cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ტყის რესურსები გაკვეთილის გეგმა

by ngafrindasvili — last modified 2011-01-09 01:55 Share

გაკვეთილის მთავარი თემა.

ტყის რესურსები.

სწავლების საფეხური.

მე7 კლასი.

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 20 მოსწავლეა. უმრავლესობა სძლევს საპროგრამო მასალას. კლასს ახლავს ჩამორჩენილი მოსწავლეები . ძნელადაღსაზრდელი არ არის.

გაკვეთილის მნიშვნელობა~ აქტუალობა.

დღევანდელ პირობებში ბუნებრივი რესურსები გამოიყენება მტაცებლურად . საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლოთ ის, რომ ყველა ბუნებრივ რესურსს უნდა გონივრულად და მომჭირნეობით გამოიყენება. განსაკუთრებით კი აღუდგენელ ბუნებრივ რესურსს. ძირითადად ყურადღებას გავამახვილებ ტყის რესურსებზე და მის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები .

გაკვეთილის მიზანია შევასწავლო მოსწავლეებს ტყის რესურსები და მათი როლი ადამიანის ცხოვრებაში . ჩამოუყალიბო მოსწავლეებს ტყის რესურსების დაცვის უნარი.

წინასწარი ცოდნა .

მოსწავლეებმა წინასწარ იციან თუ რა არის ბუნებრივი რესურსები . რამდენგვარია ისინი. თითოეულ ჯგუფში რომელი ბუნებრივი რესურსები ერთიანდებიან.

შეფასების საგანი და პროცედურები.

მოსწავლეთა წარმაატებას დავადგენ ჯგუფური მუშაობით. დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება პრეზენტაცია თითოეული ჯგუფიდან. შეფასება იქნება ჯგუფური .

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.

კომპიუტერი, სახელმძღვანელო, კონტურული რუკები , გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები.

მოვახდენთ ფრონტალურ გამუკითხვას სამოტივაციო კითხვებით წინა გაკვეთილიდან.(5 წთ).

გაკვეთილის მსვლელობა\ საკლასო მენეჯმენტი.

მოსწავლეთა ორგანიზება მოხდება ჯგუფური მუშაობით თემაზე ; ტყე ჩვენი სიმდიდრეა . კლასი იყოფა სამ ჯგუფად და თითოეულს მიეცემა შესაბამისი დავალება. დავალება1 . რა სახის უარყოფით შედეგს მოახდენს გარემოზე ტყის საფარის განადგურება.

დავალება2.რა იწვევს დღეს მსოფლიოში ტყეების განადგურების პროცესის დაჩქარებას.

დავალება3. იმსჯელონ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ხის მასალა სხვა სახის მასალით შეცვალონ.(15წთ.).ამის შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან დარჩენილ ტექსტს და პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს.;1.ტყეების გაჩეხვა შეიძლება რადგან2.ტყეებისაჩეხვა არ შეიძლება რადგან 3. ტყის მნიშვნელობა.(15. წთ.) პრეზენტაცია კეთდება თითოეული ჯგუფიდან. (7.წთ.)

საშინაო დავალება

1.უპასუხონ წერილობით გაკვეთილის ბოლოს მოცემულ 4,5,6. დავალებებს

2.დაიტანონ კონტურულ რუკაზე ტყით მდიდარი ქვეყნები (3.წთ).


Georgian

Creative Commons License