, მზის სისტემისა და სამყაროს შესახებ შეხედულების განვითარებას, მას უყალიბდება სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ. მოსწავლე შეისწავლის ბუნებაში მიმდინარე ციკლურ პროცესებს, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის  აუცილე-ბელ რესურსებს, იკვლევს მათი გამოყენების გზებს და საშუალებებს.

გარემოს შეცნობის მეთოდების დასაუფლებლად გათვალისწინებუ-ლია პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის, უშუალო დაკვირვება და სასწავლო ცდები, მარტივი ხელსაწყოების გაცნობა და გაზომვა-გამოთ-ვლითი სამუშაოების ჩატარება, ადგილზე ორიენტირება, რუკების გამო-ყენება, ობიექტების და პროცესების მოდელირება და სხვ.

ადამიანი და გარემო:

ამ მიმართულები ფარგლებში მოსწავლე ეცნობა ადამიანსა და გარე-მოს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას, აგროვებს ინფორმა-ციას, თუ როგორ მოქმედებს  გარემო ადამიანის ცხოვრების ნირზე და პი-რიქით, როგორ იცვლება გარესამყარო ადამიანის ზემოქმედების შედეგად; ეცნობა ბუნებრივი სიმდიდრეების მრავალფეროვნებას, მათი რაციონა-ლურად გამოყენების გზებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი უტი-ლიზაციის მეთოდებს.

მოსწავლეს უყალიბდება პირადი და ჯგუფური პასუხისბგებლობა და აქტიურად ერთვება ლოკალური გარემოს დაცვის საქმეში.

მოსწავლე ეცნობა ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.

 

3.სასწავლო კურსის სტატუსი მოცემულ კლასში

დ/საფეხურზე ბუნებისმეტყველების სწავლება ე.ს.გ.-ით გათვალის-წინებული საგანია.

 

4 .სასწავლო საგნის მიზანი:

 

Øგაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;

Øგანუვითარდეს ბუნებისმეტყველებისათვის საჭირო ელემენ-ტალური კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შესძლოს მათი სხვა-დასხვა სიტუაციაში გამოყენება;

Øგაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;

Øჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;

Øგამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნა-რი;

Øგანუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვა-ვებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი,შსძლოს საზოგა-დოებაში თავისი ადგილის განსაზღვრა;

Øმიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შე-საძლებლობა;

Øგაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;

Øგააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებ-ლობა კაცობრიობის განვითარებისათვის.

5.სასწავლო საგნის ამოცანები

ცოდნა:

Øცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;

Øსამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;

Øდედამიწა და გარესამყარო;

Øგარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:

Øდაკვირვება, აღწერა:

Øკვლევის საგნის განსაზღვრა;

Øკვლევის ეტაპების განსაზღვრა;

Øაღრიცხვა;

Øკლასიფიკაცია;

Øგაზომვა;

Øკომუნიკაცია;

Øმონაცემების ინტერპრეტაცია;

Øგანჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;

Øცდის დაგეგმვა;

Øცდის ჩატარება;

Øმონაცემთა ანალიზის შეფასება;

Øმოდელის შექმნა და გამოყენება.

 

დამოკიდებულება

Øინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;

Øსამუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;

Øინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;

Øთანამშრომლობის სურვილი;

Øგარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;

Øუსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

სწავლების დ/საფეხურზე მოსწავლეს უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები:

Øგარემოზე დაკვირვება;

Øმუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწე-რა;

Øმონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;

Øგამოსაკვლევი საკითხის შესახებ კითხვის დასმა;

Øობიექტების კლასიფიკაცია ლათი მახასიათებლების მიხედვით;

Øრაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;

Øგარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

6.სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპონენტები

 

მოსწავლეს შეუძლია:

Øმცენარისა და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა;

Øგანიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება;

Øადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა;

Øსეზონური მოვლენების დახასიათება;

Øნაცნობ გარემოში ორიენტირება;

Øამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება;

Øშეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;

Øჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა;

Øგარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

7. კურსის ორგანიზაცია:

საკლასო მენეჯმენტის ფორმები;

ინდივიდუალური;

Ø  წყვილები;

Ø  ჯგუფები;

Ø  მთელი კლასი.

მეცადინეობის ფორმები:

1. ლექციური;

2. კომბინირებული პრეზენტაცია;

3. პრაქტიკული მუშაობა;

4. გაკვეთილი პროექტი.

5. გაკვეთილი კონკურსი;

6. ექსკურსია_სასწავლო შინაარსის გასეირნება.

სწავლების მეთოდები

Øპროგრამული;

Øინტერაქტიული;

Øევრისტული;

Øპრობლემური;

Øკონკრეტული დავალებების დასწავლა (ახალი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენა)

Øსწავლება დისკუსიით.

8.სასწავლო კურსის შეფასება

შეფასების ტიპები:

მიმდინარე შეფასებები: განმავითარებელი;

შემაჯამებელი: განმავითარებელი და განმსაზღვრელი

განმავითარებელი შეფასება წარმოადგენს რჩევებს ან რეკომენდაციებს წერილობითი ან ზეპირი სახით.

 

აკადემიური შეფასების კომპონენტები:

საშინაო დავალება;

დავალების ტიპები: საშინაო ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება.

ფასდება შემდეგი უნარები:

1.        სააზროვნო უნარ-ჩვევები

2.        კვლევის უნარ-ჩვევები;

3.        პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;

4.        თვითმართვის უნარ-ჩვევები.

საკლასო დავალება

დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვ.

ფასდება შემდეგი უნარ-ჩვევები:

1.        სააზროვნო  უნარ-ჩვევები;

2.         კვლევის უნარ-ჩვევები;

3.        პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;

4.        თვითმართვის უნარ-ჩვევები.

5.        სოციალური უნარ-ჩვევები;

6.        კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

7.         

9.    რესურსები

მოსწავლის სახელმძღვანელო: ლ. შალვაშვილი „ჩვენი გარემო“ გამომ-ცემლობა „მერიდიანი“

მასწავლებლის სახელმძღვანებელო: ლ. შალვაშვილი გამომცემლობა „მე-რიდიანი“.

დამხმარე ლიტერატურა: მოსწავლის სამუშაო რვეული, საბავშვო ენ-ციკლოპედია, საყმაწვილო ენციკლოპედია.

ტექნიკური საშუალება: კომპიუტერი, ინტერნეტსაიტები,დაფა, ცარცი, მარკერები

თვალსაჩინოება: პლაკატები, სადემონსტრაციო ნივთები, რუკა, გლობუსი, დაკვირვების დღიური,

ადამიანური რესურსი: მშობელი, კლასის სტუმარი, კოლეგა, ბიოლოგიის, გეოგრაფიის,ისტ-ის მასწავლებლები.

 

10.  მისაღწევი შედეგი

ზოგადსაგნობრივი:

Ø  ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება;

Ø  ინფორმაციის მოპოვება

Ø  დახარისხება

Ø  ტრანსფორმირება

სპეციფიკურ-საგნოგრივი:

Ø  დაკვირვება-აღწერა

Ø  კვლევის საგნის განსაზღვრა

Ø  კლასიფიკაცია

Ø  მონაცემების ინტერპრეტაცია

Ø  განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა

Ø  ცდის დაგეგმვა

Ø  ცდის ჩატარება

Ø  მონაცემთა ანალიზი და შეფასება

Ø  მოდელის შექმნა და გამოყენება

ადაპტაციურ-სასიცოცხლო:

Ø  შემოქმედებითობა;

Ø  თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);

Ø  სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

Ø  სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.

Ø  საგანგებო ვითარებაში მოქმედება

Ø  ჯანსაღი ცხოვრების წესის გაზიარება

 

სამუშაო დისციპლინა:

გაცდენების დასაშვები რაოდენობა:

სასწავლო საათების ერთი მეოთხედი ანუ 25 საათი;

დავალიანების დასაშვები რაოდენობა:

შესასწავლი მასალის ერთი მეათედი.

აღდგენები: საპატიო გაცდენების შემთხვევაში მასწავლებელი ერთი კვი-რის განმავლობაში უტარებს 3 დამატებით მეცადინეობას.

მასწავლებელი მშობელთან შეთანხმებული მეთოდისა და გრაფი-კის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში აღადგენს გაცდენილი მასა-ლის ერთ მეათედს.

თემატური გეგმა

 

 

თემა

სთ

თარი-ღი

შემ/ გაკვეთი-ლები

 

 

·  ზაფხულის არდადეგები

·  ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება

·  ჩვენი დედამიწა

·  ხმელეთი და წყალი

·  მზე-სიცოცხლის წყარო

·  დღე და ღამე

·  მთვარე

·  ჩრდილი

·  ჩრდილი

·  შ/გაკვეთილი- არაცოცხალი ბუნება

 

·  ბუნებრივი მოვლენები

·  სეზონური ბუნებრივი მოვლენები

·  დარია თუ ავდარია

·  პირობითი ნიშნები და ამინდი

·  ჰაერის ტემპერატურა

·  ამინდის პროგნოზი

·  ჩემი ჩანაწერები/შემოდგომა-გაკვეთილი ექს-კურსია

·  ჩემი ჩანაწერები/შემოდგომა-გაკვეთილი ექს-კურსია

·  ცოცხალი ბარომეტრები

·  შემაჯ/გაკვეთილი- ბუნებრივი მოვლენები

 

·  სხეულები

·  მძიმე და მსუბუქი სხეულები

·  მძიმე და მსუბუქი სხეულები

·  მძიმე და მსუბუქი სხეულები

·  სასწორის დამზადება

·  სხეულის აწონვა

·  გრძელი და მოკლე სხეულები

·  სხეულების გაზომვა

·  სხეულთა მოძრაობა

·  შ/ გაკვეთილი-სხეულები

 

·  წყალი

·  წყალი დედამიწაზე

·  ოკეანეები და ზღვები

·  მდინარე

·  ტბა

·  წყარო

·  ხმელეთის ზედაპირი

·  ვაკე და ბორცვი

·  მთა და ქედი

·  ქედის მოდელის დამზადება

·  ჩვენი გარემო-გაკ/ექსკურსია

·  ჩვენი გარემო დაკ. დღიურზე მუშაობა

·  სუფთა და დაბინძურებული გარემო

·  შ/გაკვეთილი-წყალი და ხმელეთი

 

·  საარსებო გარემო

·  სიცოცხლე ხმელეთზე

·  სიცოცხლე წყალში

·  ფრინველთა საარსებო გარემო

·  სხვადასხვა საბინადრო

·  უკაცრიელ კუნძულზე საბინადროს მოწყობა

·  ადამიანთა საცხოვრებელი

·  ჩემი ჩანაწერები /ზამთარი/გ/ექსკურსია

·  ჩემი ჩანაწერები /ზამთარი/გ/ექსკურსია

·  შ/გაკვეთილი-საარსებო გარემო

·  შ/გაკვეთილი-საარსებო გარემო

 

·  ადამიანი და გარემო

·  ბუნებრივი და ხელოვნური გარემო

·  ტყე და ადამიანი

·  გაკ/ექსკურსია-ბოტანიკურ ბაღში ან ზოოპარ-კში

·  გაკ/ექსკურსია-ბოტანიკურ ბაღში ან ზოოპარ-კში

·  შ/გაკვეთილი-ადამიანი და გარემო

 

·  კვირის დღეები და კალენდარი

·  კვირის დღეები და კალენდარი

·  კვირის დაგეგმვა

·  კვირის რეჟიმი

·  ჰიგიენა

·  საკვები პროდუქტები

·  სასარგებლო პროდუქტი

·  პროდუქტის ვარგისიანობა

·  დასვენება და ჯანმრთელობა

·  სპორტი და უსაფრთხოება

·  მოძრავი თამაშები

·  ჩემი ჩანაწერები-გაზაფხული-გაკ/ექსკურსია

·  ჩემი ჩანაწერები-გაზაფხული-გაკ/ექსკურსია

·  გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები

·  გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები

·  როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

·  როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

·  გადამდები დაავადებები

·  გადამდები დაავადები

·  შ/გაკვეთილი-ჰიგიენა და უსაფრთხოება

·  წლიური შემაჯამებელი ტესტები და სავარ-ჯიშოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Creative Commons License