|
8 თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) |
მოსამზადებელი ეტაპი მასწავლებელი მიერ ხდება საკითხის წარდგენა-ვიტამინების, მინერალების და საკვები დანამატების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. წარმოდგენილი იქნა სლაიდები და მასწავლებელი ხსნის რომ, თუ ადამიანი სწორი რაოდენობით მიიღებს ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს მაგრამ არ მიიღებს ვიტამინებს და მინერალებს, ის რამოდენიმე თვეში დაიღუპება. ვიტამინებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ცვლისა და სიცოცხლისათვის, ვინაიდან ბევრი მათგანი შედის ფერმენტების შემადგენლობაში ან წარმოადგენენ ფერმენტული რეაქციების აუცილებელ კომპონენტებს: ვიტამინების გამოთიშვა იწვევს იმ ფერმენტული სისტემის მოშლას, რომლის აგებაშიც ისინი მონაწილეობენ. ამავე დროს, ირღვევა ნივთიერებათა ცვლაც. მინერალები კი სასიცოცხლო მნიშვნელობის ის ქიმიური ელემენტებია, რომლებიც ოფლისა და შარდის სახით გამოყოფილ ბუნებრივ დანაკარგებს ანაზღაურებს, მინერალი ნატრიუმი აუცილებელია ნერვული სისტემისათვის, გოგირდი უამრავი ჰორმონის კომპონენტია და ა.შ. (3 წთ) საკითხის განვითარება/ათვისება მოსწავლეები განლაგდებიან ჯგუფებში და თითოეული ჯგუფი გაგვაცნობს შესრულებულ სამუშაოებს. პირველი ჯგუფი: ვიტამინების ისტორია, დასახელება, წარმოშობა, მონაწილეობა. მეორე ჯგუფი: წყალში ხსნადი ვიტამინები. მესამე ჯგუფი: ცხიმში ხსნადი ვიტამინები. მეოთხე ჯგუფი: მინერალები და საკვები დანამატები. მეხუთე ჯგუფი: NნიუსებიN შემაჯამებელი ეტაპი მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეების მიერ ხდება მასალის გამთლიანება, გააზრება, ვიტამინები-წყაროები- მნიშველობა-საერთო ცხრილის შედგენა ვიტამინების დღეღამური დოზებისა და ბალანსირებული დიეტის შედგენა(ცხრილების სახით), რათა ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვროს. I ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალა ისტორია ის, რომ ადამიანმა კვების დროს საკვების შემადგენლობის ბალანსი უნდა დაიცვას, ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ იცოდნენ. ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში ჰიპოკრატე პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ მხედველობისა და სმენის პრობლემები, ურჩევდა მიეღოთ ფრინველის, საქონლისა და ცხვრის ღვიძლი. (ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ღვიძლი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც აუცილებელია თვალის ბადურის ფუნქციონირებისათვის და ღვიძლში არის კიდევ B2, B12, D და E ვიტამინები. 1330 წელს ჩინეთში ხუ სუ სიხუიიმ ჩამოაყალიბა სამ ტომიანი ნაშრომი, სადაც ლაპარაკი იყო მრავალფეროვან საკვებზე, რომელის აუცილებელი იყო „ორგანიზმის ზრდისა და ცხოველქმედებისათვის“. ვასკო და გამას მოგზაურობის დროს მეზღვაურთა 60% დაიღუპა სურავანდით, მძინე დაავადებით, რომელსაც ახასიათებდა ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევები სხეულზე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, რომ დაავადება გამოწვეული იყო არასრულფასოვანი კვებით, ვინაიდან, თუ ადამიანი ცოცხალი მიაღწევდა ხმელეთს და შეცვლიდა საკვებს – ის გადარჩებოდა. მსგავსს პრობლემებს წააწყდა კაპიტანი კუკი (XVIII საუკუნის ინგლისელი საზღვაო მკვლევარი) და მან აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანები მიიღებდნენ ხილს და ბოსტნეულს, სურავანდი არ ემართებოდათ, ან ემართებოდათ იოლად. მან შეიტანა რაციონში მჟავე კომბოსტო, ხოლო 1795 წლიდან ლიმონი და ციტრუსები მეზღვაურების აუცილებელი საკვები იყო. 1890 წელს ჰოლანდიელი ექიმი ეიკმანი მოხვდა კუნძულ იავაზე და მან იქ უცნაური სენით დაავადებული ადამიანები იხილა. ავადმყოფებს უჭირდათ გადაადგილება, აღენიშნებოდათ ხელ-ფეხის დამბლა. ამ დაავადებას „ბერი-ბერი“- „ხუნდები“ უწოდეს. ამ სნეულების მიზეზის დადგენა ეიკმანმა შემთხვევით შეძლო, როდესაც ის ციხის საავადმყოფოში (იქ მუშაობდა) აკვირდებოდა ქათმებს. გალიაში დამწყვდეული გასუფთავებული ბრინჯით ნაკვები ქათმები კრუნჩხვებით იღუპებოდნენ, ხოლო ისინი, ვინც ყველაფერს ჭამდნენ, ცოცხლებო რჩებოდნენ. ეიკმანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი არასრუფასოვანი კვება იყო. დღეისათვის ცნობილია, რომ ეს დაავადება დაკავშირებულია BB1 ვიტამინის ნაკლებობასთან. ვიტამინების A აღმოჩენა დაკავშირებულია რუს მეცნიერ ლუნინთან, რომელმაც 1880 წელს ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ საკვებ პროდუქტებში არსებობს უცნობი ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისათვის. მან აღმოაჩინა, რომ თეთრი თაგვები, რომლების ბუნებრივ რძეს იღებდნენ ჯანმრთელები იყვნენ, ხოლო, ის ტაგვები, რომლებიც იღებდნენ რძის შემადგენელი ყველა ნივთიერების ხელოვნურ ნარევს – ცილაკაზეინი, წყალი, რძის ცხიმი, რძის შაქარი – კვდებოდნენ. მსგავსი ცდა ჩატარებული იქნა 1906 წელს ამერიკელი მეცნიერის ჰოპკინსის მიერ. მან მსგავსი შედეგები მიიღო ვირთაგვებზე. ამ ცდებმა აშკარა გახადა, რომ ხელოვნურ სააკვებს აკლდა რაღაც აუცილებელი ზრდის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის და ეს რაღაც იყო ვიტამინები. ტერმინი „ვიტამინები“ 1912 წელს შემოიღო მეცნიერმა ფუნკმა, ლათინური სიტყვიდან „VIთA“ – რაც სიცოცხლეს ნიშნავს. ეს ქიმიური ნივთიერებები ძირითადად მოიცავდა ამინებს და აზოტს სხვადასხვა კომბინაციებში, ძირითადად კი წყალბადთან. ვიტამინები ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია სწორი განვიტარებისა და ცხოველქმედებისათვის. ვიტამინების უმრავლესობა არ სინთეზირდება ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა მათი მიღება საკვების ან დანამატის სახით. მას შეიცავს როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვები, არ გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო, ამიტომ ისინი არ მოინელება და მოიხმარება ბუნებრივი სახით. დასახელება და ჯგუფები ვიტამინები აღინიშნებიან ლათინური ანბანის ასოებით A, B, C, D, E და ასე შემდეგ. არსებობს ვიტამინთა ორი ჯგუფი: წყალში ხსნადი – ძირითადად შედიან B და C ჯგუფის ვიტამინები. ამ ვიტამინების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდის სახით. ისინი არ მარაგდებიან ორგანიზმში და საჭიროა მათი მუდმივად მიღება. მეორე ჯგუფს წარმოადგენს – ცხიმში ხსნადი ვიტამინები – AA, D, E, K. ორგანიზმი მათ მარაგს ღვიძლში იგროვებს. ასე რომ ორგანიზმსს მათი რეზერვი ყოველთვის აქვს (მაგრამ არა დიდხანს). ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებზე საკმაოდ მცირეა. მისი ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებებს ეწოდებათ ჰიპოვიტამინოზი, თუ ორგანიზმი საერთოდ არ ღებულობს ვიტამინს ვითარდება-ავიტამინოზი ხოლო ჭარბი რაოდენობიტ მიღებისას-ჰიპერვიტამინოზი. ვიტამინების საზომ ერთეულად მიღებულია მილიგრამი და მიკროგრამი ერთ გრამ პროდუქტზე. ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებზე დამოკიდებულია მის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, ცხოვრების წესსზე, წლის დროზე. წარმოშობა და მონაწილეობა ზოგიერთი მათგანი წარმოიშვება ორგანიზმში (მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით) ზოგიერთი სინთეზირდება ნაწლავებში მიკროორგანიზმების მიერ. ვიტამინები მონაწილებენ ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაშ ისინი წარმოადგენენ ბიოკატალიზატორებს ან ქიმიური რეაქციების რეაგენტებს და აქტიურედ მონაწილეობენ ფერმენტების წარმოქმნაში. ვინაიდან ისინი არიან ფერმენტების შემადგენელი ძირითადი ნაწილები, ისინი განსაზღვრავენ მის ნორმალურ ფუნქციონირებასა და აქტივობას. მათი ნაკლებობა და არქონა იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. (7 წთ) II ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალა. წყალში ხსნადი ვიტამინები თიამინი (ვიტამინი B1) ქიმიურედ წარმოადგენს პირიმიდინისა და თიაზოლის ჰეტეროციკლურ ნაერთს, რომელსაც მეთილების (-ჩH2-) ჯგუფი აკავშირებს, აქვს საფუარის სუნი. შედის პურის, კარტოფილის, ბრინჯის ქერქის, ღვიძლის შემადგენლობაში. თიანინი შედის კოფერმენტ კოკარბოქსილაზას შემადგენლობაში. დღე-ღამური დოზა 1,5მგ, ფიზიკური დატვირთვისას-3,0მგ. იგი აუცილებელია ორგანიზმში გლუკოზის წარმოსაქმნელად საჭიროა ზრდისათვის, აუცილებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. ნაკლებობა იწვევს-ბერი-ბერის(წონაში სწრაფი კლება, დამბლა, ნევროზი). ვიტამინი B2-რიბოფლავინი. დღე-ღამური დოზა 2-3მგ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, გლუკოზისა და ამინომჟავების ცვლაში. ნაკლებობა იწვევს ქსოვილის სუნთქვის პროცესების შეფერხებას და ხდება ქსოვილის შემადგენელი ცილის ინტენსიური დაშლა. ავიტამინოზის დამახასიათებელი ნიშნებია: კერატიტი, კანის და ენის ანთება, ნაპრალები პირის კუთხეებში. შედის კოფერმენტებში. A ვიტამინთან ერთად აუცილებელია მხედველობისათვის და მისი წყაროა: სტაფილო, ხორბალი, საფუერი, კვერცხი, ხორცი, ღვიძლი. პანტოთენის მჟავა-B3 შედის კოფერმენტ-კოენზიმ-Aს შემადგენლობაში. მონაწილეობს ნახშირწყლების ცხიმების, ამინომჟავების მეტაბოლიზმში. დღე-ღამური დოზაა 7-12მგ შედის საფუერში, ღვიძლში, პურის ფქვილში, კვერცხში. ვიტამინი PP (B5-ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) ის არის პირიდინის ნაწარმი, მოთხოვნილება 20-30მგ. წყარო: პური, ბურღული, ხორცი, ღვიძლი, შეიწოვება მომნელებელი სისტემიდან. ნაკლებობა იწვევს- პელაგრას (ქერცლიანი კანი). პირველად აღწერეს მექსიკელ-ინდიელებში, რომლებიც სიმინდით იკვებებოდნენ. ორგანიზმში წარმოიშვება ამინომჟავა ტრიფტოფანიდან (მცირეა სიმინდში) მონაწილეობს უჯრედის ჟანგვა აღდგენით რეაქციებში. ჰიპოვიტამინოზი- დერმატიტი, დიარეა, კანის პიგმენტაციის დარღვევა, დემენცია. ვიტამინი B6-პირიდოქსინი-მონაწილებს გადაამინირების ფერმენტულ პროცესში, უჯერი ლიპიდების და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში. დღიური დოზა-2-3მგ წყარო: პურის ფქვილი, საფუარი, ღვიძლი, თირკმელი, ხორცი. ავიტამინოზის ნიშნებია: ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლა, ჰიპერვიტამინოზი იწვევს ნერვული სისტემის სერიოზულ დარღვევებს. ბიოტინი ვიტამინი B8-მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზში, პურინის ფუძეების ბიოსინთეზში. იგი ბუნებაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ვიტამინია. მისი წყაროა: ღვიძლი, ტირკმელი, ყვავილოვანი კომბოსტო, Qვავი. დღე-ღამური დოზა-150-200მკგ. ავიტამინოზის ნიშნებია: ხორკლიანი კანი, ფერმკრთალი სახე, კუნთების ტკივილი. ჰიპოვიტამინოზს იწვევს საკვებში უმი კვერცხის დიდი დოზით მიღება. მის ნაკლებობას ძუძუმწოვრება ძირითადად არ განიცდიან ვინაიდან სინთეზირდება ნაწლავის ბაქტერიების მიერ. B12-ციანკობალამინი-მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, ქოლინის, ლეციტინის ბიოსინთეზში, ცხიმოვან ცვლაში. აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად. იგი წითელი ფერის კრისტალური ნივთიერებაა. მისი სინთეზი არც ცხოველურ და არც მცენარეულ უჯრედშია არ ხდება. მისი გამომუშავება ხდება სოკოს და განსაკუთრებული მიკროორგანიზმების მიერ. მისი სინთეზი განახორციელა ამერიკელმა ქიმიკოსმა ვუდ ვორდმა. მისი ნაკლებიბა იწვევს ანემიას დღე-ღამური დოზაა-3-10მგ. ფოლიუმის მჟავა- დღე-ღამური მოთხოვნილება 0,2-0,5მგ. მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. განსაკუთრებით საჟიროა ორსულებში. წყარო: მწვანე მცენარის ფოთლები, ბოსტნეული (ისპანახი), ხილი (მარწყვი); ცხოველურიდან: ღვიძლი, გული, კუნთები. ავიტამინოზი-ანემია ლეიკოპენია. ვიტამინი ჩ-ასკორბინის მჟავა. წყალში ხსნადია, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროვესებში, ამინომჟავების, ლიპიდების მეტაბოლიზმში. მისი არარსებობა იწვევს სისძარრღვების კედლების გათხელებას, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს. განსაკუთრებით ხშირია მისი დეფიციტი ბავშვებში, მეძუძურებში და ორსულებში. დღე-ღამური დოზაა 50-70მგ. განსაკუთრებით დიდი დოზა ესაჭირეობათ შიზოფრენიით დაავადებულებს, ვინაიდან მას შეუძლია ინტოქსინების ნეიტრალიზაცია, რომელსაც გამოყოფენ ბაქტერიები, ორგანიზმში მოხვედრისას იგი აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და აუცილებელია ძვლებისა და ჯანმრთელი კბილებისთვის. ნაკლებობა-სკორბუტინ, ჰიპერვიტამინოზი-გამონაყარი კანზე. გაცხელებისას იშლება თითქმის ასი პროცენტით. (10 წთ) III ჯგუფის მიერ წარმოებული მასალა ცხიმში ხსნადი ვიტამინები ვიტამინი A-რეტინოლი მიეკუთნება კაროტინოიდებს, აუცილებელია მხედველობისათვის, ვინაიდან შედის პიგმენტ როდოპსინის შემადგენლობაში, რომელიც გვხვდება თვალის ბადურაზე. ეს ვიტამინი აუცილებელია ზრდისათვის. არსებობს ორი სახის A1 და A2. იგი ორგანიზმსი წარმოიქმნება ბეტა კაროტინისაგან. დოზა:0,5-2,5მგ. წყარო: თევზი, ღვიძლი, კვერცხი, კარაქი, ხიზილალა, სტაფილო. ავიტამინოზი-ქათმის სიბრმავე. ვიტამინი D-კალციფერონი არსებობს რამოდენიმე სახეობა D2-D3. ის არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებიდან D3 ორგანიზმში წარმოიქმნება ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით. მოთხოვნილება 7-12-მკგ, ბავსვებში-12-25მკგ. ავიტამინოზი-რაქიტი, ჰიპერვიტამინოზი- სიკვდილი ქსოვილებიდან მარილების გამოლექვის გამო. წყარო: თევზის ქონი, ხიზილალა, კვერცხი, ღვიძლი. ვიტამინი E (ტოკოფეროლი) არსებობს რამოდენიმე სახის, ყველაზე აქტიურია. იგი აქტიური ბიოოქსიდანტია იცავს ბიომემბრანის უჯერმჟავებს დაჟანგვისაგან. დღე-ღამური დოზა-5მგ. წყარო:მზესუმზირის სოიოს სიმინდის ზეთებში ისპანახში. ავიტამინოზის დროს ვითარდება დისტროფია, უნაყოფობა, თირკმელების, ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას. გაცხელებისას იშლება თითქმის ასი პროცენტით. ვიტამინი K (K1 და K2) იგი შედედების ვიტამინია. ნაკლებობა იწვევს სისხლის შედედების დაყოვნებას, სისხლჩაქცევებს. ზრდასრულ ასაკში მისი ნაკლებობა არ შეინიშნება ვინაიდან ის სინთეზირდება ნაწლავის მიკრო ფლორის მიერ, თუმცა ოსტეოპორეზი მისი ნაკლებობის დამსახურებაა. ზოგიერთი დაავადების (ინფაქტი, თრომბოფლებიტი) ის არასასურველია და ორგანიზმში შეყავს მისი ანტივიტამინი (ანტიკოაგულანტი) ის შედის მცენარის მწვანე ნაწილში. რძე, ღორის ღვიძლი, კვერცხი. დოზა: 100მგ. (5 წთ) IV ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალა მინერალები ცოცხალი ორგანიზმები მრავალნაირ ორგანულ და არაორგანულ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ. ისინი ორგანიზმში იყოფიან მაკრო და მიკრო ელემენტებად. მინერალებს ვიტამინებთან ერთად სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებათ , რათა ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვროს. ვიტამინებს და მინერალებს ყველა ბუნებრივი საკვები სეიცავს და მათი მიღება აუცილებელია. თუ ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის მაშინ აუცილებელია მივიღოთ ისეთი ხელოვნური კომპლექსები, რომლებიც ორივეს შეიცავს. მინერალების და ვიტამინების შემცველობა უნდა შეადგენდეს (1 ტაბლეტში ადამიანის დღე_ღამური მოთხოვნილების 20-30%). მინერალების შემცველობა ორგანიზმში მათი მნიშვნელობა და წყაროები მოცემულია ცხრილში. საკვები დანამეტები დანამატების გარეშე ყველა სახის ბუნებრივი საკვები სწრაფად ფუჭდება. მათი გაფუჭების პროცესი მკვეთრად შენელებულია საკვები დანამატების წყალობით_ისინი საკვებში შემავალ მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას ეწინააღმდეგებიან, და გარდა ამისა გაუმჯობესებულია კვების ტექნოლოგია, საკვების სუნი, გემო, ფერი, გარეგნული მხარე. ქიმიური ბუნებით საკვები დანამატები შეიძლება იყოს ბუნებრივი და სინთეზური: კონსერვანტები,ანტიოქსიდანტები, საღებრები, ემულგატორები, ვიტამინები, მიკროელემენტები, სტაბილიზატორები. საკვების დანამატები ეტიკეტზე აღიმიშნება E ასოთი. E 100-დან ე 180-მდე აღნიშნავენ საღებრებს, E 200-399 მდე-კონსერვანტებს, 300-399-მდე, ანტიოქსიდანტებს, 600-699-მდე არომატიზატორებს,500-599-მდე ემულგატორებს. საკვების დანამატების რევიზია პერიოდულად ტარდება და ხდება ზოგიერთი მათგანის ამოღება. მაგალითად:131, 141, 230-232,239,215-218- ალერგენებია, 121 და 123 იწვევს დიარეას, 211, 240, 242 კანცეროგენებია. საკვები დანამატების გამოყენება ბავშვთა საკვებში აკრძალულია. ვინაიდან E ელემენტთან უმრავლესობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება აკრძალულია, ხოლო თუ თქვენ ქსურთ აკონტროლოთ მიღებული საკვები დანამატების რაოდ- ენობა, მუდმივად უნდა იკითხოთ ნაყიდ პროდუქტებზე არსებული ინგრიდიენტების ჩამონათვალი. (5 წთ) V ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალა ნიუსები * * * ხელოვნური ვიტამინების მიღების მოწინააღმდგეები მიიჩნევენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი ვიტამინები და მინერალები ორგანიზმა უნდა მიიღოს ბუნებრივად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მწვანილსა და ხილში საკმარისია ჩ ვიტამინი, ფოლის მჟავა, კაროტინოიდები, ხოლო იმისათვის, რომ ორგანიზმმა მიიღოს B2 ვიტამინის დღე-ღამური დოზა უნდა მიირთვას 150გრ ღვიძლი ან 800გრ ხაჭო. ასევე მცდარია წამოდგენა, რომ ზამთარში ვიტამინები შეიძლება მივიღოთ კონსერვის სახით, ვინაიდან ყველაზე მეტ ვიტამინს ინარჩუნებს გაყინული ან გამომშრალი ხილი. * * * B6-ყველაზე ქალური ვიტამინია, ვინაიდან ყველაზე მტკივნეულად მის ნაკლებობას ქალები გრძნობენ. ის აუცილებელია ორსულებისათვის, მენოპაუზისას. ის ასრულებს მთავარ როლს სასქესო ჰორმონების ბალანსირებაში. * * * ანტივიტამინები ორგანული ნივთიერებებია,რომლებიც თრგუნავენ ვიტამინების ბიოაქტივობას, მათი ქიმიური სტრუქტურა მსგავსია, მაგრამ განსხვავებულია ბიო-მოქმედება. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი ატორმუზებენ ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას, რაც იწვევს ვიტამინების ნაკლებობას, მაშინაც როდესაც ეს ვიტამინი ორგანიზმს მიეწოდება საჭირო დოზით. * * * ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო მათმა დეფიციტმა, არამედ მათი შეწოვის დარღვევამ. ცნობილია ,რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლასთან ერთად ირღვევა მათი შეწოვაც. * * * ფუნკმა ვიტამინებს უწოდა „ვიტამაინი“ – „ვიტა“ და „ამინე“- ამინი, ვინაიდან შეიცავდა ამინების ჯგუფს. 1920 წელს ჯეკ სესილ დრამონდმა მოითხოვა, რომ ვიტამაინი შეეცვალათ ვიტამინით, ვინაიდან ასკორბინის მჟავა ამინების ჯგუფს არ შეიცავდა. ასე გახდა ვიტამაინი ვიტამინი. 1929 წელს ჰოპკინსმა და ეიკმანმა ვიტამინების აღმოჩენისათვის ნობელის პრემია მიიღეს, ლუნინმა და ფუნკმა არა. (ლუნინი მოწვეულთა სიაშიც ვერ მოხვდა). ვიტამინების ქიმიური სტრუქტურა გაიშიფრა 1940 წელს. * * * თუ ჩვენ რეგულარულად მივირთმევთ სტაფილოს, მაშინ ჩვენს ღვიძლში პროვიტამინი A Aგადაიქცევა ვიტამინ AA--დ, მაგრამ ეს ხდება ნაწილობრივ. იმისათვის, რომ ეს პროცესი სრულყოფილად მოხდეს სტაფილო უნდა მივირთვად ზეთთან ან არაჟანთან ერთად. მაგრამ, თურმე ეს გზაც არ იძლევა ამ ვიტამინის სრულიად ათვისების შესაძლებლობას. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა პროდუქტის გაცხელება ერთი სთ. განმავლობაში, სტაბილურ 60 გრადუს ტემპერატურაზე, რაც ჩვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ცოტა არარეალურია. * * * აღმოჩნდა, რომ პოპულარული ვიტამინებისა და მინერალების ჭარბი დოზით და ხანგრძლივი დროით მიღება იწვევს კიბოს, ღვიძლის, თირკმელების, კუჭის დაავადებებს. ბრიტანულ სააგენტო “თაიმსის” მონაცემებით ბეტა-კაროტინის ჭარბი რაოდენობა იწვევს ფილტვისს კიბოს, ნიკოტინის მჟავა – ღვიძლის და კანის დაავადებებს, ცინკი – ანემიას, მაგნიუმი – ნერვულ აშლილობას, ფოსფორი – აღიზიანებს კუჭს. * * * მაღაზიებში გასაყიდად გამზადებულ საკბვებში (ხილი, ბოსტნეული, ხორცი) დანამატებთან ერთად შეიძლება არსებობდეს ინსექციდები და ფუნგიციდები. ხორცში ხშირად შეჰყავთ ქიმიური ნივთიერება, რომელიც მას დიდხანს ინახავს, უნარჩუნებს ფერს და სირბილეს. ხშირად შეჰყავთ წითელი საღებავიც. წიწილებს საკვებში უმატებენ კონცენტრატებს, რაც დადებულ კვერცხის გულს მკვეთრ ყვითელ ფერს ანიჭებს. (5 წთ) შემაჯამებელი ეტაპი ამ ეტაპზე ხდება ყველა არსებული მასალის შეჯამება-შეჯერება. ვიტამინი – წყაროები – მნიშვნელობა – დოზები საერთო ცხრილის შედგენა. ბალანსირებული დიეტის შედგენა იმისთვის, რომ ორგანიზმა მიიღოს ყველა საჭირო ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, რათა მოხდეს ჯანმრთელობის შენარჩუნება და ორგანიზმის უზრუნველყოფა ენერგიით. მართალია არ არის იოლი იმის განსაზღვრა თუ რამდენი და რა უნდა მივირთვათ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი საკვები. ჯანსაღი კვება გულისხმობს სხვადასხვანაირი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ამასთანავე აუცილებელია კანზე მზის ხივების მოხვედრა. თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, ვიტამინებისა და მინერალების აბების მიღება აღარ დაგვჭირდება. (5 წთ)
|
კრიტერიუმები |
1-5 |
6-7 |
8-10 |
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება |
ჯგუფმა სამუსაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა |
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა |
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა |
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა |
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომ მისი საქმიანობა სტიქიური იყო |
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდდრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა |
ჯგუფმა სამუშაო კარგად დგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი |
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება |
სამუსაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა |
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილდა |
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს სორის ფუნქციები სწორად და თანაბრად განაწილდა |
|
ჯგუფის წევრთა ჩართულობა |
ერთი (ორი) მოსწავლე აქტიურობდა მხოლოდ |
ჯგუფის ტითქმის ყველა წევრი აქტიური იყო |
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო |
|
ჯგუფის წევრთა სორის ურთიერთობა |
ჯგუფის აქტიურ წევრსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა |
ჯგუფის წევრთა შორის ზირითადათ პოზიტიური ურთიერთობები იყო |
ჯგუფის წევრთა შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები | მიუთითეთ, რა ფორმით ამოწმებთ სასწავლო შედეგებს. აღწერეთ შეფასების რა ტიპ(ებ)ს (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური...) იყენებთ; ამისათვის, სასურველია, წინასწარ გაამზადოთ შეფასების რუბრიკა/ შეფასების ფურცელი, რომელიც გაკვეთილის გეგმას ცალკე დოკუმენტის სახით დაერთვის. ამასთან ერთად, ინტერნეტიზირებული სკოლები შეფასების რუბრიკებს აქვეყნებენ ge.lemill.net-ზე „მასალების“ განყოფილებაში და ამ გრაფაში უთითებენ მის ბმულს. |