cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ტრაპეციის შუახაზი

by () — last modified 2012-04-24 16:09 Share

გაკვეთილის მთავარი თემა  

ტრაპეციის შუახაზი

სწასვლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი

VIII კლასი/27 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა

ეს გაკვეთილი  მოსწავლეს დაეხმარება მათემატიკური ცნებებისა დადებულებების სწორად გამოყენებაში,ტრიადებში მუშაობისას კლასელებთან თანამშრომლობაში, დამხმარე ტექნიკური საშუალებების დაუფლებაში.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლემ გამოიყენოს ფიგურათა თვისებები უცნობი ელემენტის ზომის  დასადგენად.

   გამოიყენოს                 ალგებრული გარდაქმნები       დებულებათა დასაბუთებისას.

ეს გაკვეთილი მოსწავლეებს განუვითარებს

დასაბუთების  მეთოდის   შერჩევის,             ინფორმაციის გადმოცემისა და თანამშრომლობის უნარს.

VIII.9 პოულობს ფიგურის ან/და მისი ელემენტების ზომებს.

VIII.10.  ასაბუთებს გეომეტრიული დებულებების მართებულობას. 

წინასწარი ცოდნა

სამკუთხედის შუახაზის თვისება,თალესის თეორემის გამოყენება, ტრაპეციის თვისებები,

ალგებრული გარდაქმნები.

შეფასების საგანი და პროცედურები

ზეპირი და წერილობითი პრეზენტაცია, წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით.

 

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

წიგნი,რვეული,დაფა,ცარცი,სტიკერები,კომპიუტ

ერი, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

აქტივობა I.-2წთ.

საორგანოზაციო საკითხები: ამოვიკითხავ სიას, მოსწავლეებს დავსვავ ტრიადებად.

აქტივობა II-8წთ.

A-ფაზა-გამოწვევა:

კითხვები გამეორებიდან

1)როგორი ოთხკუთხედია ტრაპეცია?

2)რაში მდგომარეობს თალესის თეორემა?

3)რა არის სამკუთხედის შუახაზი და რა თვისება აქვს მას?

4)თქვენი აზრით როგორი მონაკვეთი შეიძლება იყოს ტრაპეციის შუახაზი?

შევადგენთ ასოციაციურ რუკას ,,ტრაპეცია“-

თვისებების მითითებით ,პროექტორით ვაჩვენებთ ეკრანზე მიღებულ რუკას.

აქტივობა III-20წთ.

B-ფაზა-შინაარსის რეალიზება

მინი ლექცია თემაზე ტრაპეციის შუახაზი.

განვიხილავ რამოდენიმე ამოცანას სახელმძღვანელოდან, სირთულის მიხედვით,მოსწავლეებთან ერთად.

თითოეულ ჯგუფს მივცემ თითო ამოცანას

წიგნიდან(მათი შესაძლებლობის გათვალის

წინებით).

აქტივობა IV-10წთ.

ამის შემდეგ ტრიადები გააკეთებენ პრეზენტაციას.

აქტივობა V-5წთ.

C-ფაზა-რეფლექსია

შევაფასებ პრეზენტაციას(რუბრიკებით)

შევაჯამებ გაკვეთილს და მივცემ საშინაო

დავალებას(სავარჯიშოები წიგნიდან).


Georgian

Creative Commons License