cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ხელოვნების ძალა

by medeaabuladze — last modified 2011-01-09 01:44 Share

1. გაკვეთილის თემა

ხელოვნების ძალა. /ხელოვნების სამი დარგი/

2. სწავლების საფეხური და კლასი

დაწყებითი IV

3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი

ქართული

მედეა აბულაძე

4. მოსწავლეთა რაოდენობა

10

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

ასეთი არ არის

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)

ბავშვებმა გაიცნონ ქართველი და არა მარტო ქართველი პოეტების შემოქმედება, მიაქციონ ყურადღება ლექსის რითმს და რიტმს, შეეძლოთ მსჯელობა ლექსის მხატრულ მხარეებზე, და თვითონაც ცდილობდნენ მაღალ მხატვრულად წაიკითხონ ლექსი. გაიგოს, რომ შეიძლება შეხვდეს ურითმო, მაგრამ ძალზედ მაღალ მხატვრული და საინტერესო ლექსი. ანუ მიხვდნენ, რომ არსეობს ლექსი როგორც გარითმული ასევე ურითმო. და შემოქმედს ამის უფლება აქვს, დარწმუნდნენ იმაში, რომ პოეზიაში რითმა, კეთილხმოვნება და შინაარსი ერთნაირად მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის კიდევ ურო გულდასმით და სწორედ ამ მიმართულებით მინდა დააკვირდნენ ,,ვეფხისტყაოსანს, უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ და დააკვირდნენ მის სტრიქონებსა და მარცვლებს. და შეძლონ ამის შესახებ მკაფიოდ და გასაგებად მსჯელობა.

ასევე მინდა გაიცნონ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრები, გაიგონ რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება ფერწერაში, რას ჰქვია ფერწერა და რას ნიშნავს ფერთა გამა, რა გვეხმარება ნახატის სწორად აღქმაში. რითი განსხვავდება და რა მსგავსება აქვს ფერწერასა და გარაფიკულ ნახატებს, ასევე გრაფიკულ ნახატებში რას აქვს დიდი მნიშვნელობა.

ასევე მინდა გაეცნონ და გაიცნონ ქართველი და არა მარტო ქართველი კომპოზიტორები. ვინ არის საერთოდ კომპოზიტორი. რითი განსხვავდება მუსიკოსისგან და ა.შ.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ბავშვი უნდა ერკვეოდეს ხელოვნების დაგებში, არჩევდეს ერთმანეთისაგან მხატრებს, მუსიკოსებს და პოეტებს.ამავე დროს დარწმუნდეს იმაში, რომ ყველა ერთად ხელოვნებაა და ცალკ_ცალკე დარგები და ამ დარგებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან ეს არის ,, ხელოვნების ძალა

8. თანმიმდევრობა

(აქტივობა და დრო)

ვისაუბრებ ჯერ ზოგადად ხელოვნებაზე, მოვისმენ ბავშვების აზრს ამასთან დაკავშირებით. შემდეგ ვისაუბრებ ხელოვნების დარგებზე და და მოვუსმენ აქაც ბავშვებს, რა იციან ამის შესახებ. (5 წთ). ამის შემდეგ კერძოდ დარგებზე გავამახვილებ ყურადღებას და მოვისმენ ბავშვების აზრს ხელოვნების სამივე დარგის შესახებ და მოვისმენ მათგან ვინ არის მათთვის საინეტერესო და გამორჩეული ხელოვანი ადამიანი, შემოქმედი და რატომ. (20წთ). ამის შემდეგ გამოვყოფ 4 ჯგუს ამათგან ორი ჯგუფი შეეცდება დახატოს რაიმე ერთი და იგივე ნახატი იმიტომ, რომ დავინახო რომელმა ჯგუფმა რას უფრო მეტი ყურადღება მიაქცია ფერს თუ ხაზს. მეორე ორ ჯგუფს მივცემ საშუალებას წაიკითხონ ვეფხისტყაოსნიდან რომელიმე სტროფი, ოღონდ ერთი და იგივე და გამოარკვიონ რა მხატვრული ხერხები არის გამოყენებული (10 წთ)შემდეგ ვაჩვენებ ინტერნეტიდან წინასწარ გადმოწერილ უძველეს მუსიკალურ საკრავებს, , რომლებიც ძველად იყო და იყო ხელნაკეთი. ბოლოს კი შევეცდები შევაჯამო ბავშვებთან ერთად მათი ნამუშევრები, რაც ვერ გაიგეს ავხსნა და გავაგებინო და ერთად შევაფასოთ მათი ნამუშევრები.

გაკვეთილი 1 - საგნის დასახელება ქართული

გაკვეთილის თანმიმდევრობის ( 45 წუთი)

9. შეფასება

ვიყენებ: ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეფასებას

10. საკლასო მენეჯმენტი _

საგანმანათლებლო რესურსები

კომპიუტერი ინტერნეტით, პროექტორი,

წიგნი და ელექტრონული მასალები

ხელოვნება

პოეზია

მუსიკალური საკრავებნი


პოეზია, მუსიკა., მხატრობა


Georgian

Creative Commons License